ამერიკელი ფსიქოპათი (2000): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 85:
„ამერიკელი ფსიქოპათის“ პრემიერა შედგა სანდენსის კონფესტივალზე. მას კრიტიკოსების და აუდიტორიის არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. [[Rotten Tomatoes]]-ზე ფილმს ჰქონდა 69% მოწონება 150 რეცენზიის საფუძველზე, ხოლო საშუალო რეიტინგი 6.36/10. [[Metacritic]]-ზე ფილმა მიიღო 64/100 შეფასება.<ref>{{Cite web|url=https://www.metacritic.com/movie/american-psycho|title=American Psycho|accessdate=2019-05-09}}</ref> [[CinemaScore]]-ის მიერ გამოკითხული აუდიტორიისგან ფილმმა დაიმსახურა საშუალოდ „D“ შეფასება F-A სკალაზე.<ref>{{cite web |url= https://www.cinemascore.com/publicsearch/index/title/ |title= Cinemascore |url-status= dead |archive-url= https://web.archive.org/web/20181220122629/https://www.cinemascore.com/publicsearch/index/title/ |archive-date= 2018-12-20 }}</ref> კინოკრიტიკოსმა როჯერ ებერტმა ფილმი 4-დან 3 ვარსკვლავით შეაფასა და ხაზი გაუსვა კრისტიან ბეილის შესრულებას.
 
ბევრმა კრიტიკოსმა „ამერიკელი ფსიქოპათი“ შეაფასა როგორც [[სოციალური კომენტარი]] და [[სატირა]]. ჟურნალ „[[ნიუ-იორკ ტაიმზი (გაზეთი)|ნიუ იორკ თაიმსი]]ს“ რედაქტორმა სტეფან ჰოლდენმა ფილმს „სულიერებისგან დაცლილი მატერიალიზმის იუმორისტული სატირა“ უწოდა. <ref name="holden">{{cite news|last=Holden|first=Stephen|url=https://www.nytimes.com/library/film/041400psycho-film-review.html|title=Murderer! Fiend! Cad! (But Well-Dressed)|work=[[The New York Times]]|date=April 14, 2000|access-date=2009-04-08}}</ref> ჟურნალ „[[როლინგ სტოუნი|როლინგ სტოუნში]]“ კინოკრიტიკოსი პიტერ ტრავერსი წერდა: „ყოველ ჯერზე, როდესაც ჰარონი ჩადის ბრწყინვალე ზედაპირის სიღრმეში, იგი პოულობს გრძნობებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან დაცლილი ემოციურობისგან“. <ref name="travers">{{cite news|last=Travers|first=Peter|author-link=Peter Travers|url=https://www.rollingstone.com/reviews/movie/5947999/review/5948000/american_psycho|title=''American Psycho''|work=[[Rolling Stone]]|date=December 8, 2000|access-date=2009-04-08|archive-url=https://web.archive.org/web/20090329095830/http://www.rollingstone.com/reviews/movie/5947999/review/5948000/american_psycho| archive-date=March 29, 2009 | url-status=live}}</ref>
 
ფილმმა წარმოშვა ფართო საზოგადოებრივი დებატები [[გართობის ინდუსტრია]]ში ძალადობის სიჭარბის შესახებ. ფილმის რეჟისორმა, მერი ჰარონმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა: „თუ ჩვენ დავიჯერებთ რომ ძალადობის ასახვა საზოგადოებისთვის საზიანოა, მსოფლიო კინემატოგრაფიის საუკეთესო ნაწილი უბრალოდ აიკრძალება... თუ ამ ტერიტორიაზე შესვლა ზედმეტად სარისკოა, მაშინ რა არის გამოსავალი? არ აჩვენოთ ძალადობა, არ აჩვენოთ ბოროტება, არ აჩვენოთ ადამიანური ბუნების არცერთი ასპექტი, რომელიც გვაშინებს და დისკომფორტს გვიქმნის. ამ შემთხვევაში კინემატოგრაფიას და ლიტერატურას და დრამას მოუწევთ უბრალოდ შეეშვან საზოგადოების ნამდვილ ასახვას და [[რობინ უილიამსი]]ს სიცოცხლისმოტრფიალე ფილმების უსასრულო ვარიაციების ჩვენება დაიწყონ. ნუთუ მართლა სჯერა ვინმეს, რომ სერიული მკვლელები და ძალადობა ქალებსა და მოზარდებზე ასე უბრალოდ გაქრებიან?“.<ref>{{Cite web|url=https://www.nytimes.com/2000/04/09/movies/film-the-risky-territory-of-american-psycho.html|title=The Risky Territory of American Psycho|website=NY Times}}</ref>