ეგვიპტის ახალი სამეფო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
აქ ეწერა 1550 აქ უნდა ყოფილიყო 1445
იარლიყები: გაუქმებულია რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
185.70.52.93-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა Praxidicae-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 1:
[[ფაილი:Egypt 14451450 BC.svg|მინიატიურა|ეგვიპტის ახალი სამეფოს ტერიტორია ძვ. წ. XV საუკუნეში]]
'''ახალი ეგვიპტური სამეფო''' — ძველი [[ეგვიპტის ისტორია|ეგვიპტის ისტორიის]] ერთ–ერთი ეტაპი, რომელიც გრძელდებოდა ძვ. წ. [[1570]]-[[1080]] წლებში. იგი მოიცავს ეგვიპტის [[ეგვიპტის მეთვრამეტე დინასტია|XVIII]], [[ეგვიპტის მეცხრამეტე დინასტია|XIX]] და [[ეგვიპტის მეოცე დინასტია|XX]] დინასტიებს.
 
ეგვიპტის ისტორიაში ახალი ერის ფუძემდებლად აღიარებულია ფარაონი [[იაჰმეს I]] (ძვ. წ. [[1570]]–[[1576]] წწ.), [[მენესი]]სა და [[მენტუჰოტეპ I]]-ის მსგავსად. მან [[ჰიქსოსები]] ქვეყნიდან განდევნა, მისდია შარუჰენამდე (სამხრეთ პალესტინა), რომელიც მათ მთავარ ბაზას წარმოადგენდაჰაჰაწარმოადგენდა. ამის შემდეგ მან წესრიგი დაამყარა ქვემო [[ნუბია]]ში, რომელიც ეგვიპტის კონტროლიდან გამოვიდა, ხოლო შემდეგ თანდათან სამხრეთით წაიწია. ნუბიის მმართველად ფარაონმა დანიშნა თავისი უფროსი ვაჟი, ისიც იაჰმესი და მას უბოძა ტიტული „ფარაონის ვაჟი, სამხრეთის ქვეყნების ზედამხედველი“. ამით მან დააარსა ახალი რგოლი ფარაონის ადმინისტრაციულ აპარატში, რომელმაც იარსება ახალი სამეფოს მთელი პერიოდის მანძილზე.
 
დაახლ. ძვ. წ. 1350 წელს ახალი სამეფოს სტაბილურობას საფუძველი შეურყია [[ამენჰოტეპ IV]]-ის ტახტზე ასვლის შემდეგ მის მიერ გატარებულმა რადიკალური და ქაოტური რეფორმების სერიამ. საკუთარი სახელის ახენატენით შეცვლით მან მანამდე ნაკლებად ცნობილი მზის ღმერთი [[ატონი]] უზენაეს ღვთაებად შერაცხა, აკრძალა დანარჩენი ღვთაებების მსახურება და ქურუმებზე გაილაშქრა. დედაქალაქის ახალ ქალაქ ახეტატონში (თანამედროვე [[ამარნა]]) გადატანით მან საგარეო საქმეები მეორეხარისხოვნად მიიჩნია და საკუთარი თავი ახალ რელიგიას და არტისტულ სტილს მიუძღვნა. მისი გარდაცვალების შემდეგ ატენის კულტი სწრაფად დაივიწყეს, ხოლო მისმა შემდგომმა ფარაონებმა [[ტუტანხამონი|ტუტანხამონმა]], [[ეიე]]მ და [[ჰორემჰები|ჰორემჰებმა]] სრულიად წაშალეს მისი მკრეხელობის ხსენება, რომელიც ამჟამად [[ამარნას პერიოდი]]თ არის ცნობილი.