ბირთვული რეაქტორი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.7
No edit summary
ხაზი 12:
სსრკ-ში რეაქტორის გაშვების,.მუშაობის და მართვის თეორიული და ექსპერემენტული გამოკვლევები ხორციელდებოდა აკადემიკოს კურჩატოვის ხელმღვანელობით შემდგარი ფიზიკოსების და ინჟინრების ჯგუფის მიერ. საბჭოთა პირველი რეაქტორი Ф-1 აიგო მოსკოვში, სსრკ-ის მეცნიერებათა აკადემიის ლაბორატორიაში №2 (Лаборатория № 2 АН СССР). რეაქტორი კრიტიკულ მდგომარეობაში გადაიყვანეს 1946 წლის 25 დეკემბერს. რეაქტორი Ф-1აწყობილი იყო გრაფიტის ბლოკებისგან და 7,5 მ დიამეტრის მქონე სფეროს წარმოადგენდა. სფეროს ცენტრალურ ნაწილში დიამეტრით 6 მ გრაფიტის ბლოკების ღიობებში განთავსებული იყო ურანის ღეროები. Ф-1-ს ისევე როგორც CP-1-ს არ ჰქონდა გაგრილების სისტემები, ამიტომ მას უკიდურესად დაბალ სიმძლავრეებზე ამუშავებდნენ. Ф-1-ის გამოკვლების შედეგებზე დაყრდნობით საბჭოთა კავშირში, შემდგომ, უფრო რთული კონსტრუქციის სამრეწველო რეაქტორები აიგო. [[1948]] წელს ამოქმედდა პლუტონიუმის მწარმოებელი რეაქტორი И-1(სხვადასხვა წყაროების მიხედვით მას А-1 ეწოდებდა), [[1954]] წლის 27 ივნისს ობნინსკში გაიხსნა მსოფლიოში პირველი [[ობნინსკის ატომური ელექტროსადგური|ატომური ელექტროსადგური]] 5 [[მეგავატი|მვტ]] სიმძლავრით.
[[ფაილი:მცხეთის რეაქტორი.png|250px|მინიატიურა|მუხათგვერდის გამოყენებითი კვლევების ცენტრის აეროფოტოსურათი]]
 
=== საქართველო ===
[[საქართველო|საქართველოში]] [[ატომის ბირთვი|ატომის ბირთვის]] ენერგიას მეცნიერული კვლევებისთვის გასული საუკუნის 60-იანი წლებიდან იყენებდნენ. სწორედ 1960 წელს შევიდა ექსპლუატაციაში „მცხეთის რეაქტორად“ ცნობილი „მუხათგვერდის გამოყენებითი კვლევების ცენტრი“. [[მცხეთა|მცხეთის]] მცირე რეაქტორი არ იყო განკუთვნილი ფართომასშტაბიანი მიზნებისათვის, თუმცა რეაქტორის შესახებ ინფორმაცია გასაიდუმლოებულია.