ვლადიმერ რომანოვი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
სანკტ- →სანქტ-
 
ხაზი 6:
ბრძანება ვ. რომანოვის დაპატიმრების თაობაზე გაიცა 1825 წლის 30 დეკემბერს, დაატუსაღეს ხერსონის გუბერნიის ალექსანდრიის მაზრის სოფელ ბერიოზოვკაში და 1826 წლის 28 იანვარს ჩაიყვანეს [[სანქტ-პეტერბურგი]]ს მთავარ ჰაუპტვახტში, მეორე დღესვე გადაიყვანეს პეტროპავლოვსკის ციხე-სიმაგრეში. იმპერატორის 1826 წლის 15 ივნისის განკარგულებით, პატიმარი ამ სიმაგრეში უნდა გაეჩერებინათ კიდევ 3 თვეს, შემდგომ კი გაეგზავნათ შავი ზღვის ფლოტში სამსახურის გასაგრძელებლად და ყოველთვიურად მოეხსენებინათ მისი ქცევის შესახებ.
 
ვლადიმერ რომანოვი შავი ზღვის ფლოტში სამსახურის გასაგრძელებლად ლეიტენანტის ჩინით გაგზავნეს 1826 წლის 15 სექტემბერს. 1827 წელს იგი შლიუპ „დიანა“-ზე კრეისირებდა [[აფხაზეთი]]ს ნაპირებთან, რა დროსაც აღწერა [[სოხუმი]]სა და [[ყულევი]]ს ყურეები. მისი სოხუმში ყოფნის დროს მან შეადგინა თავისი 1952 სიტყვიანი [[რუსულ-აფხაზური ლექსიკონი (ვ. რომანოვი)|რუსულ-აფხაზური ლექსიკონი]]. შექმნილი ხელნაწერი წარუდგინა ხელმღვანელობას, რომელთაც ნაშრომი თავის მხრივ სანკტსანქტ-პეტერბურგში გაგზავნეს. შავი ზღვის ფლოტის შემადგენლობაში მონაწილეობდა 1828-1829 წლების რუსეთ-ოსმალეთის ომში, მიიღო ჭრილობაც. მამაცობის გამო დააჯილდოვეს ოქროს იარაღით და 1828 წლის 18 აგვისტოს კვლავ მიანიჭეს კაპიტან-ლეიტენანტის ჩინი. ჭრილობის გამიზეზების გამო [[1834]] წელს გაუშვეს უვადო შვებულებაში და ცხოვრობდა ხერსონის გუბერნიის ლებედინსკის მაზრაში. 1842 წელს თადარიგში გავიდა მეორე რანგის კაპიტნის ჩინით.
 
რომანოვი სამხედრო სამსახურს კვლავ დაუბრუნდა [[1854]] წლის 14 აპრილს. მონაწილეობდა ყირიმის ომში ჯერ ფინეთის ნაპირებთან, მერე სევასტოპოლში, სადაც ერთ-ერთ ბრძოლაში მიიღო კონტუზია.