ჯანდარის ტბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 40:
ჯანდარის ტბა ძირითადად ივსება [[მტკვარი|მტკვრის წყლით]], რომელიც შედის გარდაბნის სარწყავი სისტემის არხით. ტბას უერთდება [[გარდაბნის არხი]]. [[ატმოსფერული ნალექები|ატმოსფერული]] და [[მიწისქვეშა წყალი|მიწისქვეშა წყლების]] მონაწილეობა მის კვებაში უმნიშვნელოა. ტბას არ აქვს ერთი ბუნებრივი ან მუდმივი შენაკადი. ფსკერი სწორია და დაფარულია რუხი ფერის [[ლამი]]თ.<ref name="Апхазава">Апхазава И. С. Озера Грузии. Тбилиси: Мецниереба, 1975. 181 с.</ref>
 
ჯანდარის ტბის ადგილას წარსულში იყო პატარა წყალსატევი. [[XIX საუკუნე|XIX საუკუნის]] 70-იან წლებში მტკვრიდან გაიყვანეს არხი. [[1927|1927 წელს]] ტბა დააშრეს, ხოლო [[1928|1928 წელს]] ხელახლა შეავსეს. ზაფხულში [[ტემპერატურა]] 30-3230–32°C-ია. ზამთარში ტბა საგრძნობლად ცივდება (2-3°C), იშვიათად კი იყინება, ისიც ძლიერ სუსხიანი ზამთრის დროს.<ref>{{ქსე|11|538|აფხაზავა ი.|არა}}</ref> ტბის წყალი მომწვანო-მოყვითალო ფერისაა. გამჭვირვალობა დაახლოებით 1 მ. წყალს აქვს ოდნავ არასასიამოვნო სუნი და გემო. სასმელად უვარგისია.<ref name="Апхазава" />
 
ჯანდარის ტბით ირწყვება [[აზერბაიჯანი]]ს ([[ყაზახის რაიონი]]) მინდვრები და საქართველოს [[გარდაბნის მუნიციპალიტეტი]]ს მიწები. [[XX საუკუნე|XX საუკუნის]] 60-იან წლებში იქთიოლოგმა ოთარ ბურჭულაძემ ჯანდარის ტბაში აღრიცხა 21 სახეობის და ქვესახეობის [[თევზი]], მათ შორის: [[კავკასიური ქაშაპი]], [[ლოქორია]], [[მტკვრის ტობი]], [[მტკვრის ციმორი]], [[ხრამული]], [[მტკვრის წვერა]], [[ჭანარი]], [[მურწა]], [[შამაია]], [[მტკვრის თაღლითა]], [[შავწარბა]], [[აღმოსავლური ფრიტა]], [[ამიერკავკასიური ბლიკა]], [[აღმოსავლური კაპარჭინა]], [[ტაფელა]], [[კობრი]], [[წინააზიური გველანა]], [[ლოქო]], [[გამბუზია]], [[თეთრი სქელშუბლა]], [[თეთრი ამური]], [[ჭრელი სქელშუბლა]] და [[ჭერეხი]].<ref name="მთ">ჟურნალი „მონადირე და მეთევზე“. მიხეილ დემეტრაშვილი. „ჯანდარის ტბა და მისი იქთიოფაუნა“,1990 წ.</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ჯანდარის_ტბა“-დან