უოლტ უიტმენ როსტოუ: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
 
== ადრეული ცხოვრება ==
როსტოუ დაიბადა [[ნიუ-იორკი|ნიუ-იორკში]], [[მანჰეტენი|მანჰეტენში]], [[რუსები|რუსი]] [[ებრაელები|ებრაელი]] ემიგრანტის ოჯახში. მისი მშობლები, ლილიან (ჰელმანი) და ვიქტორ როსტოუები, <ref>{{Cite web|url=http://oxfordindex.oup.com/viewindexcard/10.1093$002fanb$002f9780198606697.article.1401158|title=Rostow, W. W. : American National Biography Online|publisher=Oxford Index}}</ref> იყვნენ აქტიური [[სოციალიზმი|სოციალისტები]]. მათ უოლტს სახელი უწოდეს პოეტი [[უოლტ უიტმენი|უოლტ უიტმენის]] საპატივსაცემოდპატივსაცემად. როსტოუს მამა, ვიქტორ როსტოვსკი, დაიბადა [[1886]] წელს, [[ოდესის ოლქი|ოდესის]] მახლობლად მდებარე ქალაქ [[ორეხოვი|ორეხოვში]] და მოზარდობაში იყო ჩართული რუსეთის სოციალისტურ მოძრაობაში, აქვეყნებდა მემარცხენე გაზეთს მშობლების სახლის სხვენიდან, რომელიც მოითხოვდა იმპერატორ [[ნიკოლოზ II (რუსეთი)|ნიკოლოზ II-ის]] დამხობას. {{Sfn|Milne|2008}} [[1904]] წელს, 18 წლის ასაკში, ვიქტორ როსტოვსკი ავიდა გემზე, რომელმა იგი ოდესიდან [[გლაზგო]]ში გადაიყვანა და კიდევ ერთი გემი, რომელმაც ნიუ-იორკში წაიყვანა. {{Sfn|Milne|2008}} ამერიკის შეერთებულ შტატებში ჩასვლისთანავე როსტოვსკიმ შეიცვალა თავისი გვარი როსტოუზე. {{Sfn|Milne|2008}} [[1912]] წლის [[22 ოქტომბერი|22 ოქტომბერს]], მან ცოლად შეირთო ლილიან ჰელმანი, რუსი ებრაელი ემიგრანტების ინტელექტუალურად დაჯილდოებული ქალიშვილი, რომელიც კოლეჯში წასვლას დიდხანს ცდილობდა, მაგრამ, რადგან მისი ოჯახი ძალიან ღარიბი იყო უმაღლესი განათლების მისაღებად, ვერ მოახერხა. მან სამაგიეროდ მომავალში მოუწოდა თავის ვაჟებს მისი დიდი ხნის ოცნება აესურლებინათ და უმაღლესი განათლება მიეღოთ. {{Sfn|Milne|2008}} როსტოვის მსგავსად, ჰელმანსი [[აშქენაზები|აშქენაზი]] ებრაელი იყო ([[იდიში|იდიშზე]] მოლაპარაკე ებრაელები). როსტოუებს აღწერდნენ, როგორც ძალიან „იდეალისტურ“ ემიგრანტებს, რომლებსაც ღრმად უყვარდათ თავიანთი ახალი ქვეყანა და თავიანთ ვაჟიშვილებს უწოდეს მათი აზრით, სამი ყველაზე დიდებული ამერიკელის სახელი, კერძოდ, [[იუჯინ დებსი]]ს, [[უოლტ უიტმანი]]ს და [[რალფ ვალდო ემერსონი]]ს. {{Sfn|Karnow|1983}}
 
== პროფესიული და აკადემიური კარიერა ==