გუდისის ქედი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''გუდისის ქედი''' — [[ქედი]] [[კავკასიონი]]ს სამხრეთ კალთაზე, მდინარეების [[დიდი ლიახვი|დიდი ლიახვსა]] და [[პატარა ლიახვი]]ს წყალგამყოფი. გამოეყოფა [[გერმუხი|გერმუხის ქედს]] [[მანგაავცაგი|მანგაავცაგის]] მწვერვალთან. სიგრძე 32 კმ, უმაღლესი მწვერვალი [[გუდისი (მთა)|გუდისი]] (2863 მ). გუდისის ქედი რკალის ფორმისაა, მიმართულია სამხრეთისაკენ. აგებულია ზედაიურული ფიქლებით, კირქვებითა და ქვიშაქვებით, ქვედაცარცული კირქვებითა და მერგელებით, სარმატული ქვიშაქვებით, თიხებითა და კონგლომერატებით. მაღალ ადგილებში ტროგებისა და მორენების სახით შემორჩენილია ძველი გამყინვარების კვალი. თხემი და ჩრდილოეთი კალთა შემოსილია სუბალპური და ალპური მდელოებით, დანარჩენ კალთაზე მუხის, რცხილის, წიფლისა და სოჭის ტყეებია.
 
==ლიტერატურა==