Incredible Expanding Mindfuck: განსხვავება გადახედვებს შორის

გადარჩენა 2 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.7
(→‎top: clean up, replaced: ჰემპსტედ → ჰამფსტედ using AWB)
(გადარჩენა 2 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.7)
 
I.E.M.-ს სტივენ უილსონი ინტერვიუებში იშვიათად განიხილავს. ალბომების ბუკლეტებზე ასევე მცირე ინფორმაციაა მითითებული. Incredible Expanding Mindfuck არის ერთგვარი სახუმარო მინიშნება Porcupine Tree-ს ადრეულ პრომო მასალაზე, სადაც აღწერილი იყო Porcupine Tree-ს გამოგონილი ისტორია, ხოლო Incredible Expanding Mindfuck მითითებული იყო, როგორც დაკავშირებული პროექტი.
 
უილსონის ნამუშევრები I.E.M.-ის ფარგლებში წარმოადგენს Porcupine Tree-ს ადრეული ფსიქოდელიური ჟღერადობის ექსპერიმენტების გაგრძელებას. უილსონის თქმით, პროექტის მუსიკაზე გავლენა იქონია ''[[Sun Ra]]-ს მსგავს შემსრულებელთა კოსმოსურმა ჯაზმა''.<ref>[{{Cite web |url=http://www.swhq.co.uk/iem.cfm |title=Cited on I.E.M. homepage] |accessdate=2014-04-27 |archiveurl=https://web.archive.org/web/20120716180333/http://www.swhq.co.uk/iem.cfm |archivedate=2012-07-16 }}</ref>
 
I.E.M.-ის ნამუშევრები უფრო ექსპერიმენტულია, ვიდრე Porcupine Tree-ს და თითქმის მთლიანად ინსტრუმენტულია. თითქმის ყველა ინსტრუმენტზე უკრავს უილსონი, თუმცა ჩაწერაში მის გარდა [[Bark Psychosis]]-ის ყოფილი დრამერი მარკ სიმნეტიც მონაწილეობდა.
I.E.M.-ის უკანასკნელი, ახალი მუსიკით დაკომპლექტებული ალბომი გამოიცა 2001 წელს (თუმცა 2005 წლის კომპილაციაში ''[[I.E.M. 1996-1999]]'' შეტანილი იყო მანამდე გამოუცემელი მასალაც). I.E.M.-ის აქტიურობამ იკლო და უფრო აქტიური გახდა უილსონის სხვა პროექტები - [[Porcupine Tree]], [[Blackfield]] და [[Bass Communion]], ისევე, როგორც [[No-Man]] და უილსონი, როგორც სოლო შემსრულებელი.
 
4 დისკიანი კომპილაცია ალბომებით ''I.E.M.'', ''An Escalator to Christmas'', ''Arcadia Son'' და ''I.E.M. Have Come for Your Children'' ლეიბლ ToneFloat-ზე 2000 წლის ივნისში გამოვიდა, 2000 ასლის ოდენობით. იგი აღწერილია, როგორც „I.E.M.-ისადმი პატივისცემა და ამავე დროს, დამშვიდობება“. ყოველი დისკი შეფუთულია იაპონური სტილის მინი გრამფირფიტის ტიპის შეფუთვაში. კომპილაციას ახლავს კარლ გლოვერის მიერ შექმნილი 60 გვერდიანი ბუკლეტიც.<ref name = boxset>{{cite web | url = http://www.swhq.co.uk/news.cfm | title = Complete I.E.M. boxset available for pre-order | work Steven Wilson Headquarters = | date = 2010-05-10 | accessdate = 2010-05-10 | archiveurl = https://web.archive.org/web/20110513235342/http://www.swhq.co.uk/news.cfm | archivedate = 2011-05-13 }}</ref>
 
==დისკოგრაფია==