Ibanez: განსხვავება გადახედვებს შორის

141 ბაიტი დაემატა ,  2 თვის წინ
გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.7
(→‎რესურსები ინტერნეტში: რესურსები ინტერნეტში - დაბრუნება ძველზე, replaced: ინტერნეტ-რესურ using AWB)
(გადარჩენა 1 წყაროების და მონიშვნა 0 მკვდრად.) #IABot (v2.0.7)
 
კომპანია Hoshino Gakki გაჩნდა [[1908]] წელს, როგორც მუსიკალური ინსტუმენტების გაყიდვის განყოფილება კომპანია Hoshino Shoten-ში. თავიდან ეს კომპანია ყიდდა წიგნებს. [[1935]] წელს მათ დაიწყეს საკუთარი სიმიანი ინსტუმენტების წარმოება. [[1960]] წლამდე მათ დასავლეთის ბაზარზე მხოლოდ უმნიშვნელო ადგილი ეკავათ.
 
მათ დაიწყეს ესპანური გიტარების იმპორტი ესპანელი ოსტატი სალვადორე იბანესისაგან (Salvador Ibáñez, [[1854]]-[[1920]]), მაგრამ როდესაც ესპანური სამოქალაქო ომის ([[1936]]-[[1939]]) დროს განადგურდა გიტარების სახელოსნო და უკვე მიუწვდომელი გახდა გიტარები. ამ გიტარების დიდი პოპულარულობის გამო იაპონელებმა შეისყიდეს უფლებები სამარკო ნიშან Ibanez-ზე და დაიწყეს საკუთარი აკუსტიკური გიტარების გამოშვება. თავდაპირველად სახელ Ibanez Salvador-ით, ხოლო შემდეგ Ibanez-ით [http://www.hoshinogakki.co.jp/hoshino_e/history/history.html] {{Webarchive|url=https://web.archive.org/web/20080929110311/http://www.hoshinogakki.co.jp/hoshino_e/history/history.html |date=2008-09-29 }}.
 
Ibanez-ის გიტარების თანამედროვე ერა დაიწყო [[1957]] წელს. [[1950]]-იანი და [[1960]]-იანი წლების კატალოგებში იყო გიტარები, რომლებსაც ჰქონდათ უცნაური ფორმა. [[1960]]-იანების ბოლოს რამდენიმე გიტარა ძალიან ჰგავდა Hagström-ისა და EKO-ს ინსტრუმენტებს. Hoshino Gakki აიბენეზის გიტარების საწარმოებლად იყენებდა გიტარის ფაბრიკა Teisco-ს მას შემდეგ, რაც მათ შეწყვიტეს საკუთარი გიტარების წარმოება [[1966]] წელს. 1969/1970 წლებში ფაბრიკა Teisco-ს დახურვის შემდეგ Hoshino Gakki აიბენეზის გიტარების უმრავლესობის საწარმოებლად იყენებდა ფაბრიკა FujiGen Gakki-ს. ასევე შეიცვალა აიბენეზის ლოგოტიპი გიტარის თავზე, ის უფრო თანამედროვე გახდა.