შარლოტა ფონ ჰესენ-კასელი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{Subst:მუშავდება}}{{ინფოდაფა მმართველი|სახელი=შარლოტა ფონ ჰესენ-...
 
No edit summary
ხაზი 5:
 
== ბიოგრაფია ==
შარლოტა დაიბადა 1627 წლის 20 ნოემბერს კასელში. იგი იყო ჰესენ-კასელის ლანდგრაფ ვილჰელმ V-ისა და მისი ცოლის, ლანდგრაფინია ამალია ელიზაბეთ ჰანაუ-მიუნცენბერგელის ქალიშვილი. მისი თანამედროვე მემატიანეები მას ერთობ ლამაზ და ინტელექტუალ ქალად ახასიათებენ.
[[ფაილი:Charlotte de Hesse-Cassel, Electrice de Baviere.jpg|მარცხნივ|მინი|280x280პქ|შარლოტა 1750 წელს]]
1650 წლის 22 თებერვალს იგი ცოლად შერთეს პფალცის კურფიურსტ [[კარლ I ლუდვიგი|კარლ I ლუდვიგს]], ბოჰემიის მეფე [[ფრიდრიხ V (პფალცის კურფიურსტი)|ფრიდრიხ V]]-ის ძესა და ინგლისის მეფე [[ჩარლზ II]]-ის მამიდაშვილს, რომელმაც ტახტი ქორწილამდე სულ რამდენიმე თვით ადრე დადებული [[ვესტფალიის ზავი|ვესტფალიის ზავის]] წყალობით დაიბრუნა. როგორც ცნობილია, შარლოტას ქმარი თავიდანვე არ მოეწონა, რაც მთელი დარჩენილი ქორწინების მანძილზე გაგრძელდა. აღსანიშნავია, რომ შარლოტას დედამ, ლანდგრაფინია ამალიამ კარლ ლუდვიგი ჯვრისწერამდე ცოტა ხნით ადრე გააფრთხილა, რომ იგი ცოტა „ტემპერამენტიანი და ჯიუტი“ იყო. საბოლოო ჯამში, არც კარლს მოსწონდა შარლოტა და არც შარლოტას კარლი, რის გამოც მათი ქორწინება უღბლო აღმოჩნდა, თუმცაღა მათ მაინც მოახერხეს სამი ბავშვის გაჩენა, აქედან ერთ-ერთი კი ჯანმრთელი ვაჟი და მემკვიდრე იყო.
 
კარლ ლუდვიგი ვერ შეეგუა შარლოტას სიჯიუტეს, ამიტომაც საყვარლები გაიჩინა. მალევე მან გადაწყვიტა ერთ-ერთ საყვარელზე მორგანატიკულად ექორწინა, თუმცა არც შარლოტასთან გაშორება უნდოდა. იგი იმედოვნებდა, რომ შარლოტა თავისი დიდი ბებიის, ლანდგრაფინია კრისტინა საქსონიელის მსგავსად შეეგუებოდა და მიიღებდა ქმრის ქორწინებას სხვა ქალზე და ამავდროულად თავადაც იქნებოდა მასთან ქორწინებაში, თუმცა ამაოდ. 1657 წლის 14 აპრილს შარლოტა გაეყარა კარლ ლუდვიგს და დატოვა რის შემდეგაც იგი მარია ლუიზა ფონ დეგენფელდზე დაქორწინდა.
 
განქორწინების მიუხედავად, შარლოტა არ დაბრუნებულა კასელში და ჰაიდელბერგის სამეფო კარზე დარჩა, თუმცა მან თავისი ქალიშვილი, პრინცესა [[ელიზაბეთ შარლოტა კურპფალცელი|ელიზაბეთ შარლოტა]] 1659 წელს თავის მულთან, [[სოფია პფალცელი|სოფიასთან]] გაუშვა აღსაზრდელად ჰანოვერის სამეფო კარზე, რათა „მამის უზნეო ცხოვრებას“ გარიდებოდა. აღსანიშნავია, რომ კარლ ლუდვიგის დები ღიად გამოდიოდნენ შარლოტას მხარეს და ძმას მასთან შერიგებისკენ მოუწოდებდნენ, განსაკუთრებით პრინცესა ელიზაბეთი, რომელიც ერთობ რელიგიური ქალი იყო.
 
1663 წლის ივნისში შარლოტა თავის ქალიშვილს ეწვია ჰანოვერში. ამის შემდეგ იგი თავის ქალიშვილს კიდევ მხოლოდ ორჯერღა შეხვდა, 1681 და 1683 წლებში. რაც შეეხება მარია ლუიზა ფონ დეგენფელდს, იგი 1677 წელს მეთოთხმეტე ორსულობისას გამოწვეული გართულებებით დაიღუპა. კარლ ლუდვიგმა ამის შემდეგ არაერთხელ სცადა შარლოტას შემორიგება, განსაკუთრებით იმის გათვალისწინებით, რომ მათ ერთადერთ ვაჟს, კარლ II-ს ცოლის, [[ვილჰელმინა ერნესტინა დანიელი|ვილჰელმინა ერნესტინა დანიელისაგან]] შვილები არ უჩნდებოდა და სურდა, რომ მეორე ვაჟიც გაეჩინა, თუმცა ამაოდ.
 
კარლ ლუდვიგი 1680 წელს გარდაიცვალა და ახალი კურფიურსტი შარლოტას ვაჟი ხდება, რომელმაც დედას ქვრივი კურფიურსტის წოდება მიანიჭა და მამის მიერ ჩამორთმეული ყველა პრივილეგია აღუდგინა.
 
შარლოტასთვის განსაკუთრებულად რთული გადასატანი აღმოჩნდა 1685 წელს მისი ძის, კარლ II-ის გარდაცვალება. ამის გამო მან დატოვა ჰაიდელბერგის სასახლე და იმავე ქალაქში მდებარე ნოიბურგის სააბატოში გადავიდა. ამ ამბიდან სულ რამდენიმე თვეში, 1686 წლის 26 მარტს შარლოტა ფონ ჰესენ-კასელი გარდაიცვალა, 58 წლის ასაკში.
 
== შვილები ==