ახალი მემარჯვენეები (პოლიტიკა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 30:
[[საფრანგეთი|საფრანგეთში]] ტერმინი ახალი მემარჯვენეობა (ფრანგ. ''Nouvelle Droite'') გამოიყენებოდა 1960-იან და 1970-იან წლებში ფრანგი პოლიტიკური ფილოსოფოსებისა და ინტელექტუალების თანამედროვე აზროვნების მიმართულებების აღსაწერად. მისი მთავარი წარმომადგენელია ფრანგი ფილოსოფოსი [[ალენ დე ბენუა]], თუმცა თავად იგი უარყოფდა ამ ტერმინს და ამჯობინებდა სიტყვებს „ახალი სკოლა“ ან „ახალი კულტურა“. მას ეკუთვნის არაერთი წიგნი ფილოსოფიაზე, რელიგიასა და პოლიტიკურ თეორიაზე. კიდევ ერთი ცნობილი ინტელექტუალი, ერთ დროს ალენ დე ბენუას ევროპული ცივილიზაციის კვლევის და შესწავლის ჯგუფის (GRECE-ის) წევრი, იყო [[გილიუმი ფეი|გილიამ ფეი]]. ზოგიერთმა კრიტიკოსმა ისინი „ულტრამემარჯვენეობაში“ დაადანაშაულა, თუმცა თავად ფრანგი ახალი მემარჯვენეები ამტკიცებენ, რომ მათ დაძლიეს მემარჯვენე-მემარცხენის დიქოტომია და აქტიურად უწყობდნენ ხელს თავისუფალ დებატებს. ახალმა მემარჯვენეობამ გავლენა იქონია იდენტარიანული და სხვა მემარჯვენე-ნაციონალისტური მოძრაობების ჩამოყალიბებაზე. <ref name="online">Simon Bornschier, "Why a right-wing populist party emerged in France but not in Germany: cleavages and actors in the formation of a new cultural divide." ''European Political Science Review'' 4.1 (2012): 121–145. [http://doc.rero.ch/record/297782/files/S1755773911000117.pdf online]</ref>
 
ახალი მემარჯვენეების შთაგონების წყარო იყო გერმანიის [[კონსერვატიული რევოლუცია|კონსერვატიული რევოლუციური მოძრაობა]] მე-20 საუკუნის პირველ ნახევარში. ისინი უპირისპირებოდნენ [[ნეომარქსიზმი|ნეომარქსიზმს]] და [[ახალი მემარცხნეები|ახალ მემარცხნეებს]], თუმცა აღიარებდნენ, რომ მემარცხენე მოძრაობა 1960-იან წლებში წარმატებული აღმოჩნდა კულტურის ცვლილებაში, ამიტომაც მათი სტრატეგიების და მეთოდების გადმოღებას ისახავდნენ მიზნად. ახალი მემარჯვენეების მოძრაობაზე გავლენა იქონია ნეომარქსისტი ფილოსოფოსის, [[ანტონიო გრამში]]ს სოციალ-კულტურულმა იდეებმა. ზოგი ახალი მემარჯვენე თავს „მემარჯვენე გრამშიანელსაც“ უწოდებდა. მიზნების მისაღწევად, ისინი იყენედნენ „[[მეტაპოლიტიკა]]ს“, რაც ითვალისწინებს საზოგადოების შეცვლას გრძელვადიან პერსპექტივაში კულტურული და იდეოლოგიური გავლენის გაძლიერებით პოლიტიკური კამპანიების და სახელმწიფო თანამდებობების დაკავების ნაცვლად. ახალი მემარჯვენეები უპირისპირდებოდნენ [[მულტიკულტურალიზმი|მულტიკულტურალზმს]] და ერთ საზოგადოებაში სხვადასხვა კულტურების შერევას, ასევე [[ლიბერალური დემოკრატია|ლიბერალურ დემოკრატიას]] და [[კაპიტალიზმი|კაპიტალიზმს]]. ისინი საზოგადოებას სთავაზობდნენ „ორგანული დემოკრატიის“ ლოკალიზებულ ფორმას, ოლიგარქიის ელემენტების ამოძირკვის განზრახვით. ისინი პანევროპული იდენტობის და კულტურის გამოცოცხლებას ცდილობდნენ [[არქეოფუტურიზმი|არქეოფუტურისტული]] ან ნეორეაქციული „რევოლუციური კონსერვატიზმის“ მეთოდებით, რა დროსაც ასევე მხარს უჭერდნენ ცალკეული რეგიონების ეთნიკური და კულტურული ჰომოგენურობის შენარჩუნებას და, იცავდნენ ყოველი ჯგუფის უნიკალურობას და უფლებას დაიცვას თავისი მიწა და რეგიონი [[ეთნოპლურალიზმი|ეთნოპლურალისტული]] პოზიციებიდან.
 
=== გერმანია ===
გერმანიაში ''Neue Rechte'' (სიტყვასიტყვით, ახალი მემარჯვენე) ორი ნაწილისგან შედგება: ''Jungkonservative'' (სიტყვასიტყვით, ახალგაზრდა კონსერვატორები), რომლებიც მოსახლეობის სამოქალაქო ნაწილში მიმდევრებს ეძებენ; და მეორე, "Nationalrevolutionäre" (ნაციონალური რევოლუციონისტები), რომლებიც ეძებენ მიმდევრებს გერმანიის მოსახლეობის ულტრამემარჯვენე ნაწილში და იყენებენ ისეთი მემარჯვენე პოლიტიკოსების რიტორიკას, როგორიცააროგორებიც არიან [[გრეგორ სტრასერიზმი სტრასერი|გრეგორი]] და [[ოტო სტრასერ|ოტო სტრასერი]]. სხვა ცნობილი მემარჯვენეების ჯგუფია პიერ კრებსის - Thule Seminar. <ref>Michael Minkenberg, "The new right in Germany: The transformation of conservatism and the extreme right." ''European Journal of Political Research'' 22.1 (1992): 55–81.</ref> <ref name="online">Simon Bornschier, "Why a right-wing populist party emerged in France but not in Germany: cleavages and actors in the formation of a new cultural divide." ''European Political Science Review'' 4.1 (2012): 121–145. [http://doc.rero.ch/record/297782/files/S1755773911000117.pdf online]</ref>
 
=== ირანი ===