ვეზირი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
იარლიყები: გაუქმებულია რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
იარლიყები: გაუქმებულია რედაქტირება მობილურით საიტის რედაქტირება მობილურით
ხაზი 8:
გაერთიანებულ ფეოდალურ საქართველოში ვეზირი ხელმძღვანელობდა ცენტრალური სახელმწიფოს მმართველობის ერთ-ერთ უწყებას (სამხედრო, საპოლიციო, საფინანსო-სამეურნეო და სხვა).
 
სულ ექვსი ვეზირი იყო: [[მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი]], [[ათაბაგი]], [[ამირსპასალარი]], [[მანდატურთუხუცესი]], [[მეჭურჭლეთუხუცესი]] და [[მსახურთუხუცესი]]. მწიგნობართუხუცეს-ჭყონდიდელი იყო უფროსი ვეზირი - [[სავეზირო]]ს თავმჯდომარე. პირველი პირი მეფის შემდეგ. დანარჩენები იყოფოდნენ „სამთა ვაზირთა“ (ათაბაგი, ამირსპასალარი, მანდატურთუხუცესი) და „ორთა ვაზირთა“[[ვაზირთა]] (მეჭურჭლეთუხუცესი, მსახურთუხუცესი) ჯგუფებად. პირველი ჯგუფი დიდი [[დარბაზობა|დარბაზობის]], ვაზირობისა და პურობის დროს მეტი უპირატესობით სარგებლობდა, ვიდრე მეორე. ვეზირთა ინსტიტუტის არსებობა დამოწმეს.[[ძეგლის დადება მეფეთ-მეფის გიორგის მიერ|გიორგი V-ის სამართალში]].
 
XVI საუკუნიდან ტერმინი „ვეზირი“ ორგვარი მნიშვნელობით იხმარება. „ვეზირი“ ეწოდება მმართველობის ცენტრალური აპარატის ყველა მოხელეს; ამასთან, საქართველოს სამეფო-სამთავროებში მეფისა თუ მთავრის კარზე დაწესდა თანამდებობა ერთი ვეზირისა, რომელიც მეფის პირველი მოხელე იყო. XVII-XVIII საუკუნეების მიჯნაზე ვეზირი, [[ვახტანგ VI|ვახტანგ მეფის]] [[დასტურლამალი]]ს მიხედვით, ირანის საოკუპაციო ხელისუფლების მოხელეა ქართლის სამეფო კარზე. XVIII საუკუნეში, ქართლ-კახეთის გაერთიანების შემდეგ, ვეზირის [[სახელო]]მ თანდათანობით დაკარგა მნიშვნელობა და იგი მოისპო.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ვეზირი“-დან