საღამოს ტბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 37:
ტბის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაპირები დაბალია. ფსკერის [[რელიეფი]] ძირითადად ბრტყელია და მარტივი. გეგმაში აქვს განედური მიმართულებით გადაჭიმული [[ტრაპეცია|ტრაპეციის]] ფორმა. ტბის აუზში მდინარეთა ქსელი სუსტადაა განვითარებული. ტბაზე გაედინება მდინარე [[ფარავანი (მდინარე)|ფარავანი]], რომლის საშუალებითაც საღამოს ტბა დაკავშირებულია [[ფარავანი|ფარავნის ტბასთან]]. საზრდოობს [[მიწისქვეშა წყალი|მიწისქვეშა]], [[წვიმა|წვიმისა]] და [[თოვლი|თოვლის წყლით]]. მაქსიმალური დონე [[მაისი|მაისშია]], მინიმალური — [[სექტემბერი|სექტემბერში]]. ივლისში ზედაპირული წყლის [[ტემპერატურა]] 14,4ºC. [[ზამთარი|ზამთარში]] იყინება 4,5 თვით. ტბის საშუალო წლიური დონეების ამპლიტუდა 61 სმ-ს, მაქსიმალური კი 92 სმ-ს შეადგენს. მაქსიმალური ამპლიტუდა უდრის 81 სმ-ს.<ref name="Апхазава" />
 
საღამოს ტბის გენეზისის შესახებ რამდენადმე განსხვავებული აზრი არსებობს. ადრინდელ მკვლევრებს იგი [[ვულკანური კრატერი|კრატერად]] მიაჩნდათ. პროფესორი [[ლევან მარუაშვილი]] მას განიხილავს როგორც ეროზიული ხეობის [[ლავა|ლავებით]] გადაკეტვის შედეგად წარმოშობილს. საყურადღებოა, რომ აკადემიკოსი [[ნიკოლოზ სხირტლაძე]] საღამოს ტბის სამხრეთ-დასავლეთი ნაპირის გასწვრივ ატარებს ტექტონიკური წყვეტის ხაზს. ამჟამად საღამოს ტბა [[ტექტონიკური ტბა|ტექტონიკური წარმოშობის ტბად]] მიიჩნევა.<ref>საქართველოს კლიმატურ და ჰიდროლოგიურ ელემენტთა შესწავლისათვის: კრებული. თბ., 1966. გვ. 112-130</ref>
 
საღამოს ტბაზე წყლის ჰიდროქიმიური რეჟიმის შესწავლა 1937–48 წლებში ფრაგმენტულად მიმდინარეობდა, 1948 წლიდან 80-იან წლებამდე კი მუდმივად. საღამოს ტბის წყალი საშუალო ტუტე რეაქციისაა. საღამოს ტბაში [[აზოტი]]ს შემცველობა აღემატება [[ფოსფორი]]სას, ანუ, მალიმიტირებელია აზოტი, ხოლო პირველად პროდუქციაში ჭარბობს [[ფოსფორი]].<ref>ზოოლოგიის ინსტიტუტის შრომები. თბ., 2016. ტ. 25.</ref>
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/საღამოს_ტბა“-დან