მანავის ღვთისმშობლის ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
მომხმარებელმა Marikuna-115 გვერდი „მანავის ღვთისმშობლის ეკლესია“ გადაიტანა გვერდზე „მანავის ღვთისმშობლის შობის ეკლესია“
იარლიყი: ახალი გადამისამართება
 
No edit summary
ხაზი 1:
#გადამისამართება [[მანავის ღვთისმშობლის შობის ეკლესია]]
მანავის ღვთისმშობლის ეკლესია, არქ. ძეგლი მდეარეობს სოფლის სასაფლაოზე, ქაშვეთის ეკლესიის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ორმოცდაათიოდე მეტრზე. არქიტ. ნიშნებით სავარაულოდ, XXIII საუკუნეს განეკუთნება. 2007 წელს სოფლის ერთ-ერთ მარცხოვრებლის ეკლესიის აღდგენა თვითნებულად დაუწყია, მაგრამ აღარ დაუსრულებია. შენობის განახლებულ ნაწილებში ძველი კედლების შემორჩენილი ნაშთებია ჩართული თუმცა განახლებული ნაწილების შენების ხარისხი იმდენად დაბალია და შენობაც ისეა დამახინჯებული რომ მას ეკლესიის სახე მთლიანად დაკარგული აქვს. დღეს შენობა სახურავის გარეშეა დარჩენილი.
ეკლესია დარბაზულია (6,3x4,5 მ). ნაგები იყო ნატეხი ქვით, რიყის ქვითა და კირის მოყვითალო დუღაბით. შესასვლელი სამხრეთიდან ჰქონია. აღმოსავლეთით კუთხეებმომრგვალებული საკურთხეველია რომლის გვერდითი კედლები ეკლესიის გრძივ კედლებთან ერთ სიბრტყეშია. საკურთხევლის აღმოსავლეთ კედლის ღერძზე გაჭრილია დაბალი გარეთკენ ოდნავ შევიწროებული სარკმელი რომელსაც ქვიშაქვის ფილა ხურავს, თითო მსგავსი ქვაა გამოყენებული წირთხლებშიც, მსგავსად იყო ნაგები დასავლეთ სარკმელიც. რომლისგანაც მხოლოდ ჩრდილო წირთხლია შემორჩენილი. მეორე სამხრ. წირთხლი რომელიც კედელთან ერთადაა განახლებული აგურის ნატეხების უსახური წყობითაა ამოყვანილი. სარკმლის გადახურვისატვის კი ვაზის შესამაგრებელი რკინა-ბეტონის სარებია გამოყენებული. იგივე მასალითაა გადახურული შესასველიც. დასავლეთ კედლის ჩრდილო ბოლოსთან მცირე ზომის, ოთხუთხა ნიშია.