მიქელანჯელო ბუონაროტი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
149.3.97.148-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა პაატა შ-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
No edit summary
ხაზი 1:
[[ფაილი:Miguel Ángel, por Daniele da Volterra (detalle).jpg|thumb|230px|მიქელანჯელო ბუონაროტი]]
'''მიქელანჯელო დი ლოდოვიკო ბუონაროტი სიმონი''' ( დ. [[6 მარტი]], [[1475]], [[კაპრეზე]] — გ. [[18 თებერვალი]], [[1564]]), ცნობილი როგორც '''მიქელანჯელო''' — [[იტალიური რენესანსი]]ს პერიოდის მოქანდაკე, მხატვარი, არქიტექტორი და პოეტი. მიუხედავად იმისა, რომ ხელოვნების გარეთ სხვა დარგებს თითქმის არ შეხებია, ის უზადობა, რომელიც მის შემოქმედებას ახასიათებს ყველა დისციპლინაში, რომელშიც კი ოდესმე შეუქმნია, მას რენესანსის არქეტიპი ადამიანის ტიტულს ანიჭებს, მის მოპაექრე და თანამოქალაქე [[ფლორენცია|ფლორენციელ]] [[და ვინჩი, ლეონარდო|ლეონარდო და ვინჩისთან]] ერთად.
 
== ბიოგრაფია ==
ხაზი 6:
მიქელანჯელო დაიბადა ლუდოვიკო ლეონარდო ბუონაროტის ოჯახში 1475 წლის 6 მარტს ქალაქ [[კაპრეზი|კაპრეზში]] (ახლანდელი პროვინცია არეცო), [[ფლორენცია|ფლორენციის]] მახლობლად. დედამისი იყო ფრანჩესკა დე ნერი დი მინიატო დელ სერა. მას ხუთი შვილი ჰყავდა და გარდაიცვალა, როცა მიქელანჯელო მხოლოდ ექვსი წლისა იყო.
 
მამამისი ადგილობრივი თვითმმართველობის თავი იყო. ის სასტიკი წინააღმდეგი იყო იმისა, რომ საკუთარი შვილი მოქანდაკე ყოფილიყო და მის მომავალთან დაკავშირებით სხვა გეგმები ჰქონდა. ამან განაპირობა მიქელანჯელოს გადაწყვეტილება, 13 წლის ასაკში, გადასულიყო [[გირლანდაიო, დომენიკო|დომენიკო გირლანდაიოს]] სახელოსნოში, მის ასისტენტად. სადაც ის, სამი წლის განმავლობაში, ფრესკის ხელობას ეუფლებოდა და ცნობილი მხატვრების ნამუშევრების ხატვას ცდილობდა, რასაც ისე ახერხებდა, რომ ხშირად ორიგინალისაგან გარჩევა შეუძლებელი იყო. სწორედ გირლანდაიოს რეკომენდაციით სწავლობდა და მუშაობდა მიქელანჯელო, 1490−1492 წლებში, ფლორენციის იმდროინდელ მმრათველ, [[მედიჩი, ლორენცო|ლორენცო მედიჩის]] ვილაში. ამ პერიოდის ნამუშევრებია, „კენტავრების ბრძოლა“ და „მადონა კიბესთან"კიბესთან“. როცა 1492 წელს მეგობარმა პოეტმა ანჯელო პოლიციანომ შეაგულიანა ბარელიეფის პირველი ესკიზი გაეკეთებინა, ოვიდიუსის „მეტამორფოზების“ XII წიგნით შთაგონებულმა მიქელანჯელომ მარმარილოში გამოკვეთა „[[კენტავრების ბრძოლა]]“. ნაწარმოების შექმნიდან სულ ცოტა ხანში მიქელანჯელომ გამოკვეთა „[[მადონა კიბეზე]]“, რომელშიც [[დონატელო]]სა და ტრადიციული წმინდა ხელოვნების სტილისტური ხერხები გამოიყენა.
 
[[მედიჩი, ლორენცო|ლორენცოს]] გარდაცვალების შემდეგ, [[ფლორენცია|ფლორენციის]] ახალმა მმართველმა, [[მედიჩი, პიერო|პიერო მედიჩიმ]] უარი თქვა მიქელანჯელოს ვილაში დარჩენაზე. [[1492]] წელს გადავიდა ახალგაზრდა ხელოვანი [[ბოლონია]]ში. ბოლონიაში მიქელანჯელომ [[სან-დომენიკო მაჯორე]]ს ეკლესიისთვის გამოკვეთა „[[მუხლმოყრილი ანგელოზი]]“, ანტიკური სულის ნამუშევარი.