საღამოს ტბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 31:
|ვიკისაწყობი =Category:Saghamo Lake
}}
'''საღამოს ტბა''' — ტბა [[საქართველო]]ში, [[სამცხე-ჯავახეთის მხარე|სამცხე-ჯავახეთში]], [[ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი|ნინოწმინდის მუნიციპალიტეტში]].<ref>{{სგსოლ|152}}</ref> მდებარეობს [[ჯავახეთის ზეგანი|ჯავახეთის ვულკანური მთიანეთის]] აღმოსავლეთ ნაწილში, მდინარე [[ფარავანი (მდინარე)|ფარავნის]] აუზში, [[ზღვის დონე|ზღვის დონიდან]] 1996 მ სიმაღლეზე. სარკის ფართობი 4,8 კმ², უდიდესი სიღრმე 2,3 მ. საშუალო სიღრმე 1,6 მ. წყლის მოცულობა 7,7 მლნ მ³, წყალშემკრები აუზის ფართობი 528 კმ². ტექტონიკური წარმოშობისაა.<ref>{{ქსე|6|199|მეფისაშვილი რ.|არა}}</ref> ტბის წყალშემკრები აუზი მდებარეობს [[სამსრის ქედი]]ს აღმოსავლეთ და [[ჯავახეთის ქედი]]ს დასავლეთ ფერდობებზე. ტბის სამხრეთ და სამხრეთ-დასავლეთ ნაპირები, აგებული [[ანდეზიტი|ანდეზიტებით]], მაღალი, ციცაბო და ჩამონგრეულია. ჩრდილოეთიდან ტბისკენ დამრეცად ეშვება ვულკანური შემაღლება, რომელიც არ ქმნის მაღალ ნაპირს. ტბის აღმოსავლეთ და სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაპირები დაბალია. აქვს ტრაპეციის ფორმა. საზრდოობს [[მიწისქვეშა წყალი|მიწისქვეშა]], [[წვიმა|წვიმისა]] და [[თოვლი|თოვლის წყლით]]. მაქსიმალური დონე [[მაისი|მაისშია]], მინიმალური — [[სექტემბერი|სექტემბერში]]. ტბაზე გაედინება მდინარე [[ფარავანი (მდინარე)|ფარავანი]]. ივლისში ზედაპირული წყლის [[ტემპერატურა]] 14,4ºC. [[ზამთარი|ზამთარში]] იყინება 4,5 თვით. ტბის საშუალო წლიური დონეების ამპლიტუდა 61 სმ-ს, მაქსიმალური კი 92 სმ-ს შეადგენს.<ref>[http://w3.cenn.org/cenn_projects/MC_CCA/Baseline%20Survey%20Reports/Georgia/MC_CENN_Baseline%20Survey%20Report%20of%20Ninotsminda_EU_GEO_121201.pdf ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის საბაზისო კვლევა]</ref> ტბასთან გაშენებულია სოფელი [[საღამო (ნინოწმინდის მუნიციპალიტეტი)|საღამო]].
 
==იხილეთ აგრეთვე==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/საღამოს_ტბა“-დან