პოლიტიკური პარტია: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
(→‎ლიტერატურა: მცირედი შესწორება using AWB)
[[ფაილი:ElezioneBrunate.jpg|მინი|[[ევროპის პარლამენტი]]ს არჩევნების პოსტერი [[იტალია]]ში]]
'''პოლიტიკური პარტია''' - ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია [[სახელმწიფო]]ში პოლიტიკური ძალაუფლების მოსაპოვებლად, ჩვეულებრივ [[არჩევნები]]ს გზით. ხშირად, პარტია წარმოადგენდეს რაიმე [[იდეოლოგია]]ს, მაგრამ ის ასევე შეიძლება იყოს სხვადასხვა ინტერესების მქონე ძალების კოალიცია.
 
პოლიტიკური პარტია არის საერთო მსოფლმხედველობრივ და ორგანიზაციულ საფუძველზე შექმნილი [[მოქალაქეობა|მოქალაქეთა]] ნებაყოფლობითი დამოუკიდებელი და რეგისტრირებული გაერთიანება, რომელიც, როგორც წესი, მიზნად ისახავს ხელისუფლებაში მოსვლას და საკუთარი სამოქმედო პროგრამის განხორციელებას. პარტია, როგორც თავისუფალი, [[დემოკრატია|დემოკრატიული]] საზოგადოების აუცილებელი კონსტიტუციური სამართლებრივი ნაწილი, არჩევნების მეშვეობით და კანონმდებლობით ნებადართული სხვა საშუალებებით მონაწილეობს მოქალაქეთა პოლიტიკური ნების ფორმირებასა და გამოხატვაში.