გრიგოლეთი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 64:
თავართქილაძეებს მებაჟეობის უფლება დაუდასტურა გიორგი IV-ის მემკვიდრე მამია IV გურიელმაც, მაგრამ უკვე [[გიორგი V გურიელი]]ს დროს, 1784 წელს მდინარე [[სუფსა|სუფსის]] მარჯვენა მხარე საბატონიშვილოდ გამოეყო [[ვახტანგ III გურიელი|ვახტანგ III გურიელს]]. ვახტანგისა და შემდეგ, მისი შვილის, დავითის იყო ნავების საბაჟო შემოსავალი გრიგოლეთსა და [[მალთაყვა]]ში. 1788-92 წლებში [[სიმონ III გურიელი|სიმონ III გურიელმა]] კაცო, ბეჟან და ლომკაც ნაკაშიძეებს უბოძა გურიის მთელი სანაპირო ზოლის, ერმენის მებაჟეობა. აკრეფილი გადასახადებიდან ნახევარი ნაკაშიძეებს დარჩებოდათ, ხოლო ნახევარი გურიელებისთვის უნდა გადაეხადათ.
 
1805 წელს გურიაში იმოგზაურა [[რუსები|რუსმა]] ოფიცერმა ლაშქარევმა, რომელსაც შავი ზღვის სანაპიროზე ნავმისადგომის შერჩევა ევალებოდა. ლაშქარევი იმყოფებოდა გრიგოლეთში, რადგან [[პავლე ციციანოვი|პავლე ციციანოვს]] აინტერესებდა, გამოდგებოდა თუ არა გრიგოლეთი ნავმისადგომის მოსაწყობად, რომ [[რუსეთი]]ს გემები ზამთარში იქ შესულიყვნენ. ლაშქარევმა გრიგოლეთის სანაპირო ნავმისადგომის მოსაწყობად შეუფერებლად ცნო. 1841 წლის 20-23 აგვისტოს გრიგოლეთში, დედაბერას წყლებთან გაიმართა ბრძოლა გურულ აჯანყებულებსა და ოდიშის სამთავროს მილიციას შორის, რომელსაც [[დავით დადიანი]] მეთაურობდა. ბრძოლა გურულთა გამარჯვებით დასრულდა. 1886 წელს გრიგოლეთში [[არქეოლოგია|არქეოლოგიურ]] გათხრებს აწარმოებდა [[ფრანგები|ფრანგი]] არქეოლოგი ჟან მურიე.<ref>''ხოშტარია, ნ. ხოშტარია'', „ურეკის არქეოლოგიური გამოკვლევები“ მასაალები საქართველოსა და კავკასიის ისტორიისთვის ტ 1, N8, გვ. 50 — ივ. ჯავახიშვილის ისტორიის ინსტიტუტი, 1952 წ.</ref> რუსეთის იმპერიის პერიოდში გრიგოლეთი [[ჩოჩხათი]]ს სასოფლო საზოგადოებაში შედიოდა. 1918 წლიდან სოფელში დასახლდნენ [[ძველმართლმადიდებლები]].<ref>{{წიგნი | ავტორი= | series=| სათაური=„რელიგიები საქართველოში“| გამომცემლობა=[[საქართველოს სახალხო დამცველი|სახალხო დამცველის ბიბლიოთეკა]] |ადგილი=თბილისი|წელი=2008| origyear=|ბმული=| isbn=978-9941-0-0902-0| edition=|გვერდები=175-177}}</ref>
 
საბჭოთა პერიოდში სოფელში მოქმედებდა თევზის მეურნეობა. 1949 წელს მიღებულ იქნა გადაწყვეტილება ქობულეთიდან ფოთამდე გურიის საზღვაო ზოლში საკურორტო ზოლის მოწყობის შესახებ, 50 კმ სიგრძის მანძილზე გაშენდა [[ბიჭვინთის ფიჭვი]]ს კორომი.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/გრიგოლეთი“-დან