მირზაანის ყველაწმინდის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''მირზაანის ყველაწმინდის ეკლესია''' — [[არქიტექტურა|არქიტექტურული]] ძეგლი დგას სოფელი [[მირზაანი|მირზაანის]] [[აღმოსავლეთი|აღმოსავლეთით]], 1 კილომეტრზე, გორაზე.
 
თარიღდება შუა საუკუნეებით ადგილობრივი მოსახლეობის გადმოცემით. [[1870]] წელს ამ ეკლესიაში დაქორწინებულა ცნობილი ქართველი მხატვრის [[ნიკო ფიროსმანაშვილი|ნიკო ფიროსმანაშვილის]] უფროსი და მარიამი. ეკლესია დარბაზულია და გრძივი ღერძის მიმართულებით შესამჩნევადა წაგრძელებული. ნაგებია რიყიდ ქვითა და აგურით, კედლები ძირითადათძირითადად რიყის ქვისაა, რომელშიც თანაბარი ინტერვალობით, აგურის თარაზული რიგებია ჩართული სარკმელთა ღიობები და კონსტრუქციის ნაწილები გამოყვანილია კვადრატული აგურით კედლები გარედან შელესილია. ეკლესიას ორი შესასვლელი აქვს: [[სამხრეთი|სამხრეთით]] და [[დასავლეთი|დასავლეთით]] ორივე გარედან საფლავი ქვით, შიგნიდან კი, ხის ძვლებით თარაზულადაა გადახურული. დასავლეთის შესასვლელეი მიწიდან 0,9 მეტრის სიმაღლეზეა და წინიდან ქვის კიბე ჰქონდა მოწყობილი კარს შიგნიდან შემორჩენილი აქვს კიბის სამი საფეხური რომელთაგანაც ორი შესასვლელი ძირზეა გამოყვანილი. ერთი კი მის წინაა. კელსეიის შიდა სივრცე აღმოსავლეთით დასრულებულია ნახევარწრიული [[აფსიდები|აფსიდით]], რომელშიც განიერი, მაღალი, თაღოვანი სარკმელია გაჭრილი თითო თაღოვანი სარკმელი გრძივი კედლების აღმოსავლეთ ნაწილში და დასავლეტის კედლის ღერძზეა. აფსიდში სამი სწორკუთხა ნიშაა. მათგან ერთი სარკმლის სამხრეთითაა, ორი [[ჩრდილოეთი|ჩრდილოეთით]]. ერთი კედლის სწორკუთხა ნიშა ჩრდილოეთ კედლის აღმოსავლეთ ნაწილშია, სარკმლის გვერდით. საკურთხევლის შუაში დგას კუბისებრი ტრაპეზი. საკურთხევლის იატაკის მიმართ ოდნავ შემაღლებულია და აფსიდიდან დაახლოებით 2 მეტრითაა წინწამოწეული. გრძივი კედლების აღმოსავლეთ კიდეში, იატაკიდან 2,6 მეტრის სიმაღლეზე პილასტრები იწყება, რომელებზეც საბჯენი თაღია გამოყვანილი თაღის ქუსლებთან გამოყოფილია ქვის მაღალი იმპოსტები, რომელთა პროფილს თარო და დახრილი სიბრტყე შეადგენს. დარბაზის გრძივი კედლები და კამარა პილასტრების წყვილით და მათზე დაყრდნობილი საბჯენი თაღით ორ თანაბარ ნაწილად იყოფა. პილასტრები დარბაზის დასავლეთ კუთხეშიცაა. მათ შესაბამისი კედლის მიმდებარე საბჯენი თაღი ეყრდნობა კამარა და საბჯენი თაღები შეისრულია. ეკლესიის ფასადებიდან მხოლოდ განივი ფასადებია მორთული. აღმოსავლეთ ფასადზე, ფრონტონის არეში, აგურის წყობის შეღრმავებით გამოყვანილია საფეხუროვან ბაზისზე დაყრდნობილი ჯვარი მსგავსი ჯვარი დასავლეთის ფასადებზეცაა, სარკმლის თავზე, ხოლო სარკმელსა და შესასვლელის არქიტრავს შორის ოდნავ შეღრმავებული, თაღოვანი ნიშაა მოთავსებული. კედლები დასრულებულია აგურის ოთხსაფეხურიანი ლავგარდნით, რომელიც შედგენილია ჩვეულებრივი და ხერხულა წყობით გამოყვანილი რიგების მონაცვლეობით. სახურავი ორქანობიანია. დაბურულია ღარიანი კრამიტით. ეკლესიის სახურავის კეხის დასავლეთ კიდეში დგას რვაწახნაგა, თაღებით გახსნილი აგურის სამრეკლო, რომელიც კვადრატულ ბაზისზეა აღმართული აქვს პირამიდული სახურავი. [[2010]] — [[2011]] წლებში ეკლესია შეკეთდა საერთაშორისო ფონდ „ქართუს“ ფინანსური დახმარებით ინტერიერში მოიხსნა ნალესობა, აღდგა კედლების მონგრეული ნაწილები და ლავგარდანი, ეკლესია გადაიხურა კრამიტით.
 
==ლიტერატურა==