ნინოწმინდა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
KonstantinStalinsky-ის რედაქტირებები გაუქმდა; აღდგა MIKHEIL-ის მიერ რედაქტირებული ვერსია
იარლიყი: სწრაფი გაუქმება
ხაზი 71:
==კულტურა და სპორტი==
ქალაქში არის სამრეწველო საწარმოები, ჯანდაცვის, განათლებისა და კულტურის დაწესებულებები: ნინოწმინდის მოსწავლე-ახალგაზრდობის სასახლე, ნინოწმინდის სახალხო თეატრი, კინოკლუბი, საბრძოლო დიდების მუზეუმი და ხალხური ცეკვის ანსამბლი "ფარვანა".
 
2001 წლიდან მუნიციპალიტეტში მაუწყებლობს ადგილობრივი (რეგიონული) ტელევიზია "[http://parvana.ge ფარვანა]" (მაუწყებლობის ავტორიზაცია BR-1163, 27.05.2014)<ref>[[კომუნიკაციების კომისია]]</ref>, რომელიც სომხურ ენაზე მაუწყებლობს.
 
2012 წლიდან [[BBC News|BBC]]<ref>BBC World Service Trust</ref>-ს მხარდაჭერით ადგილობრივ მოვლენებს აშუქებს მუნიციპალური ინტერნეტ-პორტალი [https://nor.ge NOR.ge] (ააიპ "რადიო-ტვ ნორ", ს/კ: 236689883), ხოლო 2015 წლის იანვრიდან ორგანიზაცია (ლიცენზია B171, 08/01/2015)[https://www.comcom.ge] მაუწყებლობს სამ ენაზე (ქართული, რუსული, სომხური) რადიო-სიხშირეზე 100,1 FM. რადიო-მაუწყებლობის პროექტი, სამაუწყებლო ინფრასტრუქტურა და ტექნოლოგიები შექმნილია საქართველოში, მათ შორის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის რადიოფიზიკის ლაბორატორიების ბაზაზე<ref>ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი</ref>. სათემო მაუწყებელი "რადიო NOR-ი" თანამშრომლობს ფონდ "ღია საზოგადოება - საქართველოსთან", "რადიო თავისუფლების" თბილისის ბიუროსთან.
 
ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ფუნქციონირებს ორი ადგილობრივი ინტერნეტ-პროვაიდერი, რომლებიც სერვისებს აწვდიან აბონენტებს ოპტიკური ქსელის და უკაბელო ინტერნეტის მეშვეობით. 2016 წლის ზაფხულში ქ. ნინოწმინდის ტერიტორიაზე აშენდა ქალაქის ცენტრალური ანძა (კოდი 7J43+W4 Ninotsminda). მისი მეშვეობით გახდა შესაძლებელი რადიო და სატელევიზიო სიგნალის, უკაბელო (WiFi) ინტერნეტის და სხვა სერვისების მიწოდება ქალაქის და ახლომდებარე სოფლების (თორია, უჯმანა, სათხე, ყაურმა, დიდი და პატარა ხანჩალი, ეშტია, ნორაშენი) ტერიტორიებზე.
 
ნინოწმინდაში ფუნქციონირებს სპორტული სკოლა. 2009 წელს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის სპორტული სკოლის საფეხბურთო ნაკრებმა, რეგიონის მასშტაბით გამართულ საფეხბურთო ტურნირში პირველი ადგილი დაიკავა. 2010 წელს ქ. თბილისში თავისუფალ ჭიდაობაში ცანავას სახელობის საერთაშორისო შეჯიბრში ნინოწმინდელმა მოჭიდავეებმა ერთი ოქროს და სამი ბრინჯაოს მედალი მოიპოვეს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ნინოწმინდა“-დან