უჯარმა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 53:
==გეოგრაფია==
მდებარეობს [[გარეკახეთი|გარეკახეთში]], მდინარე [[იორი|ივრის]] მარჯვენა ნაპირზე, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 770 [[მეტრი]]. [[საგარეჯო]]დან 22 კმ, [[თბილისი]]დან აღმოსავლეთით 36 კმ.-ის დაშორებით. უჯარმას ჩრდილოეთით ესაზღვრება გომბორისა და იალნოს ქედები, დასავლეთით ქ. თბილისი, ხოლო სამხრეთ-აღმოსავლეთით საზღვარი მიუყვება მდინარე [[იორი|იორს]]. სოფელი უჯარმა წარმოადგენს [[ერწო-თიანეთი]]ს სამხრეთის ბუნებრივ კარს.
 
==ისტორია==
[[ვახუშტი ბაგრატიონი|ვახუშტი ბაგრატიონის]] მიხედვით, უჯარმა [[ძვ. წ. III საუკუნე|ძვ. წ. III საუკუნეში]], ფარნავაზ მეფის მემკვიდრის, საურმაგის მიერაა დაარსებული. მის გაქალაქებას „ქართლის ცხოვრება“ ქართლის მეფე ასფარუგ მირდატის ძეს მიაწერს.
 
უჯარმის გაქალაქება და მისი შემდგომი განვითარება განაპირობა, როგორც [[ივრის ხეობა|ივრის ხეობის]] ბუნებრივმა და ეკონომიკურმა პირობებმა, ისე თვით უჯარმის ხელსაყრელმა გეოგრაფიულმა მდებარეობამ. კახეთ-კუხეთ-ჰერეთის შესაყართან მდებარე უჯარმა კონტროლს უწევდა ივრის ხეობის ბართან დამაკავშირებელ გზას, რომლითაც მთიელებს საქონელი საზაფხულო საძოვრებიდან ზამთრის საძოვრებზე და პირუკუ გადაჰყავდათ. ამ მაგისტრალზე ქალაქის არსებობა მეფეს საშუალებას აძლევდა გაეკონტროლებინა როგორც ბარი, ისე მთა და ორივეგან, თავისი პოლიტიკური ბატონობისათვის, მტკიცე საფუძველი შეუქმნა. მთის პოლიტიკური დამორჩილება და ეკონომიკური ათვისება კი, ქართლის მეფეების ტრადიციული პოლიტიკა იყო.
 
უჯარმის გაქალაქებას და მის შემდგომ განვითარებას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი სოფლის მეურნეობის მრავალი დარგის განვითარებისათვის აქ არსებულმა, ხელსაყრელმა პირობებმა. უჯარმის საქალაქო მეურნეობისათვის სოფლის მეურნეობა წარმოადგენდა იმ საფუძველს, რომელზედაც იყო დამყარებული ქალაქის ეკონომიკა — ხელოსნური წარმოება და ვაჭრობა. [[გარეკახეთი|გარე კახეთი]] წარმოადგენდა მთიან მხარეს, უხვი საძოვრებით, სადაც [[მესაქონლეობა|მესაქონლეობის]], განსაკუთრებით კი [[მეცხვარეობა|მეცხვარეობის]] განვითარებისათვის შესანიშნავი პირობები იყო. ქართლის სამეფოსათვის, რომელსაც არ ჰქონდა ზამთრის საძოვრები, აუცილებელი იყო აღმოსავლეთით გაფართოება. უკვე [[ძვ. წ. III საუკუნე|ძვ. წ. II]]-[[ძვ. წ. I საუკუნე|I საუკუნეებიდან]] ქართლის სამეფო მმართველობის პოლიტიკა, აღმოსავლეთით მდებარე მხარეების პოლიტიკურ-კულტურული და ეკონომიკური შერწყმისაკენ იყო მიმართული. უჯარმა კონტროლს უწევდა მნიშვნელოვან სავაჭრო გზას, რომელიც ახლო აღმოსავლეთს, შიდა კახეთის გზით, [[მტკვარი|მტკვრის]] აუზთან, კერძოდ, [[თბილისი|თბილისსა]] და [[მცხეთა|მცხეთასთან]] აკავშირებდა.
 
უჯარმის ნაქალაქარი ჯერჯერობით მიკვლეული არ არის. ქალაქ უჯარმის ლოკალიზაციის შესახებ სპეციალურ ლიტერატურაში გამოთქმულია სხვადასხვა მოსაზრება. ზოგიერთი მეცნიერი ფიქრობს, რომ ქალაქ უჯარმას წარმოადგენს სამეფო ციხე-დარბაზი და უძველესი ქალაქი განლაგებული უნდა ყოფილიყო ზედა ციხეში. სხვა მოსაზრების მიხედვით, ქალაქ უჯარმა განლაგებული უნდა ყოფილიყო ციხე-დარბაზის მახლობლად ან გარშემო, ანდა დღევანდელი სოფელი უჯარმის ტერიტორიაზე. კ. მელითაური ვარაუდობს, რომ ქალაქის ძირითადი ნაწილი უჯარმის ციხის ქვედა ციხე უნდა იყოს. სხვა მოსაზრებით ნაქალაქარი უნდა მდებარეობდეს [[კაწარეთის სამება|კაწარეთის სამების]] ტაძრის მიდამოებში, რომელსაც მოსახლეობა ნაქალაქარს უწოდებს.
 
ქართული წერილობითი წყაროების მიხედვით, უჯარმა, როგორც ქალაქი, უკვე [[ახ. წ. III საუკუნე|ახ. წ. III საუკუნის]] I ნახევრიდან არსებობდა. [[IV საუკუნე|IV საუკუნიდან]] უჯარმა [[კახეთის საერისთავო|კახეთის საერისთავოს]] ცენტრი და [[ქართლის სამეფო|ქართლის სამეფოში]], მცხეთის შემდეგ, მეორე ქალაქია. [[ლეონტი მროველი|ლეონტი მროველის]] მიხედვით, მირიან მეფემ თავის ძეს რევსა და მის ცოლს სალომეს, საუფლისწულოდ მისცა კახეთი და კუხეთი და დასვა ისინი უჯარმაში.
 
[[ქართლი|ქართლში]] ქრიტიანობის დამკვიდრების დროს, [[წმ. ნინო|წმ. ნინოს]] მითითებით აღმართული სამი ჯვრიდან, ერთ-ერთი უჯარმაში აღმართეს.
 
[[IV საუკუნე|IV]]-[[V საუკუნე|V საუკუნეებში]], გარდა ეკონომიკურისა, აღმოსავლეთ პროვინციების შემოერთებას პოლიტიკური მნიშვნელობაც ჰქონდა, რადგან ამ დროს [[ირანი|ირანის]] ექსპანსიის მოგერიება ქართლის მეფეთა „აღმოსავლური პოლიტიკის“ ძირითადი მიზანი გახდა. ამ პოლიტიკის განხორციელების ცენტრად უჯარმა იქცა, ამიტომ [[ვახტანგ I გორგასალი|ვახტანგ გორგასალმა]] უჯარმა „ნაშენებითა უზომოთა“ გაამაგრა, ააშენა ციხე და დროებით აქ გადმოიტანა სამეფო რეზიდენცია. [[502]] წელს ბრძოლაში დაჭრილი მეფე აქვე გარდაიცვალა. უჯარმა ერთხანს დარჩა სამეფო რეზიდენციად, მაგრამ მალე, დაჩი ვახტანგის ძემ, მამის ანდერძის თანახმად, რეზიდენცია თბილისში გადაიტანა.
 
ერისმთავრობის ხანაში უჯარმას განაგებდნენ დაჩი ვახტანგის ძის ნათესავები, რომლებიც ქართლის ერისმთავრებს ემორჩილებოდნენ. ეს ის პერიოდია, როდესაც საქართველოში მკვიდრდება ფეოდალური სახელმწიფოებრიობა. ამ დროს კახეთის საერისთავოში [[კახეთი]], [[კუხეთი]] და [[ჰერეთი]] შედის. რეზიდენცია კი უჯარმაშია.
 
[[VII საუკუნე|VII საუკუნის]] შუა ხანებში ქართლს [[არაბები]] შემოესივნენ. პირველ ხანებში ამას არ გამოუწვევია ქვეყნის ეკონომიკის მნიშვნელოვანი დაქვეითება. [[VIII საუკუნე|VIII საუკუნის]] II ნახევარში მდგომარეობა შეიცვალა. [[735]] წელს ქვეყანა ააოხრა არაბთა სარდალმა [[მურვან ყრუ|მურვან ყრუმ]]. არჩილ მეფე იძულებული გახდა სახელმწიფო საგანძური უჯარმის მახლობლად გადაემალა.
 
ფეოდალური ურთიერთობის განვითარების პარალელურად და მასთან კავშირში დაიწყო ქალაქ უჯარმის მნიშვნელობის დაქვეითება და [[IX საუკუნე|IX საუკუნის]] ბოლოსათვის უჯარმამ უკვე დაკარგა უწინდელი მნიშვნელობა.
 
უჯარმის მნიშვნელობის დაქვეითება განაპირობა მრავალმა მიზეზმა: ჰერეთის სამეფოს წარმოქმნის შემდეგ, საზამთროს საძოვრების დიდი ნაწილი მის ფარგლებში მოექცა. ქართული სამთავროების განუწყვეტელი ურთიერთ დაპირისპირებისა და არაბთა შემოსევების პირობებში, გაძნელდა მათი გამოყენება. [[IX საუკუნე|IX საუკუნეში]] ძველმა, სავაჭრო გზებმა ჩრდილოეთისკენ გადაინაცვლა. მოიშალა უჯარმის ეკონომიკის ფუნქცია. ამასთან, უჯარმა თბილისის საამიროს პირისპირ აღმოჩნდა და ხშირი ბრძოლების გამო საჭირო გახდა ცენტრის გადატანა ჯერ ბოჭორმაში, მოგვიანებით კი [[თიანეთი|თიანეთსა]] და [[თელავი|თელავში]]. [[X საუკუნე|X საუკუნეში]] უჯარმა მცირე ციხედღა მოიხსენიება. X საუკუნეში არაბებმა უკანასკნელად სცადეს საქართველოს დამორჩილება. [[914]] წელს უჯარმის ციხე, რომელშიც 300 მეციხოვნე იყო გამაგრებული, ბრძოლით აიღო და დაანგრია არაბმა სარდალმა [[აბუ ლ-კასიმი|აბუ ლ-კასიმმა]].
 
საქართველოს გაერთიანებისათვის წარმოებული ბრძოლების დროს უჯარმა ხან გაერთიანებული საქართველოს მეფეების, ხან კახეთის ქორეპისკოპოსთა გამგებლობაში იყო. კახეთის კორეპისკოპოსის [[კვირიკე II]]-ის ძმამ — შურტამ უჯარმა გადასცა აფხაზთა მეფე [[გიორგი II (აფხაზთა მეფე)|გიორგი II]]-ს. [[ბაგრატ IV (საქართველოს მეფე)|ბაგრატ IV]]-მ განძის ამირა ფალდონის გადაცემის სანაცვლოდ, კახეთის მეფე [[ახსართა I |ახსართა I]]-ს უჯარმა უბოძა.
 
[[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნის]] ანონიმური ქართული წყაროს „პარიზის ქრონიკის“ მიხედვით, [[შაჰ აბას I|შაჰ-აბასს]], [[1614]] წელს კახეთში ლაშქრობისას, უჯარმაც აუოხრებია.
 
ვახუშტი ბატონიშვილის მიხედვით, [[XVII საუკუნე|XVII]]-[[XVIII საუკუნე|XVIII საუკუნეებში]] უჯარმა დაბაა და აქ მამულების მნიშვნელოვან ნაწილს კახეთის ფეოდალები [[ჩოლოყაშვილები]] ფლობენ.
 
ერეკლე ბატონიშვილი (მეფე [[თეიმურაზ I]]-ის შვილიშვილი), რომელიც კახეთში გამეფებას ცდილობდა, ებრძოდა [[ვახტანგ V]]-ს და მის ვაჟს არჩილს. [[1664]] წელს მათ შორის, უჯარმასთან, მოხდა შეტაკება, რომელიც ქართველთა გამარჯვებით დამთავრდა.
 
მეფე [[ერეკლე II]]-ეს უჯარმის აღორძინება ქვეყნისათვის სასარგებლო მიუჩნევია და მისი აღდგენა დაუწყია.
 
გერმანელი მოგზაურის და მეცნიერის [[ედვარდ აიხვალდი|ედვარდ აიხვალდის]] ცნობით, სოფელ უჯარმასთან არსებული წყაროებიდან ადგილობრივი მაცხოვრებლები [[მარილი|მარილს]] მოიპოვებდნენ.
 
==დემოგრაფია==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/უჯარმა“-დან