კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია: განსხვავება გადახედვებს შორის

No edit summary
'''კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაცია''' ({{lang-ru|Конфедерация горских народов Кавказа}}) — მილიტარიზებული პოლიტიკური ორგანიზაცია, რომელიც არსებობდა 1991-1994 წლებში.
== დაარსება ==
 
„კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციიის“ შექმნა, გაძლიერება და [[საქართველო]]ს წინააღმდეგ გამოყენება [[საბჭოთა კავშირი]]სა და შემდგომ [[რუსეთი]]ს [[სპეცსამსახური|სპეცსამსახურები]]ს მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ერთ-ერთი პროექტი იყო, რომელსაც საბჭოთა კავშირში არსებითი პოლიტიკური გარდაქმნა-მოდერნიზების პერიოდში უნდა საბჭოთა ინტერესები დაეცვა და სირთულეები შეექმნა იმ საბჭოთა რესპუბლიკებისათვის, რომლებიც საბჭოთა კავშირიდან გასვლას გადაწყვეტდნენ.
 
[[1989]] წლის 25-26 [[აგვისტო]]ს, [[სოხუმი|სოხუმში]] ჩატარებულ „კავკასიის მთიელ ხალხთა I ყრილობაზე“ დაარსდა „კავკასიის მთიელ ხალხთა ასამბლეა“. „კავკასიის მთიელ ხალხთა ასამბლეის“ გამხელილ მიზნებად დასახული იქნა უმთავრესად კულტურული-ავტონომიური მიზნები.
 
[[1990]] წლის 13-14 ნოემბერში ნალჩიკში ჩატარდა „კავკასიის მთიელ ხალხთა II ყრილობა“, რომელზეც განცხადდა, რომ ორგანიზაცია წარმოადგენს კავკასიის მთიელ ხალხთა რესპუბლიკის სამართალმემკვიდრეს.
 
[[1991]] წლის 1 ნოემბერს, [[სოხუმი|სოხუმში]], „კავკასიის მთიელ ხალხთა III ყრილობაზე“, რომელშიც მონაწილეობას იღებდნენ 14 კავკასიური ეთნოსის წარმომადგენლები გადაწყდა „კავკასიის მთიელ ხალხთა კონფედერაციის“ — როგორც პოლიტიკური გაერთიანების შექმნა, რომელიც თავს აცხადებდა „სუვერენულ ეროვნულ-სახელმწიფო გაერთიანებად“ — იგი წარმოდგენილი იქნა როგორც კონფედერაციული სახელმწიფო, რომლის შემადგენლობაში შედიოდნენ არა იმ დროს არსებული რაიმე ადმინისტრატიულ-პოლიტიკური ავტონომიები, არამედ — კავკასიის „ხალხები“ ანუ ეთნოსები. კონფედერაციის დედაქალაქად განოცხადდა [[სოხუმი]], ხოლო მეორე დედაქალაქად კი [[მახაჩყალა]].