საღამოს ტბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 33:
'''საღამოს ტბა''' — ტბა [[საქართველო]]ში, [[ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი|ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში]].<ref>{{სგსოლ|152}}</ref> მდებარეობს [[ჯავახეთის ზეგანი|ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის]] აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე [[ფარავანი (მდინარე)|ფარავნის]] აუზში, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 1996 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 4,8 კმ², საშუალო სიღრმე 1,6 მ, მაქსიმალური სიღრმე 2,3 მ. წყლის მოცულობა 7,7 მლნ მ³, წყალშემკრები აუზის ფართობი 528 კმ².<ref name="Апхазава">Апхазава И. С. Озера Грузии. Тбилиси: Мецниереба, 1975. 181 с.</ref>
 
უკავია სამკუთხედი ფორმის ქვაბულის დადაბლებული ნაწილი, რომელიც ყველა მხირდან შემოზღუდულია ვულკანური ამაღლებებით. ტბის წყალშემკრები აუზი მდებარეობს [[სამსრის ქედი]]ს აღმოსავლეთ და [[ჯავახეთის ქედი]]ს დასავლეთ ფერდობებზე. [[ანდეზიტი|ანდეზიტებით]] აგებული ტბის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაპირები, აგებული [[ანდეზიტი|ანდეზიტებით]], მაღალი, ციცაბო და ჩამონგრეულია. ჩრდილოეთიდან ტბისკენ დამრეცად ეშვება ვულკანური შემაღლება, რომელიც არ ქმნის მაღალ ნაპირს.<ref name="Апхазава" />

ტბის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაპირები დაბალია. ტბის ფსკერის რელიეფი ძირითადად ბრტყელია და მარტივი. გეგმაში აქვს განედური მიმართულებით გადაჭიმული ტრაპეციის ფორმა. ტბის აუზში მდინარეთა ქსელი სუსტადაა განვითარებული. ტბაზე გაედინება მდინარე [[ფარავანი (მდინარე)|ფარავანი]], რომლის საშუალებითაც საღამოს ტბა დაკავშირებულია ფარავნის ტბასთან. საზრდოობს [[მიწისქვეშა წყალი|მიწისქვეშა]], [[წვიმა|წვიმისა]] და [[თოვლი|თოვლის წყლით]]. მაქსიმალური დონე [[მაისი|მაისშია]], მინიმალური — [[სექტემბერი|სექტემბერში]]. ივლისში ზედაპირული წყლის [[ტემპერატურა]] 14,4ºC. [[ზამთარი|ზამთარში]] იყინება 4,5 თვით. ტბის საშუალო წლიური დონეების ამპლიტუდა 61 სმ-ს, მაქსიმალური კი 92 სმ-ს შეადგენს. საღამოს ტბის გენეზისის შესახებ რამდენადმე განსხვავებული აზრი არსებობს. ადრინდელ მკვლევრებს იგი კრატერად მიაჩნდათ. პროფესორი ლევან მარუაშვილი მას განიხილავს როგორც ეროზიული ხეობის ლავებით გადაკეტვის შედეგად წარმოშობილ ტბად. საყურადღბოა, რომ ნიკოლოზ სხირტლაძე საღამოს ტბის სამხრეთ-დასავლეთი ნაპირის გასწვრივ ატარებს ტექტონიკური წყვეტის ხაზს. ტბასთან გაშენებულია სოფელი [[საღამო (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი)|საღამო]].
 
==იხილეთ აგრეთვე==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/საღამოს_ტბა“-დან