საურმაგი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შეუმოწმებელი ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 35:
საურმაგს მხოლოდ ორი ქალიშვილი ჰყავდა. ერთი ქუჯის შვილს მიათხოვა, მეორე - სპარსეთის მეფის [[ნებროთიანი|ნებროთის შვილს]] - მირვანოსს, რომელიც თავისი ცოლის ნათესავი იყო. მირვანოსი იშვილა და საურმაგის სიკვდილის შემდეგ სწორედ იგი გამეფდა. მირვანოსს ისტორიკოსთა ერთი ნაწილი მირიან პირველადაც მოიხსენიებს, ზოგიც - მირვანად.<ref>ბარბაქაძე ლია. ჯიბის ცნობარი მართლმორწმუნე ქრისტიანისათვის; თბილისი, 2013 წ.</ref>
{{ციტირება|და მოიყვანა ცოლი სპარსი, ასული ბარდაველისა ერისთვისაჲ, და ესხნეს მის თანა ორნი ასულნი, და არა ესუა ძე. მაშინ მოიყვანა სპარსეთით შვილი ნებროთის ნათესავთაგან, ცოლისა მისისა დედის დისწული, და დაიჭირა იგი შვილად, რომელსა ერქუა სახელი მირვან. და მისცა ასული თჳსი ცოლად, ქალაქი გაჩიანი და საერისთვოჲ სამშჳლდისაჲ. და მეორე ასული მისცა ძესა ქუჯისსა, მამისა დისწულსა მისსა.<ref>„ქართლის ცხოვრება“. გვ. 47.</ref>}}
 
== ისტორია ==
საურმაგ I ფარნავაზის მემკვიდრე იყო (დაახლოებით [[ძვ. წ. 206|206]]–[[ძვ. წ. 162|162 წ]].). ამის მეფობაში, [[ძვ. წ. 189|189 წლის]] მახლობლად, ასურასტანის მეფის [[ანტიოქე III დიდი|ანტიოქოს დიდის]] ორმა სარდალმა – არტაშესმა და ზარიადრმა, რომელნის ჩამომავლობით [[სომხები]] იყვნენ, სომხეთს თავისუფლება მოუპოვეს. მაგრამ, რადგან იმ დროს სომხეთის ტერიტორია პატარა იყო, რამოდენიმე პროვინცია მეზობელ სახელმწიფოებს ჩამოგლიჯეს. სხვათა შორის, საქართველომ ამ დროს დაჰკარგა ზოგიერთი ადგილები არაქსისა და ჭოროხის ხეობაში.<ref>[http://dspace.nplg.gov.ge/bitstream/1234/236511/1/Saqartvelos_Istoria.pdf სერგი გორგაძე „საქართველოს ისტორია“]. მოკლე სისტემატიური კურსი მოზრდილთათვის. ქუთაისი, 1915 წ. გვ. 50.</ref>
 
== კომენტარები ==
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/საურმაგი“-დან