პავლე ციციანოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
სანკტ- →სანქტ-
სანკტ- →სანქტ-
ხაზი 38:
[[1786]] წლის 12 თებერვალს მიიღო პოლკოვნიკის ჩინი და დაინიშნა სანქტ-პეტერბურგის გრენადიორთა პოლკის მეთაურად. მონაწილეობდა [[1787]]-[[1792]] წლების [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1787-1791)|რუსეთ-ოსმალეთის ომში]]. [[1788]] წლის 2 ივლისს თავის პოლკთან ერთად შეუერთდა რუსეთის დანარჩენ არმიას [[ხოტინის ციხე|ხოტინის ციხის]] ასაღებად. [[1789]] წლის 7 სექტემბერს ციციანოვმა მონაწილეობა მიიღო, სალჩის მდინარესთან ბრძოლებში. იმავე წელს იღებს მონაწილეობას ბენდერის აღებაში, რომლის შემდეგადაც [[გიორგი პოტიომკინი]]ს ბრძანებით მისი რაზმი შეუერთეს ახლად ფორმირებულ სამხედრო ნაწილებს.
 
[[1790]] წლის 5 თებერვლიდან ინიშნება ბრიგადირად. ფსკოვში ჩასულმა ჩამოაყალიბა ახალი „სანკტ„სანქტ-პეტერბურგის გრენადიორთა პოლკი“. [[1793]] წლის 2 სექტემბერს მიენიჭა [[გენერალ-მაიორი]]ს ჩინი.
 
[[1794]] წლის აპრილში მონაწილეობდა [[ვარშავა]]ში ვილნოს აჯანყების ჩახშობაში, სადაც გამოჩენილი მამაცობისათვის დაჯილდოვებული იყო [[წმინდა ვლადიმერის მე-3 ხარისხის ორდენი]]თ. 8 ივლისს გენერალ-მაიორ [[ბოგდან კნორინგი|ბოგდან კნორინგთან]] ერთად მონაწილეობდა ქალაქ [[რეტრანშემენტი]]ს აღებისას, ხოლო 31 ივლისის საერთო შეტევაში. აგვისტოს თვეში რეპნინის ბრაძნებით ციციანოვს დაევალა პოლონელი პოლკოვნიკის [[სტეფანე გრაბოვსკი]]ზე დადევნება და შეპყრობა, რომელსაც წარმატებით გაართვა თავი. 20 აგვისტოს [[ლიუბანიუსი|ლიუბანიუსთან]] შეტაკებების დროს დაამარცხა პოლონელთა რაზმი. [[1794]] წლის 15 სექტემბერს დააჯილდოვეს [[წმინდა გიორგის მე-3 ხარისხის ორდენი]]თ. [[ეკატერინე II]]-მ დააჯილდოვა ოქროს ხმლით „სიმამაცისათვის“. კოსტიუშკოს აჯანყების ჩახშობის დროს ციციანოვმა თავი წარმოააჩინა როგორც გამოცდილმა მეომარმა და მეთაურმა.