იალუძიანგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''იალუძიანგი''', ''იალუ'', ''ამნოკანი'' — სასაზღვრო მდინარე ჩინეთს...
 
No edit summary
ხაზი 1:
'''იალუძიანგი''', ''იალუ'', ''ამნოკანი'' — სასაზღვრო მდინარე ჩინეთსა და ჩრდილოეთ კორეას შორის. სიგრძე 813 კმ, აუზის ფართობი 63 ათ. კმ². სათავეს იღებს ვულკან პექტუსანის ფერდობებზე, ღრმა ხეობით კვეთს ჩანბაიშანის ზეგნის სამხრეთ ნაწილსა და მანჯურია-კორეის მთების დასავლეთ განშტოებებს; ჩაედინება ყვითელი ზღვის დასავლეთ კორეის ყურეში, წარმოქმნის ესტუარებს. ძირითადად იკვებება წვიმის წყლით, წყალმოვარდნა იცის ზაფხულში. ზამთარში იყინება. ქვემო დინებაზე წყლის საშუალო ხარჯია დაახლოებით 900 მ³/წმ. მდინარეზე აგებულია უნბონისა და სუფუნის წყალსაცავები და ჰესები (ჩრდილოეთი კორეა). იალუძიანგზე მდებარეობს ქალაქები: ჰესანი (მდინარე აქედან სანაოსნოა), სინიიჯუ (ჩრდილოეთი კორეა), ლინძიანგი, ანდუნი (ჩინეთი). ანდუნამდე ადიან საზღვაო ხომალდები.
 
1904 წელს, რუსეთ-იაპონიის ომის დროს, მდინარის ნაპირებთან გაიმართა სამხედრო დაპირისპირება რუსეთისა და იაპონიის არმიებს შორის.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/იალუძიანგი“-დან