აფხაზეთის საკათალიკოსო: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 1:
'''აფხაზეთის საკათალიკოსო''' — დასავლეთ საქართველოს [[საკათალიკოსო]]. მის დაარსებას ზოგი მკვლევარი [[VIII საუკუნე|VIII]]- [[IX საუკუნე|IX საუკუნეებ]]ს, ზოგი [[X საუკუნე|X საუკუნის]] II ნახევარს, ზოგი კი [[XIII საუკუნე|XIII საუკუნეს]] მიაკუთვნებს. აფხაზეთის საკათალიკოსო განასახიერებდა ქართულ ეროვნულ და ცენტრალიზებულ ეკლესიას, რომლის პოლიტიკურ საფუძველს ქართული სახელმწიფო „[[აფხაზთა სამეფო|აფხაზეთის სამეფო]]“ (დასავლეთ საქართველო) წარმოადგენდა. აფხაზეთის საკათალიკოსომ შეცვალა [[კონსტანტინოპოლის საპატრიარქო]]ს დაქვემდებარებული ლაზიკის სამიტროპოლიტო და აბაზგიის საარქიეპისკოპოსო ეპარქიები. აფხაზეთის კათალიკოსის საკათედრო ტაძარი, რომელიც [[ანდრია მოციქული]]ს [[კათედრა|საყდრად]] იწოდებოდა, [[ბიჭვინთა]]ში იყო. აფხაზეთის კათალიკოსს „ბიჭვინთის კათალიკოსსაც“ უწოდებდნენ. იერარქიულად იგი [[საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის მოსაყდრე|საქართველოს კათოლიკოსის]] გავლენის ქვეშ იყო. XV საუკუნიდან, საქართველოს პოლიტიკური დაშლის შემდეგ, აფხაზეთის საკათალიკოსო დამოუკიდებელი გახდა და მისი მეთაური „აფხაზეთის კათალიკოს-პატრიარქად“ იწოდებოდა. მისი იურისდიქცია ვრცელდებოდა [[იმერეთის სამეფო]]ზე, [[გურიის სამთავრო|გურიის]], [[ოდიშის სამთავრო|ოდიშის]], [[აფხაზეთის სამთავრო|აფხაზეთის სამთავროებზე]], დასავლეთით და ჩრდილოეთით კი ბევრად სცილდებოდა ქართულ პოლიტიკის საზღვრებს. XVI საუკუნის II ნახევარში, კათოლიკოს [[ევდემონ I|ევდემონ ჩხეტიძის]] ([[1558]]—[[1578]] წწ.) დროს, აფხაზეთის საკათალიკოსოს რეზიდენცია ბიჭვინთიდან [[გელათის მონასტერი|გელათში]] გადაიტანეს, რაც გამოწვეული იყო ქვეყნის საშინაო და საგარეო მდგომარეობის გართულებით (სამეფო-სამთავროებს შორის შინაომები და [[ოსმალეთის იმპერია|ოსმალეთის]] აგრესიის გაძლიერება აფხაზეთში), ბიჭვინთას ამის შემდეგაც არ დაუკარგავს საკათალიკოსო საყდრის სახელი დამნიშვნელობა. [[1814]] წლის 14 ოქტომბრის ბრძანებულებით დასავლეთ საქართველოს საკათალიკოსო უშუალოდ შეუერთდა [[რუსეთის მართლმადიდებელი ეკლესია|რუსეთის ეკლესიას]], ხოლო ადგილობრივ მმართველად დაინიშნა საქართველოს [[ეგზარქოსი]], რომელსაც „საქართველოსა და იმერეთის ეგზარქოსი“ ეწოდა. [[1917]] წელს, როდესაც აღდგა საქართველოს ეკლესიის ავტოკეფალია, აფხაზეთის ეკლესია შევიდა საქართველოს კათოლიკოსის გამგებლობაში.
 
==იხილეთ აგრეთვე==
*[[დასავლეთ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქები]]
 
==ლიტერატურა==
{{ქსე|2|31|ლომინაძე ბ.}}
{{ქე|1|252-253|ლომინაძე ბ.}}
 
{{საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის მეთაურები}}
 
[[კატეგორია:საქართველოს ისტორია]]