დიდი შეკუმშვა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.7
ხაზი 8:
იმ მოვლენების ზუსტი დეტალები, რომლებიც საბოლოო კოლაფსამდე განვითარდება, დამოკიდებულია როგორც გაფართოების ფაზის სიგრძეზე, ისე შეკუმშვის წინა ფაზაზე. გარდა ამისა, ნავარაუდევია, რომ შეკუმშვის ფაზა მაშინვე არ იქნება შესამჩნევი ჰიპოთეტური დამკვირვებლებისათვის, რადგან ვადები დამოკიდებულია [[სინათლის სიჩქარე]]ზე, რომ [[კოსმოსური მიკროტალღური ფონი]]ს ტემპერატურა შეკუმშვისას სიმეტრიულად აიწევს გაფართოების ფაზასთან შედარებით და რომ [[დიდი აფეთქების თეორია|დიდი აფეთქების]] დროს განვითარებული მოვლენები საწინააღმდეგო სცენარით წარიმართება.<ref name=Davies1994>{{cite book |last=Davies |first=Paul |title=The Last Three Minutes: Conjectures About The Ultimate Fate Of The Universe |publisher=Basic Books |date=January 9, 1997 |isbn=978-0-465-03851-0}}</ref> შეკუმშვის ფაზაში, ერთმანეთს შეერწყმება სუპერგროვები, რასაც მოჰყვება [[გალაქტიკათგროვა|გალაქტიკათგროვების]] და შემდეგ [[გალაქტიკა|გალაქტიკების]] შერწყმა. ამ დროისათვის, [[ვარსკვლავები]] ერთმანეთს იმდენად მიუახლოვდება, რომ გახშირდება მათ შორის შეჯახებები, კოსმოსური მიკროტალღური ფონის ტემპერატურა იმდენად აიწევს, რომ ვარსკვლავები თავიანთ შიდა სიცხეს ვეღარ გამოაფრქვევენ, თანდათან კი აფეთქებას დაიწყებენ და დატოვებენ სიცხესა და ჰეტეროგენულ გაზს, რომლის ატომებიც გაზრდილი ტემპერატურის გამო, შემადგენელ სუბატომურ ნაწილაკებად დაიშლებიან და რომელთაც შემდეგ უკვე შერწყმული შავი ხვრელები შთანთქავს.<ref name=Davies1994/>
 
[[ჰაბლის კანონი]] სამყაროს გაფართოების ამჟამინდელ მაჩვენებელს ზომავს; გრავიტაციული ძალების სიძლიერე დამოკიდებულია სამყაროს შემადგენელი მატერიის სიმჭიდროვესა და წნევაზე, სხვა სიტყვებით — სამყაროს კრიტიკულ სიმჭიდროვეზე. თუკი სამყაროს სიმჭიდროვე კრიტიკულ სიმჭიდროვეს აღემატება, გრავიტაციული ძალების სიძლიერე სამყაროს გაფართოებას შეაჩერებს და სამყარო თავის თავს თავადვე დაანგრევს. ამის საპირისპიროდ, თუკი სამყაროს სიმჭიდროვე კრიტიკულ სიმჭიდროვეზე ნაკლებია, სამყარო გაფართოებას გააგრძელებს და გრავიტაციული ძალები ამ გაფართოების შესაჩერებლად საკმარისი არ იქნება. ეს სცენარი დასრულდება დიდი გაყინვით, სადაც სამყარო გაცივდება, იმის გამო, რომ ის ძალიან გაფართოვდა და ენთროპიის მდგომარეობას მიაღწია.<ref>[http://map.gsfc.nasa.gov/universe/WMAP_Universe.pdf Dr. Gary F. Hinshaw, ''WMAP Introduction to Cosmology''. NASA (2008)]</ref> ერთ-ერთი თეორიის მიხედვით, სამყარო განადგურების შედეგად დაუბრუნდება იმ წერტილს, საიდანაც დაიწყო და შესაბამისად, შემდეგ მოხდება კიდევ ერთი დიდი აფეთქება;<ref name=HTUW/> ამ მიდგომით, სამყარო მუდმივია, მაგრამ გამუდმებით გადის გაფართოებისა და შეკუმშვის ფაზებს.<ref>[{{Cite web |url=http://www.windows.ucar.edu/tour/link=/the_universe/Crunch.html |title=Jennifer Bergman, ''The Big Crunch'', Windows to the Universe (2003)] |accessdate=2016-12-19 |archiveurl=https://web.archive.org/web/20100316211915/http://www.windows.ucar.edu/tour/link=/the_universe/Crunch.html |archivedate=2010-03-16 }}</ref> კიდევ ერთი სცენარის თანახმად, ყველაფერი დასრულდება ბრტყელი სამყაროს სახით, რაც მაშინ მოხდება, როცა კრიტიკული სიმჭიდროვე გასწორდება. ამ მდგომარეობაში, სამყარო მუდმივად შენელდება.<ref>{{Citation|last=Fraser Cain|title=How Will The Universe End?|date=2013-10-17|url=https://www.youtube.com/watch?v=RWnduAnxLQ4|accessdate=2016-06-13}}</ref>
 
ბოლოდროინდელმა ექსპერიმენტულმა მტკიცებულებებმა წარმოშვა ვარაუდები, რომ სამყაროს გაფართოებას გრავიტაცია კი არ ანელებს, არამედ აჩქარებს. მიუხედავად ამისა, იქიდან გამომდინარე, რომ ჯერჯერობით უცნობია [[ბნელი ენერგია|ბნელი ენერგიის]] ბუნება, რომელიც როგორც მიიჩნევა, წარმართავს აჩქარებას — ჯერ კიდევ შესაძლებელია, რომ მან საბოლოოდ უკუაქციოს თავისი განვითარების გზა და გამოიწვიოს კოლაფსი.<ref>Y Wang, J M Kratochvil, A Linde, and M Shmakova, ''Current Observational Constraints on Cosmic Doomsday''. JCAP 0412 (2004) 006, [http://arxiv.org/abs/astro-ph/0409264 astro-ph/0409264]</ref> <ref>McSween, Stephen A. "Dark Energy and the Red Shift in a Contracting Universe." [http://bigcrunchuniverse.com]</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიდი_შეკუმშვა“-დან