მყინვარის ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:ErebusIceTongue ASTER 30nov2001.jpg|მინი|]]
'''მყინვარის ენა''' — [[ყინული]]ს წაგრძელებული და ვიწრო ფენა, რომელიც [[ხმელეთი]]დან [[წყალსატევი|წყალსატევში]] ეშვება. ჩვეულებრივ, წარმოადგენს სწრაფი [[მყინვარი|ხეობის მყინვარისა]] და [[მყინვარული ნაკადი]]ს გაგრძელებას. გვხვდება [[ზღვა|ზღვებისა]] და [[ტბა|ტბების]] ნაპირებთან. მისი ფართობი მერყეობს 10–800 კმ² ფარგლებში, ხოლო სისქე კიდეებზე 400–600 მ უდრის. მყინვარის ენას რეგულარულად წყდება ფრაგმენტი. ასე, 2006 წელს [[დრიგალსკის მყინვარის ენა]]მ აისბერგთან შეჯახების გამო დაკარგა მონაკვეთი ზომებით 13×11 კმ, ხოლო 2010 წელს [[აისბერგი]]ს დარტყმამ [[მერცის მყინვარის ენა]]ს ნახევარზე მეტი მოაგლიჯა. [[ანტარქტიდა]]ში ზოგიერთი მყინვარის ენა გამოშვერილია შორს [[ოკეანე|ღია ოკეანეში]]. ასეთი ენების მაგალითია [[ერებუსის მყინვარის ენა]] (სიგრძე 11–12 კმ), [[დრიგალსკის მყინვარის ენა]] (980 კმ) და [[მერცის მყინვარის ენა]] (160 კმ-ზე მეტი 2010 წლამდე). ამ უკანასკნელის ყინულის ნაკადი წელიწადში შეადგენს 10–12 მლრდ. ტონას. [[პრიუდსის ყურეშიყურე]]ში არის [[ფლეტნესის მყინვარის ენა|ფლეტნესის 6 კილომეტრიანი მყინვარის ენა]], რომელიც იკვებება ხმელეთიდან[[ხმელეთი]]დან ჩამოდინებული თხევადი წყლით. არქტიკაში[[არქტიკა]]ში მყინვარის ენა ხშირად [[ფიორდი|ფიორდებითაა]] შემოსაზღვრული. გრენლანდიის ყინულოვანი ფარიდან ჩამოედინება დაახლოებით 15 სწრაფი მყინვარი, რომელიც თავიანთ გზაზე ღრმა ხეობებს გამოიმუშავებენ; ოკეანეში მოხვედრისას ფიორდებში ისინი ქმნიან მყინვარის ენებს. ხშირად მათი სიგრძე 10 კმ-ზე ნაკლებია, თუმცა ზოგჯერ აღწევს რამდენიმე ათeულ კმ-ს.
 
მყინვარის ენა ეწოდება აგრეთვე მთის მყინვარის მოძრავ ნაწილს, რომელიც განლაგებულია თოვლის საზღვრის ქვემოთ, კერძოდ აბლაციის არეში. იკავებ მყინვარულ ხეობას. მისი სიგრძე რამდენიმე, ზოგჯერ ათეული კმ. მყინვარისთვის, მ.შ. მისი „ენისთვის“ დამახასიათებელია პულსაციური მოქმედება. ამის მაგალითია მყინვარ ტვიბერის ენა, რომელიც ინტენსიურად იხევს უკან, რასაც მოყვა მყინვარის დაშლა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მყინვარის_ენა“-დან