ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
უწყაროო, ერთი თვეა უკვე
ხაზი 27:
 
2013 წელს თეატრის ამჟამინდელი სამხატვრო ხელმძღვანელის დიმიტრი ხვთისიაშვილის ინიციატივითა და საქართველოს პრეზიდენტის შესაბამისი ბრძანებულებით, თეატრს კვლავ დაუბრუნდა ძველი სახელი და ეწოდება ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა თეატრი.
სწორედ 2013 წლიდან იწყება მოზარდ მაყურებელთა თეატრის ახალი სიცოცხლე. ახალი სამხატვრო ხელმძღვანელის ინიციატივით მოწვეული იყვნენ რეჟისორები: მედეა კუჭუხიძე, ლევან წულაძე, გიორგი ქანთარია, დათა თავაძე, გიორგი თავაძე, ნიკოლოზ საბაშვილი, გიორგი შალუტაშვილი, ავთანდილ დიასამიძე, ლევან ქობლიანიძე და სხვები.
დაიდგა სპექტაკლები, რომლებიც აღაირებული იყო სხვადასხვა პროფესიონალური წრეების მიერ. სპექტაკლს "1945" (რეჟისორი ნიკა საბაშვილი) მიენიჭა თეატრალური პრემია "დურუჯი", შალვა დადიანის სახელობის პრემიით დაჯილდოვდა სპექტაკლი „რწყილი და ჭიანჭველა“ (დიმიტრი ხვთისიაშვილი, გიორგი მარღანია, მარიამ ხუხუნაიშვილი, ნიკოლოზ ფაიქრიძე, ნიკა ნანიტაშვილი) ნიკა ნანიტაშვილმა ამავე სპექტაკლში ხორვატიის საერთაშორისო ფესტივალზე მიიღო პრიზი საუკეთესო მამაკაცი მსახიობისათვის.
2013 წლიდან დღემდე თეატრი მონაწილეობდა ტოკიოს, ედუნბურგის, ბუტრინტის (ალბანეთი), ბელგრადის, სანქტ-პეტერბურგის, შეჩინის (პოლონეთი), სკოპიას, გიულას (უნგრეთი), იზმირის, ანკარის, კიევის, ვინიცის, პოლტავის, ერევნის, ბაქოს, ჩელიაბინსკის, ბრესტის, გომელის, ვანაძორის, თელ-ავივის ფესტივალებში, საგასტროლოდ იმყოფებოდა ლაიფციგში, მინსკში, მოსკოვში, ნიჟნი ნოვგოროდში, იურევ პოლშიში და სხვ.
თეატრის წინ გაიხსნა რეზო თავართქილაძის, ბერტა ხაფავას, ლადო მექვაბიშვილის, ოთარ ბაღათურიას, ლეილა ძიგრაშვილის, ნათელა მაჭავარიანის, პავლე ნოზაძის ვარსკვლავები.
სამხატვრო ხელმძღვანელის დიმიტრი ხვთისიაშვილის დადგმებიდან განსაკუთრებით მნიშვნელოვანია: უილიამ შექსპირის "აურზაური არაფრის გამო", არტურ მილერის "სეილემის პროცესი", ნოდარ დუმბაძის "მე ვხედავ მზეს", აკაკი წერეთლის "ბაში-აჩუკი", თამაზ ბაძაღუას "ღამე და თუთიყუში", [[რევაზ მიშველაძე|რევაზ მიშველაძის]] „არ დამივიწყო“, მისივე პიესები "ხუთკუნჭულა", "სარა ბარა ბზია ბზბოიტ", "რწყილი და ჭიანჭველა" და სხვ.
სხვადასხვა წლებში თეატრალური ჯილდოები მიიღეს მსახიობებმა: თამარ მამულაშვილმა, დავით ხახიძემ, [[ზურაბ ავსაჯანიშვილი |ზურაბ ავსაჯანიშვილმა]], ირაკლი გოგოლაძემ, ნათია კუპატაძემ, სერგო შვედკოვმა, ნათელა პაატაშვილმა, მაია ხორნაულმა, ნიკა ნანიტაშვილმა, ნიკოლოზ ფაიქრიძემ, ვახტანგ ჩაჩანიძემ, სერგო შვედკოვმა, იოსებ მოლოდინაშვილმა და სხვებმა.
განხორციელდა კოპროდუქციული სპექტაკლები ლაიფციგის მოზარდ მაყურებელთა თეატრთან, მინსკის მოზარდ მაყურებელთა თეატრთან, [[მარჯანიშვილის სახელობის თეატრი|კოტე მარჯანიშვილის სახელობის თეატრთან]], [[ზუგდიდის დრამატული თეატრი|შალვა დადიანის სახელობის ზუგდიდის თეატრთან]].
თეატრის ახალგაზრდულ დასში მნიშვნელოვან წარმატებებს მიაღწიეს აგრეთვე მსახიობებმა [[თეკლა ჯავახაძე]]მ, გიორგი ჯიქურიძემ, შალვა ანთელავამ, ვამეხ ჯანგიძემ, ვახტანგ ნოზაძემ, მარიამ ჩუხრუკიძემ, თამარ ჭანუყვაძემ, რატი ნავაძემ, ანა ზამბახიძემ, ნინო არჩაიამ, ეკა შარიქაძემ, გიორგი კაჭახიძემ, ვანო დუგლაძემ, ხატია მელქაძემ და სხვებმა.
თეატრის რეპერტუარის სხვადასხვა წარმოდგენაში მონაწილეობა მიიღეს სხვა თეატრების წამყვანმა მსახიობებმა გივი ბერიკაშვილმა, კახი კავსაძემ, ია შუღლიაშვილმა, ზურაბ ცინცქილაძემ, ქეთი ცხაკაიამ, ზურა ბერიკაშვილმა და სხვებმა
 
==დირექტორები==