გრიგოლ ხუნჯუა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
გრიგოლ ხუნჯუამ დაამთავრა თბილისის მუშფაკი გეოდეზია-ტოპოგრაფიის სპეციალობით 1920 წელს.
 
1924 წელს მუშაობა დაიწყო [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს ზოგადგეოგრაფიის და ანთროპოლოგიის კათედრაზე კარტოგრაფის თანამდებობაზე; 1924–28 წლებში მუშაობდა კარტოგრაფიის ინსტიტუტში; 1930 წლიდან ჩაება სახალხო მეურნეობის დარგების განვითარების ღონისძიებებში. ასრულებდა ხიდების და რკინიგზების გეოდეზიური უზრუნველყოფის სამუშაოებს. მისი ხელმძღვანელობით ხიდები აშენდა მდინარე [[მტკვარი|მტკვარზე]] (კვათისხევთან), მდინარე [[ალაზანი|ალაზანზე]] (ველისციხესთან). 1939 წლიდან მუშაობა დაიწყო თბილისის სატრანსპორტო ინსტიტუტში დოცენტის თანამდებობაზე. იმავე ინსტიტუტში ომის პერიოდში არჩეულ იქნა ხიდებისა და გვირაბების მშენებლობის ფაკულტეტის დეკანის თანამდებობაზე, შემდეგ კი გეოდეზიისა და მარკშაიდერის კათედრის გამგედ; 1960 წლიდან სამუშაოდ გადმოვიდა [[თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი]]ს გეოგრაფია-გეოლოგიის ფაკულტეტის კარტოგრაფია-გეოდეზიის კაბინეტში დოცენტის თანამდებობაზე; 1973 წლიდან — ახლადგახსნილ კარტოგრაფია-გეოდეზიის კათედრის დოცენტად, სადაც კითხულობდა ლექციებს [[ტოპოგრაფია]]-[[გეოდეზია|გეოდეზიის]] საფუძვლებში და უმაღლეს გეოდეზიაში. გამოქვეყნებული აქვს 100-მდე სამეცნიერო და სასწავლო-მეთოდური ნაშრომი, მათ შორის, სახელმძღვანელოები.
 
საკანდიდატო დისერტაციის თემა - "მრუდზე ასაშენებელი ხიდების დაკვალვისა და დაგეგმარების საკითხისათვის", დაიცვა 1939 წელს.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გრიგოლ_ხუნჯუა“-დან