თემურ ქევხიშვილი: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''თემურ ქევხიშვილი''' (დ. 19 აპრილი, 1940, სოფ. ახალსოფელი (ყვარლი...
(განსხვავება არ არის)

18:54, 8 დეკემბერი 2020-ის ვერსია

თემურ ქევხიშვილი (დ. 19 აპრილი, 1940, სოფ. ახალსოფელი, ახლანდ. ყვარლის მუნიციპალიტეტი, – გ. 8 დეკემბერი, 2020) – ქართველი მომღერალი (ლოტბარი), პედაგოგი. საქართველოს დამსახურებული არტისტი (1970), საქართველოს სახალხო არტისტი (1990).

დაამთავრა თბილისის სახელმწიფო კონსერვატორია 1966 წელს (გუნდის დირიჟორი). 1961–1976 წლებში იყო ანსამბლ „გორდელას“ ერთ–ერთი დამაარსებელი და წევრი. წლების მანძილზე იყო სხვადასხვა ანსამბლის და გუნდის ლოტბარი და ხელმძღვანელი, პედაგოგი. 1981–1990 წლებში იყო საქართველოს ტელე-რადიო გადაცემების „ქართული ხალხური სიმღერების გაკვეთილები“ ავტორი და წამყვანი. მისი ქართული რეპერტუარი ძირითადად მოიცავდა ქართული ხალხური სიმღერებსა და საგალობლებს. გასტროლებით იყო მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში. 2013 წლის 11 ივნისს ფონდმა „ქართული გალობა“ თემურ ქევხიშვილი „საუკუნის ხმად“ აღიარა. მიღებული ჰქონდა საქართველოს სახელმწიფო პრემია. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით (2012).

ლიტერატურა

  • ქართული მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი. – თბ., 2015. – გვ. 487.

რესურსები ინტერნეტში