არჩილის მონასტერი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 3:
'''არჩილის მონასტერი''', '''ერწოს სიონი''' — სამონასტრო კომპლექსი [[თიანეთის მუნიციპალიტეტი]]ს სოფელ [[ნადოკრა|ნადოკრის]] ჩრდილო-დასავლეთით 2 კმ-ზე, სიონისგორაზე. კომპლექსში შედის მიჯრით მდგარი ორი [[დარბაზული ეკლესია]] და ხუთსართულიანი კოშკი; აგრეთვე მარანი, საცხოვრებელი შენობისა და გალავნის ნაშთები.
 
ნაგებობათაგან უადრესია დასავლეთით მდგარი [[VIII საუკუნე|VIII საუკუნის]] ეკლესია, რომლის შიგნით მდებარე სამარხი მიჩნეულია [[ქართლი]]ს ერისმთავრის [[არჩილი|არჩილ სტეფანოზის ძის]] ([[719]]-[[745]] წწ.) საფლავად. მოგვიანებით, განვითარებულ შუა საუკუნეებში ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხესთან აუგიათ მეორე ეკლესია ისე, რომ მისი სამხრეთი კედელი თავდაპირველი ეკლესიის ჩრდილოეთ კედლის ხაზზე მდებარებსმდებარეობს და სამხრეთ-დასავლეთი კუთხით ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთ კუთხეს ებჯინება. [[XVII საუკუნე|XVII]]-[[XVIII საუკუნე]]ებში თავდაპირველი ეკლესიის წინ აუგიათ კოშკი, რომელიც მთლიანად ფარავს თავდაპირველი ეკლესიის აღმოსავლეთის ფასადს, ხოლო II ეკლესიის, სამხრეთის ფასადის ნახევარზე მეტს. ამავე პერიოდს უნდა მიეკუთვნებოდეს მარანი, საცხოვრებელი ნაგებობა და გალავანი.
 
სამონასტრო კომპლექსს [[2006]] წლის, [[საქართველოს პრეზიდენტი]]ს ბრძანებულების თანახმად მიენიჭა ეროვნული მნიშვნელობის კატეგორია<ref>[https://matsne.gov.ge/index.php?option=com_ldmssearch&view=docView&id=99220 საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება № 665, 2006 წლის 7 ნოემბერი, ქ. თბილისი, კულტურის ზოგიერთი უძრავი ძეგლისათვის ეროვნული მნიშვნელობის კატეგორიის მინიჭების შესახებ]</ref>.