დიოსკურია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 4:
 
== ადგილმდებარეობა ==
მდებარეობს ახლანდელი [[სოხუმი]]ს ცენტრში, უმეტესწილად სოხუმის აკვატორიის ფსკერზე, მდინრეების [[აძაფში (მდინარე)|აძაფშს]] და [[ბესლეთი (მდინარე)|ბესლეთს]] შორის.
 
[[1953]] წელს ერთ-ერთი სანატორიუმის ფიზკულტურის ხელმძღვანელმა იური მოვჩანმა ზღვის ფსკერზე ნაპირთან ახლოს ქვის ლოდი შეამჩნია, გაწმენდისა და ნაპირზე გამოტანის შემდეგ ნახეს რომ ქვა მარმარილოს ბარელიეფი იყო. ეს ძველი ქალაქის დიოსკურიის ნანგრევები აღმოჩნდა.
 
Line 11 ⟶ 12:
 
== ისტორია ==
2500 წლის წინ შავი ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროზე ბერძენმა ვაჭრებმა [[მილეტი]]დან დააარსეს კოლონია დიოსკურია. ერთი დამაარსებელი ამფიტიუსი ვაჭარი იყო, მეორე კერკიუსი კი მეომარი, ამიტომაც დიოსკურიის სიმბოლოდ მიიჩნეოდა მახვილი და ამფორა. დიოსკურია [[ბიჭვინთა|პიტიუსთან]], [[ოჩამჩირე|გიენოსთან]] და [[ფაზისი|ფაზისთან]] ერთად წარმოადგენდა აღმოსავლეთ შავიზღვისპირეთის მთავარი სავაჭრო სისტემის ერთ-ერთ ცენტრს. აქ ჩამოდიოდა უამრავი ვაჭარი სხვადასხვა ქვეყნიდან. ქალაქი ასევე კარგად იყო დაცული, რასაც მოწმობს სოხუმის აკვატორიაში არსებული ძვ.წ. V-IV სს. მასიური ბერძნული სტილის სამხედრო თავდაცვითი ნაგებობები. დამაარსებლებიდან მოყოლებული ქალაქს მართავდა ოლიგარქია-სამხედროებისა და დიდვაჭრების საბჭო. ვარაუდობენ, რომ სახელი „დიოსკურია“ წარმოიქმნა ტყუპი ძმების, [[დიოსკურები|დიოსკურების]], ანუ [[ზევსი|ზევსის]] ვაჟების - პოლიდევკესა და კასტორისგან. ისინი იყვნენ ტროელი ელენეს ძმები და [[იასონი|იასონთან]] ერთად [[არგონავტები|არგონავტების]] ლაშქრობაში მონაწილეობდნენ. დიოსკურების კულტი გავრცელებული იყო როგორც ძველ [[საბერძნეთი|საბერძნეთში]], ასევე [[რომის იმპერია|რომში]]. დიოსკურებს განასახიერებს მარჩბივის, იმავე [[ასტროლოგია|ტყუპების]], ჰოროსკოპიც, რომლის სიმბოლოც ორი ადამიანია. დიოსკურების გამოსახულება გვხვდება ფულზეც. სიმონ ჯანაშიას მუზეუმში ინახება 12 მონეტა, რომელიც დიოსკურიაშია მოჭრილი და ასევე აწერია – ΔΙΟΣ/ΚΟΥΡΙΑ/ΔΟΣ. ვარაუდობენ, რომ ფული ძვ.წ. II-I საუკუნეებში მოიჭრა. [[პონტოს სამეფო|პონტოს]] მეფემ [[მითრიდატე VI ევპატორი|მითრიდატე VI]]-მ შავი ზღვის აღმოსავლეთი სანაპირო თავის სამფლობელოს სწორედ ამ დროს მიუერთა. უკვე მითრიდატეს ქვეშევრდომი დიოსკურიელები მუნიციპალურ სტრუქტურებს ინარჩუნებდნენ და საკუთარ სპილენძის ფულსაც ჭრიდნენ. პონტოს [[კოლხეთის სამეფო|კოლხეთის]] ადმინისტრაციის სამყოფელი სწორედ დიოსკურია იყო. დიოსკურიაში მითრიდატე VI-ის გარნიზონი იდგა და მონეტების მოჭრას სწორედ მის მიერ დანიშნული მოხელე აკონტროლებდა. ძვ.წ. 65-64 წწ.-ში რომაელებისაგან დევნილი მითრიდატე სწორედ დიოსკურიას შეეფარა. I საუკუნის გეოგრაფი [[სტრაბონი]] წერდა: „დიოსკურია წარმოადგენს კასპიისა და პონტოს ზღვებს შორის ყელის დასაწყისსა და ხალხთა საერთო სავაჭრო ცენტრს, რომლებიც მას ზევით და ახლოს ცხოვრობენ; აქ იკრიბებიან, 70 ეროვნების ადამიანი“. ახალი ერის დასაწყისში მოხდა რაღაც კატასტროფა, რამაც გამოიწვია ძველბერძნული დასახლების განადგურება ან დაკნინება. ამ პერიოდში შავიზღვისპირეთში შეინიშნება ძლიერი მიწისძვრები, რაც ბევრ ქალაქს ზიანს აყენებს. მათ შორის ოლვიას, [[პანტიკაპეიონი|პანტიკაპეიონსა]] და [[ტრაპეზუნდი|ტრაპეზუნდს]].
 
რომაელი მეცნიერი [[პლინიუს უფროსი|პლინიუსი]], დაღუპული 79 წელს [[ვეზუვი]]ს ამოფრქვევის დროს, წერდა დიოსკურიაზე: „ახლა ეს ქალაქი მიტოვებულია, მაგრამ ის ისე მეტად ცნობილი იყო, რომ თიმოსფენის თქმით, იქ იკრიბებოდა 300 ეროვნების სხვადასხვა ენაზე მოლაპარაკე ადამიანი. და ამის შემდეგ ჩვენი რომაელები თავის საქმეებს აწარმოებდნენ 130 თარჯიმნის დახმარებით“. პლევიუსი წერს რომ ამ ადგილზე არსებობდა რომაული ქალაქი [[სებასტოპოლისი]]. მაგრამ რომაულ ქალაქს როგორც ბერძნულს რაღაც სტიქიური უბედურება დაატყდა თავს.
Line 22 ⟶ 23:
 
== დღევანდელობა ==
სოხუმის სანაპიროზე ბევრი სიანტერესო არქეოლოგიური მასალა აღმოჩნდა. ამფორები, მონეტები, საფლავის ქვები, ფორტიფიკაციის სისტემების ნაშთები, საბრძოლო იარაღი. მათი უმრავლესობა დღემდე [[სოხუმი|სოხუმის]] ისტორიულ მუზეუმში ინახება. თუმცა ქალაქი თითქმის შეუსწავლელია რადგან აქ აღმოჩენები მხოლოდ 80-იან წლებში დაიწყო. [[აფხაზეთის ომი (1992-1993)|აფხაზეთის ომმა]] კი საბოლოოდ ჩაშალა ყველა ისტორიული ექსპედიციის სურვილი, ძირეულად ეწარმოებინათ [[არქეოლოგია|არქეოლოგიური]] სამუშაოები ქალაქის ტერიტორიაზე. ზამთვრის პერიოდში როდესაც ზღვა მთლიანად იწმინდება, დღემდე ჩანს პორტის ფსკერზე აზიდული თოთხმეტი ბერძნული კოლონა, რომელიც ქალაქის ისტორიის დიდ საიდუმლოს ინახავს.
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/დიოსკურია“-დან