ბუღდაშენის ტბა: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 36:
წყლის დონის მერყეობა/ცვალებადობა შეადგენს 80 სმ-ს. [[ზამთარი|ზამთარში]] ტბა იყინება, რაც ხუთ თვეს გრძელდება. ტბის მნიშვნელოვანი ნაწილი დაფარულია [[წყლის მცენარეულობა|წყლის მცენარეულობით]]. სამხრეთ ნაწილში გაბატონებულია [[ჭარბტენიანი ტერიტორიები]]. ფსკერი დაფარულია ჰიდროფილური მცენარეებითა და მათი ინტენსიური ზრდის და კვდომის შედეგად ჩამოყალიბებული ორგანული მასალით. ბუღდაშენის ტბა [[ჭაობი]]საკენ გარდამავალ სტადიაში იმყოფება.<ref name="matsne" />
 
ბუღდაშენის ტბაში გვხვდება თევზი, მათ შორის აღმოსავლური ფრიტა და კარჩხანა. ტბის სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში პატარა კლდოვანი [[კუნძული]] მდებარეობს, რომელიც მნიშვნელოვან ადგილს წარმოადგენს [[ფრინველები]]ს გამრავლებისა და ბუდობის თვალსაზრისით, მათ შორის გადაშენების პირას მყოფი [[ველის პრანწია]]სთვის (Vanellus gregarius) და ეროვნულ დონეზე მოწყვლადი [[ვარდისფერი ვარხვი]]სთვის (Pelecanus onocrotalus). ტერიტორია ასევე მნიშვნელოვანია ქვეყნის მასშტაბით მოწყვლადი [[წითელი იხვი]]სთვის (Tadorna ferruginea), რომელიც ამ ტერიტორიაზე მრავლდება.<ref>[http://sknews.ge/ka/old/29653 მადათაფას და ბუღდაშენის ტბები საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში შევიდშევიდა]</ref>
 
დასავლეთ და აღმოსავლეთ ნაპირები დაბალია, რაც განაპირობებს [[ჭაობი|ჭაობების]] წარმოქმნას. ბუღდაშენის ტბაზე გავრცელებულია ენდემურ მცენარეთა 19-მდე სახეობა. ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებში შემავალ ტბებს შორის ბუღდაშენის ტბა ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და მიმზიდველ ტბად ითვლება ფრინველთა მდიდარი ფაუნის და გადამფრენ ფრინველებზე დაკვირვების შესაძლებლობების მხრივ, განსაკუთრებით [[გაზაფხული|გაზაფხულსა]] და [[შემოდგომა]]ზე ფრინველთა მიგრაციის დროს.<ref name="matsne" />
 
ბუღდაშენის ტბა შედის [[ბუღდაშენის ტბის აღკვეთილი]]ს ფარგლებშინაწილია. ტბის მოსაზღვრე ჩილდირის მთის სამხრეთ ფერდობები ინტენსიურად გამოიყენება საძოვრებად. 2020 წლის 8 ივლისს [[საქართველო]]ს წარდგინებით, ჭარბტენიანი ტერიტორიების შესახებ [[რამსარის კონვენცია|რამსარის კონვენციის]] სამდივნომ ბუღდაშენის ტბა საერთაშორისო მნიშვნელობის ჭარბტენიანი ტერიტორიების სიაში შეიტანა.<ref>{{Cite web|title=Bugdasheni Lake|website=[[Ramsar Convention|Ramsar]] Sites Information Service|url=https://rsis.ramsar.org/ris/2434|accessdate=5 ოქტომბერი 2020}}</ref>
 
==სქოლიო==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ბუღდაშენის_ტბა“-დან