რაჭის ქედი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 19:
| ვიკისაწყობი =
}}
'''რაჭის ქედი''' — გასწვრივი [[გვერდითი ქედი]] [[კავკასიონი]]ს სამხრეთ კალთაზე, იწყება კავკასიონის მთავარ ქედზე, მწვერვალ [[ზეკარა]]სთან და მთავრდება დასავლეთით მდინარე [[რიონი]]ს მარცხენა ნაპირზე. სიგრძე 85 კმ. სიმაღლე 2862 მ-მდე. აღმოსავლეთ ნაწილში აგებულია იურული ფიქლებითა და პორფირიტული წყებებით, დასავლეთით — ცარცული [[კირქვა|კირქვებით]]. რაჭის ქედზეა მწვერვალები: [[მაჩხარახოხი]], [[სირხლებერთა]] (ლებეურის მთა), [[დაღვერულა]], [[ხიხათა]], [[ველტყევი]], [[საწალიკე]], [[ნაქერალა]], [[თავშავა (მთა)|თავშავა]] და სხვა; უღელტეხილები: [[ლეთა]], [[ერწოს უღელტეხილი|ერწო]], [[ხიხათის უღელტეხილი|ხიხათა]], [[ნაქერალის უღელტეხილი|ნაქერალა]] და სხვა. სამხრეთი კალთა ციცაბოა, ჩრდილოეთი — დამრეცი, სადაც მდებარეობს [[შაორის ტაფობიქვაბული]].
 
[[შაორის წყალსაცავი|შაორის]] ქვაბული კარსტული ღრმულია, რომელიც წყალსაცავადაა გამოყენებული. ქედის დასავლეთ ნაწილისათვის დამახასიათებელია რელიეფის კარსტული ფორმების სიუხვე. რაჭის ქედის კალთები შემოსილია ფართოფოთლოვანი ტყით, ჩრდილოეთ კალთაზე წიფლნარ-მუქწიწვიანებიც არის, თხემზე აღმოსავლეთ ნაწილში სუბალპური და ალპური მდელოებია.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/რაჭის_ქედი“-დან