მყინვარის ენა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:ErebusIceTongue ASTER 30nov2001.jpg|მინი|მყინვარის ენა ([[ერებუსი]])]]
'''მყინვარის ენა''' — ყინულის წაგრძელებული და ვიწრო ფენა, რომელიც ხმელეთიდან წყალსატევში ეშვება. ჩვეულებრივ, წარმოადგენს სწრაფი ხეობის მყინვარისა და მყინვარული ნაკადის გაგრძელებას. გვხვდება ზღვებისა და ტბების ნაპირებთან. მისი ფართობი მერყეობს 10–800 კმ ფარგლებში, ხოლო სისქე კიდეებზე 400—600 მ უდრის. მყინვარის ენას რეგულარულად წყდება ფრაგმენტები. ასე, 2006 წელს დრიგალსკის მყინვარის ენამ აისბერგთან შეჯახების გამო დაკარგა მონაკვეთი ზომებით 13×11 კმ, ხოლო 2010 წელს აისბერგის დარტყმამ მერცის მყინვარის ენას ნახევარზე მეტი მოაგლიჯა. ანტარქტიდაში ზოგიერთი მყინვარის ენა გამოშვერილია შორს ღია ოკეანეში. ასეთი ენების მაგალითია ერებუსის მყინვარის ენა (სიგრძე 11-12 კმ), დრიგალსკის მყინვარის ენა 980 კმ) და მერცის მყინვარის ენა (160 კმ-ზე მეტი 2010 წლამდე). ამ უკანასკნელის ყინულის ნაკადი წელიწადში შეადგენს 10-12 მლრდ. ტონას. პრიუდსის ყურეში არის ფლეტნესის 6 კილომეტრიანი მყინვარის ენა, რომელიც იკვებება ხმელეთიდან ჩამოდინებული თხევადი წყლით. არქტიკაში მყინვარის ენა ხშირად ფიორდებითაა შემოსაზღვრული. გრენლანდიის ყინულოვანი ფარიდან ჩამოედინება დაახლოებით 15 სწრაფი მყინვარი, რომელიც თავიანთ გზაზე ღრმა ხეობებს გამოიმუშავებენ; ოკეანეში მოხვედრისას ფიორდებში ისინი ქმნიან მყინვარის ენებს. ხშირად მათი სიგრძე 10 კმ-ზე ნაკლებია, თუმცა ზოგჯერ აღწევს რამდენიმე ათeულ კმ-ს.
'''მყინვარის ენა''' — [[მყინვარი]]ს შედარებით ვიწრო ქვედა ნაწილი, რომელიც [[თოვლი]]ს საზღვრის ქვემოთ ძევს. წარმოადგენს ხეობის მიმართ ქვევით ჩამოწოლილ ბევრად თუ ცოტად მყინვარულ ნაკადს. მყინვარისთვის, მ.შ. მისი „ენისთვის“ დამახასიათებელია პულსაციური მოქმედება. ამის მაგალითია მყინვარ [[ტვიბერი]]ს ენა, რომელიც ინტენსიურად იხევს უკან, რასაც მოყვა [[მყინვარი]]ს დაშლა. აღსანიშნავია ერებუსისა და დრიგალსკის მყინვარის ენები ანტარქტიდაში. მყინვარის ენა ყოველთვის მიეკუთვნება აბლაციის არეს.
 
მყინვარის ენა ეწოდება აგრეთვე მთის მყინვარის მოძრავ ნაწილს, რომელიც განლაგებულია თოვლის საზღვრის ქვემოთ, კერძოდ აბლაციის არეში. იკავებ მყინვარულ ხეობას. მისი სიგრძე რამდენიმე, ზოგჯერ ათეული კმ. მყინვარისთვის, მ.შ. მისი „ენისთვის“ დამახასიათებელია პულსაციური მოქმედება. ამის მაგალითია მყინვარ ტვიბერის ენა, რომელიც ინტენსიურად იხევს უკან, რასაც მოყვა მყინვარის დაშლა.
== რესურსები ინტერნეტში ==
* [http://earthobservatory.nasa.gov/IOTD/view.php?id=4965 ერებუსის მყინვარი] {{en}}
* [http://slovari.yandex.ru/~книги/Естественные%20науки/Ледниковый%20язык./ მყინვარის ენა] {{ru icon}}
 
== ლიტერატურა ==
* Геологический словарь, т1, А-Л., М. 1955.
 
[[კატეგორია:გლაციოლოგია]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/მყინვარის_ენა“-დან