კატო მიქელაძე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 24:
 
==ბიოგრაფია==
კატომ თავდაპირველი განათლება [[ქუთაისი]]ს ქალთა გიმნაზიაში მიიღო, თუმცა სწავლის დასრულება ხელმოკლეობის გამო ვერ მოახერხა. მოგვიანებით იგი არალეგალურ რევოლუციურ საქმიანობაშიც იყო ჩართული და ძირითადად აკრძალულ ლიტერატურას ავრცელებდა. სწავლობდა რუსეთში, შემდეგ - შვეიცარიაში, ბრიუსელში. მიქელაძემ დაამთავრა [[ბრიუსელის უნივერსიტეტი]]ს სოციალურ-პოლიტიკურ მეცნიერებათა ფაკულტეტი. ქალთა მოძრაობის ევროპულ გამოცდილებას პარიზში გაეცნო და [[1916]] წელს საქართველოში დაბრუნების შემდეგ, თანამოაზრეებთან ერთად ქალთა უფლებებისათვის ბრძოლა დაიწყო. მისი თაოსნობით, [[1917]]-[[1918]] წლებში რეგიონალური ქსელი „ქალთა ლიგა"ლიგა“ ჩამოყალიბდა. გამოსცემდა და რედაქტორობდა გაზეთს „ხმა„[[ხმა ქართველი ქალისა"]]“ ([[1917]]-[[1918]]).
 
კატო მიქელაძე [[1918]]-[[1919]] წლებში გუდაუთაში, [[1920]] წელს - სიღნაღში მუშაობდა პედაგოგად. [[1921]] წლიდან საბოლოოდ დასახლდა თბილისში. რუსეთის მიერ საქართველოს ოკუპაციის დროიდან მასაც საბჭოთა წნეხის ქვეშ მოუწია ცხოვრება. [[1930]] წლიდან მუშაობდა ცენტრალურ არქივსა და რევოლუციის მუზეუმში. მოგვიანებით გაწევრიანდა მწერალთა კავშირში. [[1940]] წლიდან ფრანგული ენის კერძო გაკვეთილებით ირჩენდა თავს. მისი საფლავი დაკარგულად ითვლება.
 
==ლიტერატურა==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/კატო_მიქელაძე“-დან