კოდორი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
No edit summary
ხაზი 46:
|Commons =
}}
'''კოდორი''' — [[მდინარე]] ჩრდილო-დასავლეთ საქართველოში, [[აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკა|აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის]] ტერიტორიაზე. კოდორი იქმნება მდინარეების[[მდინარე]]ების [[საკენი (მდინარე)|საკენისა]] და [[გვანდრა (მდინარე)|გვანდრის]] შეერთებით სოფელ [[მარცხენა გენწვიში|მარცხენა გეწვიშთან]], ზღვის დონიდან 740 მ-ზე. ერთვის [[შავი ზღვა|შავ ზღვას]] სოფელ აძუბჟის სამხრეთით. სიგრძე 84 კმ (გვანდრის სათავიდან 110 კმ), აუზის ფართობი 2030 კმ². მიედინება ვიწრო ხეობაში, შესართავიდან 25 კმ-ზე გადის დაბლობზე, წყლის საშუალო ხარჯი — 123 მ³/წმ.<ref name="qse" />
 
კოდორის ხეობას საკმაოდ ნაირგვარი მორფოლოგიური ხასიათი აქვს, რაც გამოწვეულია ამგები გეოლოგიური ფორმაციების ცვლით, ძველი გამყინვარების გავლენით და ეროზიული პროცესების მსვლელობის პირობებით. ხეობის სიმაღლე აღწევს 1300-3984 მ-ს. გვანდრა-საკენის შესართავს ქვემოთ კოდორის ხეობა მეტწილად ყუთისებური მოყვანილობისაა, ფსკერი ფართო აქვს, რიყე და დაბალი ალუვიური ტერასები კარგად არის გამოსახული. კოდორის კანიონის საწყის უბანს სოფელ ლათას ქვემოთ, „ბაგადის კლდეები“ ეწოდება.<ref name="Mar">{{cite book |author=[[ლევან მარუაშვილი|მარუაშვილი ლ]]. |title=საქართველოს ფიზიკური გეოგრაფია (საქართველოს სსრ ბუნებრივი პირობების ზოგადი დახასიათება და რეგიონული აღწერილობა) |isbn= |publisher=ცოდნა |location=თბილისი, საქ. |page=122 თბ. 1964 }}</ref>
 
კოდორის შენაკადთა უმეტესობას სათავე აქვს კავკასიონის მთავარი წყალგამყოფის სამხრეთ კალთაზე. უმთავრესი შენაკადებია: [[ჩხალთა (მდინარე)|ჩხალთა]], [[მრამბა]], [[ჯამპალი (მდინარე)|ჯამპალი]] [[ამტყელი (მდინარე)|ამტყელით]]. კოდორის აუზში 100-მდე მყინვარია ([[მარუხის მყინვარი|მარუხი]], [[პტიშის მყინვარი|პტიში]], [[კლიჩის მყინვარი|კლიჩი]], [[კლუხორის მყინვარი|კლუხორი]], [[საკენის მყინვარი|საკენი]] და სხვა), რომელთა ფართობი 80 კმ² აღწევს.<ref name="qse" />
 
კოდორი საზრდოობს წვიმის (31 %), მიწისქვეშა (28,6 %), [[თოვლი]]ს (22,6 %) და მყინვარული (17,8 %) წყლით. წყალდიდობაა მარტის მეორე ნახევრიდან სექტემბრის ბოლომდე. წლიური ჩამონადენის 72% გაზაფხულ-ზაფხულზე მოდის. [[შემოდგომა]]ზე იცის წყალმოვადრდნები, წყალმცირობა ზამთარშია. კოდორი წყალუხვი მდინარეა. წლიური ჩამონადენი — 4,1 კმ². [[შავი ზღვა|შავ ზღვაში]] შესვლისას ქმნის დელტას.<ref name="qse">{{ქსე|5|570|აფხაზავა ი.|არა}}</ref>
 
== იხილეთ აგრეთვე ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კოდორი“-დან