ამერიკელი ფსიქოპათი (2000): განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 30:
პატრიკი და მისი კოლეგები ერთმანეთის სავიზიტო ბარათებს ადარებენ. პატრიკი გაცოფებულია, რომ მისი ერთ-ერთი თანამშრომლის, პოლ ალენის სავიზიტო ბარათი მის ბარათზე უკეთესია. საღამოს, სახლში დაბრუნებისას იგი კლავს უსახლკარო კაცს და მის ძაღლს. მეორე დღეს პოლ ალენს პატრიკი აერევა სხვა თანამშრომელში, მარკუს ჰალბერსტრამში და სადილზე დაპატიჟებს მას. პოლის უფრო ძვირადღირებული სავიზიტო ბარათით და ცინიკური დამოკიდებულებით აღშფოთებული პატრიკი სადილის შემდეგ სახლში მიიწვევს მას. იგი ნასვამ პოლს უყვება როკ-ჯგუფ „[[Huey Lewis and the News]]-ს“ სიმღერის, „Hip To Be Square-ის“ მუსიკალური და კომერციული წარმატების შესახებ, შემდეგ კი კლავს მას ქრომირებული ნაჯახით. იგი გადამალავს პოლის სხეულს და მის სახლში დატოვებს შეტყობინებას, რომ პოლი ლონდონში წავიდა.
 
პატრიკპატრიკს თავის ოფისში პოლის გაუჩინარების საქმესთან დაკავშირებით დაკითხავს ადვოკატი დონალდ კიმბალი. საღამოს იგი ორ მეძავესმეძავს აიყვანს სახლში. პატრიკი მათ ჯგუფ „[[ჯენესისი|ჯენესისზე]]“ ესაუბრება. მათთან სექსით დაკავების შემდეგ ისინი ღამით ტოვებენ მის სახლს.
 
შემდეგ დღეს საქმიან ვახშამზე პატრიკს მისი კოლეგა ლუი კარუტერსი სავიზიტო ბარათს უჩვენებს, რომელიც პატრიკის ბარათზე უფრო ძვირია. ეს განარისხებს პატრიკს, რის გამოც იგი ლუისს გაგუდვას დაუპირებს საპირფარეშოში. იგი ბოლო მომენტში შეყოვნდება, რის გამოც ლუისი იფიქრებს, რომ ბეიტმანს მის მიმართ სასიყვარულო გრძნობები ამოძრავებს და სიყვარულს გაუმხელს მას. გაცოფებული პატრიკი ჩქარი ნაბიჯით ტოვებს რესტორანს.
ხაზი 41:
პატრიკი საკუთარ სახლში დაპატიჟებს თავის მდივანს, ჯეინს. ისინი ისაუბრებენ კარიერულ პერსპექტივებზე და ცხოვრებაზე, რის შემდეგ პატრიკი სჭვალების შურუპების ჩასახრახნი იარაღით დაუპირებს მოკვლას ჯეინს, თუმცა ამ დროს მისი მობილური დარეკავს და პატრიკის გეგმა ჩაიშლება, თუმცა ჯეინი ვერაფერს მიხვდება.
 
შემდეგომში პატრიკი ხვდება ადვოკატ კიმბელს, რომელიც ეუბნება, რომ იგი არაა ეჭვმიტანილთა შორის. კიმბელი ასევე უამბობს პატრიკს, რომ პოლი თითქოს ლონდონში ნახა მისმა ერთ-ერთმა თანამშრომელმა. პატრიკს პოლის სახლში აჰყავს ერთ-ერთი მეძავი და მისი ნაცნობი ელიზაბეთი, რომლებთანაც სექსით კავდება. სექსუალური აქტის დროს იგი კლავს ელიზაბეთს, რა დროსაც შეშინებული მეძავემეძავი შეეცდება გაიქცეს სახლიდან, თუმცა პატრიკი მასაც კლავს ბენზოხერხით.
 
საღამოს ქუჩაში სეირნობისას პატრიკი ბანკომატს მიუახლოვდება და დაინახავს წარწერას „შეაჭამე კატა“. იგი ერთ-ერთ ფისოს დაავლებს ხელს და მას მოკვლას დაუპირებს პისტოლეტით, რასაც გამვლელი მოხუცი ქალი დაინახავს. ბეიტმანი კლავს ამ ქალს და გაურბის პოლიციას. იგი ერთ-ერთ შენობაში შედის, სადაც დარაჯს პატრიკი აერევა კომპანიის ერთ-ერთი თანამშრომელში. პატრიკი კლავს მას და ოფისს აფარებს თავს. იგი უკავშირდება თავის ადვოკატ ჰაროლდ კარენს და უტოვებს ხმოვან შეტყობინებას, სადაც აღსარებას აბარებს მას და დაწვრილებით უამბობს თავის საიდუმლო ცხოვრებაზე. მეორე დღეს ყველგან პატრიკის მსხვერპლების სურათებია გაკრული ქუჩებში. პატრიკი პოლის სახლში მიდის, თუმცა იგი გასაყიდადაა გამოტანილი. [[რიელტორი]] პატრიკს ეუბნება, რომ სახლი არ ეკუთვნის პოლ ალენს. შემდეგ იგი თავის კოლეგებთან მიდის ვახშამზე რესტორანში, სადაც ნახავს ჰაროლდს, თუმცა მან ხუმრობად მიიღოჩათვალა ბეიტმანის შეტყობინება და შეუქო მას იუმორის გრძნობა. პატრიკი ცდილობს დააჯეროს ჰაროლდი, რომ ეს არ იყო ხუმრობა და მან მართლაც მოკლა ბევრი ადამიანი, მათ შორის პოლ ალენი, თუმცა ჰაროლდი ეუბნება მას, რომ ეს შეუძლებელია, რადგან მან პოლი ლონდონში ნახა არც თუ ისე დიდი ხნის წინ. მოგვიანებით პატრიკი თავის კოლეგებთან [[რონალდ რეიგანი]]ს საპრეზიდენტო კამპანიას განიხილავს. იგი აცნობიერებს, რომ მისი დანაშუალებები სამუდამოდ საიდუმლოდ დარჩება, თუმცა ამ აღიარებამ მას [[კათარსისი]] არ მოუტანა და იგი მთელი დარჩენილი წლები ტანჯვაში გააგრძელებს ცხოვრებას.
 
== როლებში ==
ხაზი 85:
„ამერიკელი ფსიქოპათის“ პრემიერა შედგა სანდენსის კონფესტივალზე. მას კრიტიკოსების და აუდიტორიის არაერთგვაროვანი შეფასება მოჰყვა. [[Rotten Tomatoes]]-ზე ფილმს ჰქონდა 69% მოწონება 150 რეცენზიის საფუძველზე, ხოლო საშუალო რეიტინგი 6.36/10. [[Metacritic]]-ზე ფილმა მიიღო 64/100 შეფასება.<ref>{{Cite web|url=https://www.metacritic.com/movie/american-psycho|title=American Psycho|accessdate=2019-05-09}}</ref> [[CinemaScore]]-ის მიერ გამოკითხული აუდიტორიისგან ფილმმა დაიმსახურა საშუალოდ „D“ შეფასება F-A სკალაზე.<ref>{{cite web |url= https://www.cinemascore.com/publicsearch/index/title/ |title= Cinemascore |url-status= dead |archive-url= https://web.archive.org/web/20181220122629/https://www.cinemascore.com/publicsearch/index/title/ |archive-date= 2018-12-20 }}</ref> კინოკრიტიკოსმა როჯერ ებერტმა ფილმი 4-დან 3 ვარსკვლავით შეაფასა და ხაზი გაუსვა კრისტიან ბეილის შესრულებას.
 
ბევრმა კრიტიკოსმა „ამერიკელი ფსიქოპათი“ შეაფასა როგორც [[სოციალური კომენტარი]] და [[სატირა]]. ჟურნალ „[[ნიუ იორკ თაიმსი]]ს“ რედაქტორმა სტეფან ჰოლდენმა ფილმს „სულიერებისგან დაცლილი მატერიალიზმის იუმორისტული სატირა“ უწოდა. <ref name="holden">{{cite news|last=Holden|first=Stephen|url=https://www.nytimes.com/library/film/041400psycho-film-review.html|title=Murderer! Fiend! Cad! (But Well-Dressed)|work=[[The New York Times]]|date=April 14, 2000|access-date=2009-04-08}}</ref> ჟურნალ „[[როლინგ სტოუნი|როლინგ სტოუნში]]“ კინოკრიტიკოსი პიტერ ტრავერსი წერდა: „ყოველ ჯერზე, როდესაც ჰარონი ჩადის ბრწყინვალე ზედაპირიზედაპირის სიღრმეში, იგი პოულობს გრძნობებს, რომლებიც ჯერ კიდევ არ არიან დაცლილი ემოციურობისგან“. <ref name="travers">{{cite news|last=Travers|first=Peter|author-link=Peter Travers|url=https://www.rollingstone.com/reviews/movie/5947999/review/5948000/american_psycho|title=''American Psycho''|work=[[Rolling Stone]]|date=December 8, 2000|access-date=2009-04-08|archive-url=https://web.archive.org/web/20090329095830/http://www.rollingstone.com/reviews/movie/5947999/review/5948000/american_psycho| archive-date=March 29, 2009 | url-status=live}}</ref>
 
ფილმმა წარმოშვა ფართო საზოგადოებრივი დებატები [[გართობის ინდუსტრია]]ში ძალადობის სიჭარბის შესახებ. ფილმის რეჟისორმა, მერი ჰარონმა ამასთან დაკავშირებით განაცხადა: „თუ ჩვენ დავიჯერებთ რომ ძალადობის ასახვა საზოგადოებისთვის საზიანოა, მსოფლიო კინემატოგრაფიის საუკეთესო ნაწილი უბრალოდ აიკრძალება... თუ ამ ტერიტორიაზე შესვლა ზედმეტად სარისკოა, მაშინ რა არის გამოსავალი? არ აჩვენოთ ძალადობა, არ აჩვენოთ ბოროტება, არ აჩვენოთ ადამიანური ბუნების არცერთი ასპექტი, რომელიც გვაშინებს და დისკომფორტს გვიქმნის. ამ შემთხვევაში კინემატოგრაფიას და ლიტერატურას და დრამას მოუწევთ უბრალოდ შეეშვან საზოგადოების ნამდვილ ასახვას და [[რობინ უილიამსი]]ს სიცოცხლისმოტრფიალე ფილმების უსასრულო ვარიაციების ჩვენება დაიწყონ. ნუთუ მართლა სჯერა ვინმეს, რომ სერიული მკვლელები და ძალადობა ქალებსა და მოზარდებზე ასე უბრალოდ გაქრებიან?“.<ref>{{Cite web|url=https://www.nytimes.com/2000/04/09/movies/film-the-risky-territory-of-american-psycho.html|title=The Risky Territory of American Psycho|website=NY Times}}</ref>