მთავარანგელოზი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შეუმოწმებელი ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
ხაზი 3:
 
===იუდაიზმში===
ებრაული [[ბიბლია|ბიბლიის]] ([[ძველი აღთქმა]]) კანონიკურ წერილებში რაიმე პირდაპირი მინიშნება არქანგელოზებზე არ არსებობს. უფრო მეტიც თავად ანგელოზებიც კი უცხოა გარდა შედარებით გვიანდელი წყაროებისა, როგორიცაა [[დანიელის წიგნი]]. ყველაზე ადრეული მინიშნებები არქანგელოზებზე არის აღთქმათა შორის პერიოდის ლიტერატურაში (მაგ. 4 ესდრას 4.36).
 
შესაბამისად ვარაუდობენ, რომ ებრაელთა ინტერესი ანგელოზთა მიმართ განვითარდა მათი [[ბაბილონი|ბაბილონელთა]] ტყვეობაში ყოფნის დროს. რაბინი შიმონ ბენ ლაკშ ტიბერიელის (230–270) თანახმად ანგელოზთა ყველა სპეციფიკური სახელები ებრაელთა მიერ ბაბილონიდანი იყო მოტანილი და ზოგიერთი თანამედროვე კომენტატორის მტკიცებით ანგელოზთა იერარქიის დეტალები ძირითადად ზოროასტრული წარმოშობის უნდა იყოს.