ჟებოტის მეორე ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ახალი გვერდი: '''ჟებოტის მეორე ეკლესია''' — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუ...
(განსხვავება არ არის)

15:16, 8 დეკემბერი 2020-ის ვერსია

ჟებოტის მეორე ეკლესია — არქიტექტურული ძეგლი თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ჟებოტის აღმოსავლეთით, 1 კილომეტრზე, სოლოსმანად წოდებულ ადგილზე. განეკუთვნება გვიანდელ შუა საუკუნეებს. ეკლესია დარბაზულია, ნაგებია ნატეხი ქვით. შემორჩენილია მხოლოდ ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კედლის ნაწილი და ნახევარწრიული აფსიდის ჩრდილოეთ ნახევარი პატარა სწორკუთხა ნიშით, აგრეთვე ეკლესიის ჩრდილოეთ მინაშენის ჩრდილოეთ და აღმოსავლეთ კედლების ფრაგმენტები. ეკლესიის ჩრდილოეთით 15 მეტრზე გაურკვეველი ნაგებობის ნაშთია.

ლიტერატურა