ხორნაბუჯი: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
პარამეტრების სახელების შეცვლა
ხაზი 1:
{{მმ*|ხორნაბუჯი (დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი)}}
{{ინფოდაფა სამხედრო ნაგებობა
| სამხედრო_ნაგებობის_სახელისახელი=ხორნაბუჯი
| infobox_width = 250px
| სურათი=Khornabuji Fortress, Georgia.jpg
ხაზი 7:
| პოზრუკა2 = საქართველო კახეთის მხარე
| რუკა_ზომა =250
| ადგილმდებარეობამდებარეობა ={{დროშა|საქართველო}}
|lat_dir = N |lat_deg =41 |lat_min =29 |lat_sec = 11.79
|lon_dir = E |lon_deg =46 |lon_min =8 |lon_sec = 14.43
| სტატუსი =დანგრეული
| ფუნქციური სტატუსი =
| ფუნქციური_სტატუსი =
| მმართველი დინასტია = [[ხოსროვიანები]]<br />[[მახატლისძენი]]
| თარიღდება = [[V საუკუნე]]
| გეგმა=
| გეგმის ზომა=
| გეგმა_ზომა=
| გეგმის წარწერა=
| გეგმა_წარწერა=
}}
'''ხორნაბუჯი''' (XVIII საუკუნის წყაროებით — ''ჭოეთი'', ხშირად უწოდებენ — ''„თამარის ციხეს“'') — [[შუა საუკუნეები]]ს ციხე-ქალაქი აღმოსავლეთ საქართველოში, ისტორიული [[ქართლის სამეფო]]ს ერთ-ერთი პროვინციის [[კამბეჩოვანი]]ს ცენტრი. ისტორიულ-არქიტექტურულ-არქეოლოგიური ძეგლი მდებარეობს [[დედოფლისწყარო]]ს ჩრდილოეთით 2-3 კმ-ზე, მდინარე ალაზნის მარჯვენა ნაპირას, სოფელ ყარაღაჯის სამხრეთით, მიუვალ კლდოვან მთის წვერზე: „სადაცა დასწყდების ჰერეთის მთა ანუ ცივის მთა“. ციხე-ქალაქი სტრატეგიულად მოხერხებულ ადგილზე იყო გაშენებული და ერთდროულად უწევდა კონტროლს ივრისა და ალაზნის ველებს. ხორნაბუჯი ძველ ირანულად „მზის საყრდენს“ ნიშნავს. არსებობს მოსაზრება, რომ ამ სახელში უძველესი ქართული ტომის საცხოვრებელია ნაგულისხმები. ხალხი კი მას თამარის ციხეს უწოდებს.
ხაზი 28:
V საუკუნეში ქალაქი მნიშვნელოვნად დაზიანდა სპარსთა შემოსევების შედეგად. VI საუკუნის I ნახევარში, ქართლში მეფობის გაუქმების შემდეგ, ხორნაბუჯი სპარსელი მოხელის რეზიდენცია იყო. VI საუკუნეში ქალაქი გაათავისუფლეს და 70-იან წლებში ქართლის პირველი ერისმთავრის გუარამ ბაგრატიონის ძმებმა ასამმა და ყარაზვარდმა მოკლეს სპარსთა სპასპეტი, დაიპყრეს კამბეჩოვანი, გახდნენ მისი მთავრები და ხორნაბუჯი თავის რეზიდენციად გამოაცხადეს. VII საუკუნის II ნახევრიდან ხორნაბუჯში არაბები გაბატონდნენ. VIII საუკუნის II ნახევრიდან, [[ჰერეთის სამთავრო]]ს (შემდგომში [[ჰერეთის სამეფო]]) წარმოქმნის შემდეგ, ხორნაბუჯი მისი ერთ-ერთი საერისთავოს ცენტრი გახდა. X საუკუნის დასაწყისში, კახეთ-კუხეთ-ჰერეთის გაერთიანების შემდეგ [[კახეთის სამეფო]]ს საერისთავოს — კამბეჩოვანის ცენტრია. მისი ერისთავები კი ხორნაბუჯელებად იწოდებიან. XI საუკუნის 40-იან წლებში ბაგრატ IV-მ კახეთის წინაღმდეგ გაილაშქრა. სხვა ერისთავებთან ერთად მან ხორნაბუჯის ერისთავი — ვაჩე გურგენის ძეც შეიპყრო.
 
1068 წელს თურქ-სელჩუკთა სულთანმა ხორნაბუჯი, საქართველოს მთელ რიგ პუნქტებთან ერთად განძის ამირა ფადლონს გადასცა. გათამამებული ფადლონი მოსახლეობას მოსვენებას არ აძელვდა. თბილისის სანახებში მოთარეშე ამირას ბაგრატ IV თავისი მხედრიონით დაედევნა. დამარცხებული ფადლონი ჟალეთში შეიპყრეს. მესხმა აზნაურმა ისაკ თოლობელის ძემ, იგი ბაგრატის ნაცვლად, სულთანის მოკავშირე კახეთის მეფეს აღსართან I-ს მიჰგვარა თელავში, რომელმაც ფადლონი სასწრაფოდ ხორნაბუჯში გადაიყვანა.
 
XII საუკუნეში ხორნაბუჯი ერთ-ერთი სანაპირო საერისთავოს ცენტრად იქცა. XII-XIII საუკუნეებში აქ იყო ფეოდალური საგვარეულოს [[მახატლისძენი|მახატლისძეთა]] (კოლონკელისძეთა) რეზიდენცია.
ხაზი 38:
XIII საუკუნეშივე ხორნაბუჯი ხვარაზმელებმა ააოხრეს. 1265 წელს იგი დაარბია მონღოლთა ლაშქარმა [[ბერქა|ბერქა-ყაენის]] სარდლობით. აყვავებული კამბეჩოვანი გავერანდა. მოისპო ხორნაბუჯიც. ამის შემდეგ იგი ქალაქად აღარ იხსენიება XV საუკუნის ბოლოდან კამბეჩოვანი ქიზიყად იწოდება, ხოლო ხრონაბუჯი — ჭოეთად.
 
XVII საუკუნის დასაწყისში კახეთის მეფემ დავით I-მა მის წინააღმდეგ შეთქმული ძმა — გიორგი თორღის ციხეში გამოკეტა. შეთქმულების თვრამეტ მონაწილეთაგან კი ზოგს თავი მოკვეთეს, ზოგი კი ჭოეთის ციხიდან გადააგდეს.
 
XVII საუკუნის I მეოთხედში ხორნაბუჯში რეზიდენცია ჰქონდა ირანის შაჰის [[აბას I (ირანი)|აბას I-ის]] მიერ [[კახეთი]]ს ერთი ნაწილის გამგებლად დანიშნულ [[ფეიქარ-ხანი|ფეიქარ-ხანს]]. [[1625]] წლის გაზაფხულზე სპარსელებისაგან [[გიორგი სააკაძე]]მ გაათავისუფლა. აქვე მეფე [[თეიმურაზ I|თეიმურაზ I-ს]] დატყვევებული ჰყავდა მოწინააღმდეგე [[ჯავახიშვილები|ჯავახიშვილთა]] ფეოდალური საგვარეულოს თავკაცები. რაც თავის მხრივ იმის მაჩვენებელია, რომ ციხესიმაგრე არაერთხელ იყო რესტავრირებული. XIII საუკუნეში ბერქა ყაენის მიერ დანგრეულ ნაგებობას ვერც ფეიქარ ხანი და ვერც თეიმურაზ მეფე ვერ გამოიყენებდა.
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ხორნაბუჯი“-დან