ფარნავაზ I: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 32:
 
==ისტორია==
იყო მცხეთის მამასახლისის, [[სამარა (მცხეთის მამასახლისი)|სამარას]] ძმისწული (მამის სახელი ცნობილი არ არის). ფარნავაზი სამი წლისა იქნებოდა, როცა [[პონტო]]დან („საბერძნეთიდან“) ძლიერი ლაშქრით მოვიდა [[აზო]] (ლევან და გუბაზ სანიკიძეების ვარაუდით, პონტოელი ქართველი. მიიჩნევა [[ალექსანდრე მაკედონელი]]ს სარდლად), რომელმაც მოჰკლა სამარაც და მისი ძმაც (ფარნავაზის მამა) და თვითონ დაიდგა სამეფო ტახტი [[მცხეთა]]ში. ყრმა ფარნავაზი დედამ მთაში გახიზნა და იქ გაზარდა. ვაჟკაცობაში ფეხშედგმული ფარნავაზი, დედასთან ერთად, მცხეთაში დაბრუნდა და შეუდგა საიდუმლო სამზადისს აზონის ძალაუფლების დასამხობად. მან კავშირი შეკრა დასავლეთ საქართველოს, ეგრისის მთავარ ქუჯისთან და შეერთებული ძალებით, დაამხეს აზონის ბატონობა. თვითონ აზონი ბრძოლაში დაიღუპა. მცხეთაში მეფედ დაჯდა ფარნავაზი. აქედან იწყება [[ფარნავაზიანთა დინასტია|ფარნავაზიანთა დინასტიის]] ისტორია.
[[ფაილი:Iberia-ka.svg|მინიატიურა|[[იბერია|ქართლის სამეფო]] ფარნავაზის დროს]]
გამეფებისთანავე ფარნავაზი შეუდგა დიდ რეფორმატორულ და აღმშენებლობით საქმიანობას. გააერთიანა სრულიად საქართველო და დაჰყო იგი საერისთავოებად, სათავეში – ერისთავებით. სულ იყო რვა საერისთავო:
 
* არგვეთი (ერთი გაგზავნა მარგჳს ერისთავად და მისცა მცირით მთითგან, რომელ არს ლიხი, ვიდრე ზღუადმდე რიონს ზემოჲთ. და ამანვე ფარნავაზ აღაშენნა ორნი ციხენი: შორაპანი და დიმნაჲ.),
Line 54 ⟶ 56:
ხელახლა ააშენა, ახალი კედელ-გალავნებით და ციხე-კოშკებით გაამაგრა, განამტკიცა მცხეთა, იქვე აღმართა სალოცავი კერპი არმაზი. აღადგინა და ააშენა ყველა სხვა ციხე-სიმაგრე, რომელიც მანამდე დაენგრია მტრის შემოსევას, თუ სტიქიურ უბედურებას. დასავლეთ საქართველოში ააშენა ახალი ციხე-სიმაგრენი – შორაპანი და დიმნა (დიმი). მისმა თანამებრძოლმა, ეგრისის ერისთავმა ქუჯიმ აღაშენა ქალაქი [[ციხე-გოჯი]]. ფარნავაზის სახელთან დაკავშირებულია უდიდესი კულტურულ-საგანმანათლებლო რეფორმა – ქართული დამწერლობისა და მწიგნობრობის დაფუძნება („ამან შექმნა მწიგნობრობა ქართული“). გამეფდა 27 წლისა, იმეფა და იღვაწა 65 წელიწადი, აღესრულა 92 წლისა. დაკრძალეს არმაზს.<ref>{{წიგნი | ბმული = http://dspace.nplg.gov.ge/handle/1234/80488 | ავტორი1 = [[ლევან სანიკიძე|სანიკიძე, ლევან]] | ავტორი2 = [[გუბაზ სანიკიძე|სანიკიძე, გუბაზ]] | სათაური = უბის ისტორია : ნაწილი I | გვ = 3, 4 | გამომცემლობა = „სამშობლო“ | ადგილი = თბილისი | წელი = 1992 }}</ref> ცოლად ყავდა [[დურძუკები|დურძუკი]]ს ქალი რომლისაგანაც ეყოლა ძე, მისი ტახტის მემკვიდრე — [[საურმაგ I]].
[[File:Pharnavaz statue kz1.jpg|thumb|300px|მარჯვნივ|ფარნავაზ მეფის თანამედროვე ქანდაკება თბილისში, ქეთევან წამებულის გამზირზე, [[საქართველო]].]]
 
== შენიშვნები ==
{{შენიშვნების სია}}
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ფარნავაზ_I“-დან