ჰენრი და ჯუნი (ფილმი): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 16:
1931 წელს პარიზში, საფრანგეთში ამერიკელ ავტორთან, ჰენრი მილერთან შეხვედრის შემდეგ, ახალგაზრდა მწერალი, სახელად ანაის ნინი თავისი შთაბეჭდილებებისა და ფიქრების დღიურში ჩაწერას იწყებს. ჰენრის (ფრედ უარდი), ანაისს (მარია დე მედეიროსი) და ჯუნს, ჰენრის ცოლს (უმა თურმანი) შორის იწყება ურთიერთობა, რომელიც მალევე რომანში გადაიზრდება და სასიყვარულო სამკუთხედს შექმნის, ხოლო ანაის ნინი მილერს „კირჩხიბის ტროპიკის“, თავისი პირველი რომანის გამოცემაში დაეხმარება.
 
ჰენრი თავის პირველ რომანს წერს და პარიზში ღარიბი ცხოვრებით ცხოვრობს. ჯუნი, მისი ცოლი, მოცეკვავე და მისი მუზაა; ხოლო ნინი კი ფრანკო-ესპანელი ბურჟუა, რომელსაც აინტერესებს ცოლ-ქმარი და მათი ცხოვრება. იგი განსაკუთრებით ინტერესდება მილერის სამწერლო კარიერით, მას თავის მასწავლებლად მიიჩნევს და სწორედ მისი გაცნობის შემდეგ იწყებს წერას.
 
„ჰენრი და ჯუნი“ პირველი ფილმია, რომელსაც [[MPAA]]-ს პრეზიდენტმა, ჟაკ ვალენტიმ [[NC-17]] შეფასება მიანიჭა (1990 წელს). ფილმი გვიჩვენებს იმჟამინდელ პარიზში მცხოვრები ხელოვანების ცხოვრებას, მათ ბოჰემურ ცხოვრების სტილს. ფილმში ჩნდებიან ცნობილ ხელოვანთა პროტოტიპებიც, როგორებიც არიან ბრასაი, ფრანჩისკო მირალეს არნაუ.
 
ფილმში მნიშვნელოვანი როლი უჭირავს ანაის ნინის განცდებს. ფილიპ კაუფმანი ხშირად სწორედ მისი თვალთახედვიდან გადმოგვცემს მოვლენებს.
 
== როლებში ==