ლემა (ბოტანიკა): განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: {{ტაქსოდაფა * | სახელი =ლემა | სურათის ფაილი = Datura stramonium 2000.jpg | სურათის ...
 
No edit summary
ხაზი 25:
'''ლემა''' (Datura), მცენარეთა გვარი [[ძაღლყურძენასებრნი|ძაღლყურძენასებრთა]] ოჯახისა. ბალახები, იშვიათად ხეები და ბუჩქებია. გავრცელებულია უმთავრესად ტროპიკულ და სუბტროპიკულ სარტყელში. აერთიანებს 20-მდე სახეობას. ყოფილ სსრკ-ში ერთწლოვანი ბალახების 4 სახეობა იზრდება; მათგან 2 - Datura metel და Datura innoxia კულტივირებულია და გავრცელებული. [[საქართველო]]ში 2 სახეობაა: Datura stramonium და Datura metel. ეს უკანასკნელი გზადმოყოლილია [[აფხაზეთი|აფხაზეთში]]. Datura stramonium ერთწლოვანი ბალახოვანი მცენარეა, იზრდება რუდერალურ ადგილებზე, ღობის ძირში, ბოსტანში, გზისპირებზე. სამშობლოა ცენტრალური და სამხრეთი ამერიკა. ამჟამად ფართოდაა გავრცელებული ევრაზიაში. კავკასიაში თითქმის ყველა რაიონის მთის ქვედა სარტყელში გვხვდება. შხამიანი მცენარეა, დიდი რაოდენობით შეიცავს ალკალოიდ პიოსციმინს (ფოთოლში 0,28&, თესლში 0,33-,-0,48,7%), აგრეთვე სკოპოლამინს და ატროპინს, სხვადასხვა სახის ცხიმებს, მცირე რაოდენობით სპირტებსა და ალდეჰიდებს. ლემისგან დამზადებული პრეპარატები გამოიყენება რევმატიზმისა და ბრონქული ასთმის სამკურნალოდ.
 
==ლიტერატურა==
==ლეტერატურა==
* ''ხინთიბიძე ლ.,'' ქსე, ტ. 6, გვ. 166, თბ., 1983
 
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ლემა_(ბოტანიკა)“-დან