55 365
რედაქტირება
მ |
|||
კათოლიკური სარწმუნოების მიხედვით [[სამყარო]] შექმნილი ღმერთის მიერ, რომელიც მართავს მას. ღმერთი, ამავე სარწმუნოების მიხედვით, არის ყოვლისშემძლე და ერთადერთი. ის იმდენად აღემატება ყოველივეს, რომ მიუწვდომელი რჩება [[ადამიანი]]სთვის. ღმერთი არის [[სამართლიანობა|სამართლიანი]] და მოწყალე. ღმერთი სიყვარულია. ღმერთი ერთიანი და სამპიროვანია. ღმერთი [[სამება]]ა, ხოლო სამების სამივე პირი — მამა, ძე და სულიწმინდა — ერთსულოვნად მონაწილეობენ ღმერთის გამოვლინებაში. კათოლიკე მოძღვრების მიხედვით [[მამა ღმერთი]] შობს ძეს, [[სულიწმინდა]] კი გამოდის მამისაგან და ძისაგან. ამავე დროს მამა ღმერთი არის სამების წყარო. ღმერთსა და ადამიანებს შორის შუამავლები არიან [[ანგელოსები]]. სამყაროს ქმნილებათა შორის ღმერთთან მსგავსებით გამოირჩევა ადამიანი. ის, თავდაპირველად, შექმნილი იყო ღმერთთან ნეტარი ცხოვრებისთვის, მაგრამ პირველმა ადამიანებმა ბოროთად ისარგებლეს [[თავისუფლება|თავისუფლებით]] და დააღვიეს აღთქმა, ჩაიდინეს პირველი [[ცოდვა]], რაც [[ეშმაკი]]ს მიერ ცდუნებით იყო გამოწვეული. პირველ ცოდვას სასჯელად მოჰყვა სხვადასხვა ტანჯვა, მათ შორის [[სიკვდილი]]ს გარდუვალობა. კაცობრიიობის ისტორია ადამიანის ხსნის ისტორისაა. ისტორიის საფეხურებს შორის განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება ღმერთის მიერ [[ისრაელი]]ს გამორჩევას. მაგრამ საუკუნეთა განმავლობაში ისრაელი ხშირად არღვევდა საღვთო მცნებებს. ღმერთმა კაცობრიობას მხსნელად მოუვლინა [[იესო ქრისტე]], ძე ღვთისა, რომელიც გახდა [[მესია]]. ის იშვა ქალწულ მარიამისგან და განსხეულდა ადამიანის სახით. ამგვარად, კათოლიკეთა რწმენით, ქრისტე ჭეშმარიტი ღმერთი და ჭეშმარიტი ადამიანია. მან შეძლო შეერიგებინა კაცობიობა ღმერთთან. ქრისტე ცხოვრების მანძილზე კურნავდა სნეულთ და მიუტევებდა ცოდვებს. ის სიკვდილით დასაჯეს, ჯვარს აცვეს. კვარცმით ქრისტე მსხვერპლად შეეწირა კაცობრიობის ხსნას. ქრისტემ [[აღდგომა|აღდგომით]] გამოისყიდა ადამიანები ცოდვის ტყვეობისგან. მან საკუთარ მოწაფეებს, მოციქულებს მიანდო ქადაგება და მის მიერ მოტანილი ხსნის საყოველთაო გავრცელება. მათი საქმიანობის დასახმარებლად კი [[ამაღლება|ამაღლების]] შემდეგ გამოუგზავნა სულიწმინდა. ამ დროიდან იწყებს ქვეყნად არსებობას [[ეკლესია]].
ეკლესია ამქვეყნად აღავლენს ღვთისმსახურებას, რომლისგანაც ყველაზე მნიშვნელოვანია [[საიდუმლონი|შვიდი საიდუმლო]]:
კათოლიკური ეკლესია აღიარებს [[წმინდანი|წმინდანებს]]. მათ შორის განსაკუთრებული ადგილი უჭირავს [[მარიამ ღვთისმშობელი|ქალწულ მარიამს]]. ის სარწმუნოების სახეა და მიჩნეულია ყველა ქრისტიანის დედად. 1854 წელს კათოლიიკურმა ეკლესიამ დოგმად გამოაცხადა მარიამის უბიწოდ ჩასახვა, ხოლო 1950 წელს დგომად გამოაცხადა მისი ზეცად აყვანა. ეს ორი დოგმა ხაზს უსვამს მარიამის როლს კათოლიკურ სარწმუნოებაში.
|