ანანურის ციხე: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
No edit summary
პარამეტრების სახელების შეცვლა
ხაზი 1:
{{მმ*|ანანური}}
{{ინფოდაფა სამხედრო ნაგებობა
| სამხედრო_ნაგებობის_სახელისახელი =ანანურის ციხე
| infobox_width = 250px
| სურათი =阿纳努里修道院11.jpg
ხაზი 23:
 
== მდებარეობა ==
ანანურის კომპლექსი მდებარეობს [[საქართველოს სამხედრო გზა]]ზე, [[თბილისი]]დან 60 კმ-ის დაშორებით იმავე სახელწოდების სოფელში. წარსულში ეს ადგილი წარმოადგენდა [[არაგვის საერისთავო]]ს მთავარ საკვანძო პუნქტს, სადაც თავს იყრიდა, ერთი მხრივ ჩრდილოეთიდან — [[თერგი]]-[[არაგვის ხეობა|არაგვის]] ხეობებითა და მეორე მხრივ, ქართლის შუა ადგილებიდან, [[დუშეთი]]ს გავლით მომავალი მთავარი გზები.
 
== ისტორია ==
ანანურის სიმაგრეზე, ან სხვა მასთან დაკავშირებულ საკითხებზე, ადრეულ და მომწიფებულ შუასაუკუნეების ისტორიულ წყაროებში ცნობები არ მოიპოვება, მაშინ როდესაც გვიანფეოდალური ეპოქისათვის რამდენიმე ღირსშესანიშნავი დოკუმენტი მოიპოვება. ასეთი მდგომარეობა გასაგებია, თუ მივიღებთ მხედველობაში იმ გარემოებას, რომ ციხე-სიმაგრე გვიანი წარმოშობისაა.
 
კომპლექსის ადგილას არ ჩანს ადრეული პერიოდის ნაგებობათა კვალი. ამ ადგილის, როგორც სტრატეგიული პუნქტის მნიშვნელობა გაზრდილა [[საქართველოს სამეფო|ერთიანი საქართველოს სამეფოს]] დასუსტების შემდეგ. იგი არაგვის ერისთავების რეზიდენციის ციხე-სიმაგრეს წარმოადგენდა, აქ იყო მათი მთავარი სამლოცველო და საგვარეულო სამარხი, ხოლო მისი არსებობის უკანასკნელ პერიოდში, განსაკუთრებულ გარემოებათა გამო, ერისთავთა რეზიდენციაც აქვე უნდა ყოფილიყო.
 
პ. ზაქარაიას აზრით, ანანურის კომპლექსში ორი ტაძარზე განთავსებული ორი დიდი სამშენებლო წარწერაა, რომლებიც დაკავშირებულია არა არაგვის ერისთავებთან არამედ მის ძმებთან (მთავარი ტაძრის ეკელსია აგებულია ბარძიმ მდივანბეგის მიერ, ხოლო ღვთაების ტაძრის ბალდაქანი აგებულია ოთარ ერისთავის ძმის ედიშერისათვის). შესაბამისად მეცნიერი თვლის რომ, რადგანაც კომპლექსის ტერიტორიაზე არც სასახლე და არც მასთან დაკავშირებული ნაგებობის კვალიც არ შეიმჩნევა, შესაბამისად „არაგვის ერისთავთა რეზიდენცია დუშეთში იყო და სულ ბოლომდეც“. თუმცა იქვე წერს, რომ, „არაგვის ერისთავთა მუდმივი საჯდომი დუშეთი იყო, მაგრამ საჭიროებისა და შემთხვევის მიხედვით ერისთავები ანანურშიაც ისხდნენ“.
ხაზი 71:
გალავნის სამხრეთ-დასავლეთ კუთხეში '''ცილინდრული ექვსსართულიანი კოშკია''' ჩართული. იგი დასრულებულია ღია ბანით. პირველ სართულზე შესასვლელი ეზოდანაა, II და III სართულებზე კი საბრძოლო ბილიკებიდან. კოშკის ყოველ სართულზე სათოფურების უწყვეტი მწკრივებია. პირველ სამ სართულზე ბუხრებიცაა. სართულები მისადგმელი კიბით უკავშირდებოდა ერთმანეთს. კოშკი თავდაცვითია. მეოთხე სართულზე ოთხი სალოდეა, მოგვიანებით დაშენებულ ზედა ორ სართულზე — ცალმაგი და ორმაგი სათოფურები.
 
გალავნის ჩრდილო-დასავლეთ კუთხეში დგას '''ოთხსართულიანი ცილინდრული კოშკი'''. შესასვლელი პირველ სართულზეა, ეზოდან, მეორესა და მესამეზე კი საბრძოლო ბილიკიდან. პირველ სართულზე ოთხი სათოფურია, ზედა სართულებზე მათი რაოდენობა მატულობს. IV სართულზე სალოდეები და საზარბაზნეებია. ბუხარი მხოლოდ მეორე და მესამე სართულებზეა, შესასვლელის პირდაპირ.
 
გალავნის ჩრდილოეთი კედლის ცენტრალურ ნაწილში დგას ყველაზე პატარა '''ნახევარწრიული კოშკი'''. შემორჩენილია მისი სამი სართული. ზედა ორი სართული ეზოს მხარეს ღიაა. შესასვლელი პირველ სართულზეა, ეზოდან. კარის პირდაპირ ბუხარია, გვერდებზე თახჩები. მეორე სართულზე სათოფურები და სალოდეებია, მესამეზე — მხოლოდ სათოფურები. სართულებშუა გადახურვა არსად შემონახულა.
 
==== „ხევსურული კოშკი” ====
ზედა ციხის ცენტრში ღვთისმშობლის ეკლესიის დასავლეთით დგას ე. წ. ხევსურული კოშკი (4,8 X 4,6 მ), იგი ანსამბლის ყველაზე ადრინდელი ნაგებობაა (თარიღდება XIV-XV სს-ით). კოშკი ძირითადად ოთხსართულიანია, მაგრამ პირველი სართული მიწის დონიდან სამი მეტრით მაღლა იწყება, ხოლო ქვემო ნაწილი ყრუ მასას წარმოადგენს. მეხუთე სართულად შეიძლება მივიჩნიოთ ზედა — უკანასკნელი — პირამიდული ფორმის გუმბათქვეშ მოთავსებული სივრცე. იგი მაღალი (18 მ) და ვიწროა, ნაგებია ნატეხი ქვით. განსხვავდება დანარჩენი კოშკებისაგან პროპორციებით, გადახურვის ფორმითა და კონსტრუქციით (''ასეთ კოშკებს საქართველოს მთიან ადგილებში აგებდნენ''). კოშკში შესასვლელი აღმოსავლეთიდანაა. კარი ისრულთაღოვანია, იკეტებოდა ურდულით.
 
შესასვლელი მოწყობილია აღმოსავლეთიდან, პირველ სართულში. მისი თაღოვანი გადახურვა შიგნით და გარეთ ისრულია. კოშკში სართულშუა გადახურვა ხის იყო. დღესაცაა ყველა სართულზე სამ-სამი კოჭი, გადებული სამხრეთ-ჩრდილოეთის მიმართულებით. მათზე გადადებული იქნებოდა თვით იატაკის ფიცრები. სართულთა შორის კავშირი, როგორც ეტყობა, მხოლოდ მისადგმელი ხის კიბით იყო.
ხაზი 90:
კოშკი ნაგებია მქისედ დამუშავებული ქვაყორით. მისი გარე ზედაპირი შეულესავთ, მაგრამ დროტა განმავლობაში ბათქაში ჩამოცვენილა. იგი ნაწილობრივ შემორჩენილია მხოლოდ აღმოსავლეთის მხარეს, რადგან ამ მხარეს მას ორნახევარი საუკუნის განმავლობაში იცავდა კოშკის წინ აღმართული ეკლესია.
 
კოშკის აგების დროსი საკითხზე პირდაპირი პასუხის გაცემა შეუძლებელია, რადგან არ არსებობს სათანადო მასალები. კოშკს არ სამშენებლო წარწერა აქვს და არც ისტორიულ დოკუმენტებშია მასზე რაიმე ცნობა შემორჩენილი.
 
<gallery>
ხაზი 107:
| რუკა_ზომა =250
| რუკა_წარწერა =
| ადგილმდებარეობამდებარეობა =
| გეო =
| რელიგიური_წევრობა ={{დროშა|საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია}}
ხაზი 115:
| კურთხევის_წელი =
| სტატუსი =მოქმედი
| ფუნქციური სტატუსი =
| ფუნქციური_სტატუსი =
| მემკვიდრეობითი_ადგილმდებარეობა =
| ხელმძღვანელობა =
ხაზი 152:
| ქვეყანა={{GEO}}
| გეგმა=ანანურის ციხე, ღვთისმშობლის ეკლესიის გეგმა.JPG
| გეგმის ზომა=
| გეგმა_ზომა=
| გეგმის წარწერა=
| გეგმა_წარწერა=
}}
ანსამბლის მთავარი ნაგებობა — ღვთისმშობლის ეკლესია დგას „ხევსურული კოშკის” აღმოსავლეთით. სამხრეთ ფასადის მარცხენა ნაწილზე არსებული ცხრამეტსტრიქონიანი სამშენებლო წარწერის თანახმად, იგი [[1689]] წელს [[ბარძიმ არაგვის ერისთვისშვილი|მდივანბეგ ბარძიმის]] დაკვეთით აუგია ბოქაულთუხუცეს ქაიხოსრო ბაღსარაშვილს.
 
{{ციტატა|ქ. ჵი წყევისა დამჴსნელი და [ა]დამ პირველისა მამისა ჩვენისა კვალად სამოთხედვე შემყვანებელო, ასულო და მამისა ადამისა, უთესლო მშობელო, მღვთისა კაცთა მიმართ გარდამოსვლისა მიზეზო და კაცთა ბუნებისა ქვეყნით ზეცად აღმყვანებელო, ყოვლად წმინდაო მარიამ, მშობელო ევმანოელისაო, რომელმან ნებითა, შეწევნითა შენითა ჳელ ჰყო არაგვის ერისთავის შვილმან, მდივანბეგმან პატრონმან ბარძიმ თვისისა სასაფლაოსა ამის ანანურისა, მღთის მშობელისა საფუძველითურთ შენებად, მარავალცა არიან წელნი ცხოვრებისა მისისანი და მე წინამდგომელი თვისი ბაღსარაშვილი ბოქაულთუხუცეს ქაიხოსროვ დამადგინა წმინდასა ამას მონ[ა]სტერსა ზედან სარქრადა. უწყის ღმერთმან, რაც შეძლება მქონოდა დღივ და ღამ მოუსვენებლად ვშვებოდი, არ ვეც ძილი თვალთა ჩემთა ვიდ[რ]ემდის განასრულებდენ მონასტერსა ამას. ანანურისა მღთისმშობელო, შენ მცველ მფარველ მექმენ მე სოფელსა ამას შინ[ა] კეთილად, ცხოვრებითა და სინანულითა საუკუნოსა ამინე(!) ჳმა იგი სანადელი, ვითარმედ მოვედით კურთხეულნო მამისა ჩემისანო და დამიმკვიდრე შენთვის განმზადებული და ღირს მყავ მე ცოდვილი ნაწილსა მას მ[ა]რთალსა იმკვიდრენა(!) და საუკუნოსა მას, ამინ. ვინც წ[ა]იკითხოთ, შენდობას ბრძანებდეთ თქვენცა. ღმერთმან თქვენც შეგინდნეს ქორონიკონსა ტოზ.|წარწერა მოცემულია პარმენ ზაქარაიასეული ვერსიით}}
 
აღნიშნული წარწერა ორჯერაა გამოცემული: პირველად 1895 წელს დ. ღამბაშიძის<ref>ღამბაშიძე დ., „ანანურის ტაძარი“, ჟურნალი «მწყემსი», 1895, №5 და №10</ref> და მეორედ — 1897 წელს საძაგელოვ-ივერიელის მიერ<ref>Садзагелов-Ивериели, «Ананурский Успенский собор», МАК, 1897, т. VII</ref>.
ხაზი 170:
სამხრეთის ფასადი სხვებზე მეტადაა მორთული. ცენტრში დიდი, მოჩუქურთმებული ჯვარია კუდებით გადახლართულ ორ გველეშაპზე აღმართული. ჯვრის ორივე მხარეს მთავარანგელოზთა ფიგურებზე დაყრდნობილი, მტევნებით დახუნძლული ვაზის თითო რელიეფური გამოსახულებაა, რომლებზედაც მტრედები სხედან. მარცხენა ვაზთან ირმის გამოსახულებაა, მარჯვენასთან — ირმისა და ცხვრის. მაღლა, ვაზის ზედა ნაწილში, გამოსახულია ქერუბიმები, კიდევ უფრო მაღლა — ანგელოზი, ხოლო მოჩუქურთმებული მაღალი სარკმლების თავზე — ჯაჭვით დაბმული ლომები. ფასადის მარცხენა მონაკვეთში მდიდრულად მორთული პორტალია. კარს ლილვები და ჩუქურთმიანი არშია აქვს შემოვლებული. მედალიონებში ანგელოზთა და წმინდანთა გამოსახულებებია. კარის მარცხნივ ცხრამეტსტრიქონიანი მხედრული სამშენებლო წარწერაა.
 
ჩრდილოეთის ფასადი შედარებით სადაა. შუა არეში, სარკმლის თავზე, გლუვი ლილვებით მოჩარჩოებული წვრილი ჯვარია, რომლის განივი მკლავების ბოლოებთან თითო პატარა, მრგვალი სარკმელია. ფასადის მარჯვენა მონაკვეთი პორტალს უკავია. კარს ჩუქურთმიანი არშია აქვს შემოვლებული. მის ზემოთ ჯვრის ამაღლების სცენაა.
 
გუმბათის ყელის ყოველ წახნაგში თითო ვიწრო და მაღალი სარკმელია. სარკმლების თავზე, თითო წახნაგის გამოტოვებით, გლუვი ლილვით გამოყვანილი თითო მცირე ჯვარია. გუმბათს რთული პროფილის უჩუქურთმო ლავგარდანი აქვს. სახურავის დაზიანებულ ლორფინებზე გადაფარებულია თუნუქი.
ხაზი 191:
| რუკა_ზომა =250
| რუკა_წარწერა =
| ადგილმდებარეობამდებარეობა =
| გეო =
| რელიგიური_წევრობა ={{დროშა|საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია}}
ხაზი 199:
| კურთხევის_წელი =
| სტატუსი =მოქმედი
| ფუნქციური სტატუსი =
| ფუნქციური_სტატუსი =
| მემკვიდრეობითი_ადგილმდებარეობა =
| ხელმძღვანელობა =
ხაზი 236:
| ქვეყანა={{GEO}}
| გეგმა=ანანურის ციხე. ღვთაების ეკლესიის გეგმა.JPG
| გეგმის ზომა=
| გეგმა_ზომა=
| გეგმის წარწერა=
| გეგმა_წარწერა=
}}
ზედა ციხის დასავლეთ მონაკვეთში დგას ღვთაების ეკლესია. იგი ჯვარგუმბათოვანი ნაგებობაა (16,4 X 13,3 მ), რომლის გუშბათიც დაყრდნობილია საკურთხევლის კუთხეებზე და დასავლეთის წყვილ ბოძზე. ნაშენია ნატეხი ქვითა და აგურით. აგებულია XVI საუკუნის ბოლოს ან XVII საუკუნის I ნახევარში. ეკლესიის ჯვრის მკლავთაგან — გვერდის მკლავები უფრო მოკლეა, ვიდრე აღმოსავლეთისა და დასავლეთისა, საკურთხევლის აფსიდი ღრმად ზის, თუმცა ბემა არ აქვს. დასავლეთის მკლავი ყველაზე გრძელია, მის ფარგლებში ბოძების გიდევ ერთი წყვილია. ამათგან აყვანილ პილასტრებს კამარის საბრჯენი თაღი ეყრღნობა. როგორც ეს კამარა, ისე გვერდის მკლავების გადამხურავი ორივე კამარა ისრული ფორმისაა. კამარების ფორმას იმეორებს გუმბათქეეშა თაღებიც.
ხაზი 247:
ეკლესიის გუმბათის ყელი შიგნიდან ცილინდრული ფორმისაა და ნახევარსფერული კამარითაა გადახურული. გუმბათქვეშა კვადრატიდან წრეზე გადასვლა, როგორც მოსალთდნელი იყო ამ ეპოქისათვის, აფროვანია. გუმბათის ყელის ცილინდრულ ზედაპირზე თანაბარი ინტერვალით განლაგებულია თოთხმეტი სარკმელი. ეკლესიის შიდა სივრცეს, გუმბათის სარკმლების გარდა, სინათლეს აწვდის თითო საშუალო ზომის სარკმელი, მოთავსებული ჯვრის ოთხივე მკლავის ცენტრებში.
 
საკურთხევლის შუაში ერთი სარკმელია, ხოლო მის გვერდებზე თითო ნახევარწრიული გეგმის მქონე ნიშაა მოთავსებული. რაც შეეხება ტრაპეზს, მისი კვალიც კი არსად ჩანს. საკურთხეველი ჩრდილთეთით მდებარე სადგომთან გასასვლელით პირდაპირაა დაკავშირებული.
 
საკურთხევლის გვერდით მდებარე სადგომები მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისაგან, რადგან სამხრეთით დახურული სადგომია, რომელიც ირთი კარით უერთდება ეკლესიის ძირითად სივრცეს, ხოლო მეორე სადგომი გადახურულია ისრული მოხაზულობის კამარით, იგი ეკლესიის ჩრდილო მკლავის არეში გამოდის და მთლიანად ღიაა. ამ მაღალ ოთახებს — სამკვეთლოსა და სადიაკვნეს, აფსიდი არა აქვთ და არც ტრაპეზის კვალი ჩანს სადმე. მათ მხოლოდ თითო სარკმელი აქვთ, გვერდის კედლებში კი ოთხკუთხა ღრმა ნიშებია მოთავსებული.
ხაზი 261:
გარე კედლებში მხოლოდ სარკმლებია მოთავსებული. სამხრეთის, ჩრდილოეთის და დასავლეთის ფასადებზე თითო სარკმელია ჯვრის მკლავების ცენტრებში, ხოლო აღმოსავლეთის ფასადზე სამია: ერთი ცენტრში, რომელიც საკურთხეველს ანათებს, და თითო გვერდითა არეებში — სამკვეთლოსა და სადიაკვნეს გასანათებლად.
 
სულ სხვა მდგომარეობაა გუმბათზე. მის გადაწყვეტაში დეკორატიულ მხარეს მნიშვნელოვანი ადგილი აქვს დათმობილი. გუმბათის ყელი თოთხმეტწახნაგოვანია და ამდენივე წახნაგი აქვს პირამიდულ სახურავსაც, გუმბათის ყელი პირამიდაზე შესამჩნევად დაბალია. მასალად მთლიანად აგურია გამოყენებული და დეკორიც ამ მასალის სპეციფიკურთბითაა განსაზღვრული. გუმბათის კარნიზი ხუთი ფენის აგურის წყობითაა მიღებული; აქ ერთმანეთს ენაცვლება კბილანა-ხერხისებრი და ერთპირად დალაგებული წყობა.
 
გუმბათის წახნაგები დამუშავებულია უწყვეტი თაღოვანი არეებით, ამ არეთა შიგნით, გარე თაღის კონცენტრულად, თითო ჩაღრმავებული არეა, რომელთა ცენტრში წერილი და მაღალი სარკმლებია მოთავსებული. ეს დეკორი გუმბათის ქვედა ნაწილისგან გამოყოფილია ლილვით, რთმელიც მიღებულია სპეციალურად დამზადებული ლეკალური აგურით. ასეთივე ნახევარწრიული ფორმის აგურითაა ნაწყობი წიბოებში ნახევარსვეტები და თაღები.
 
ეკლესიის სამხრეთის კარზე გვიან მიუშენებიათ კარიბჭე, რომელიც ღიაა მხოლოდ სამხრეთის მხრიდან. იგი გადახურულია სამ სიბრტყედ დაყოფილი ისრული კამარით და ისრული ფორმისვე თაღი აქვს გარედანაც, კარიბჭე მთლიანად ქვაყორიათაა ნაგები.
 
ეკლესია მიწას შეზრდილი, დამჯდარი პროპორციებისაა, ეს იგრძნობა როგორც შიგნით, ისე გარეთ. თავისთავად ასეთი პროპორციები არ შეიძლება ჩაითვალოს უშუალოდ გვიანფეოდალური ხანის დამახასიათებლად, მაგრამ ყველა სხვა ნიშნებით ძეგლი მხოლოდ ამ ეპოქას მიეკუთვნება.
 
ეკლესიის არქიტექტურული სახე მიეკუთვნება XI საუკუნეში წარმოშობილ და მომდევნო საუკუნეებში გავრცელებულ ცენტრალურ-გუმბათოვან ძეგლთა ტიპს, მაგრამ მასში გვიანფეოდალური ეპოქის ოსტატს საკმაო ცვლილებები შეუტანია. ასეთ ცვლილებას, უპირველეს ყოვლისა, წარმოადგენს საკურთხევლის ჩრდილთეთით მდებარე სამკვეთლოს გამოუყოფლობა ეკლესიის ცენტრალური ნაწალისაგან. როგთრც ცნობილია, ეკლესიის ეს ნაწილი ამ ტიპის ეკლესიებში ყოველთვის გამოყოფილ სადგომს წარმოადგენდა და დარბაზთან კარით იყო დაკავშირებული. ეს გარემოება შემთხვევითი არ ყოფილა, რადგან იგი ნაკარნახევი იყო ეკლესიის რიტუალით. მოხდა თუ არა რაიმე ცვლილება ამ ეკლესიის აგების ხანაში საეკლესიო წესებში, ჩვენთვის უცნობია. ყოველ შემთხვევაში, რადიკალური ცვლილებები არ უნდა მთმხდარიყო, თორემ ასეთი მაგალითები სხვაგანაც შეგვხვდებოდა, ყოველ შემთხვევაში უნდა ადვნიშნოთ, რომ ამ ცვლილებით ანანურში საკმაოდ ორიგინალური სივრცეა მიღებული.
 
მეორე თავისებურება, რომელიც ოსტატს შეუტანია, ესაა დასავლეთის მკლავის ორ-ორი თაღით გამოყოფა გვერდითა არეებისაგან და კვადრატული ნაწილების ჯვაროვანი კამარებით გადახურვა.
ხაზი 277:
ინტერიერს ეპოქისათვის მკვეთრად დამახასიათებელი სხვა ელემენტები არა აქვს. სამწუხაროდ, არც შენობის გარეგნობა იძლევა გარკვეულ ხელმოსაკიდ მასალას.
 
ეკლესიის გარე მასათა დათვალიერების დროს თვალში გეცემათ ის დიდი კონტრასტი, რომელიც არსებობს მის ქვედა ტანსა და გუმგათის ყელს შორის. ქეედა ტანის კედლები ქვაყორით ულაზაოთდაა ნაწყობი. ეკლესია „მკურნალის“ კედლებიც ქვაყორითაა ნაწყობი, მაგრამ იქ ქვები უფრო წესიერადაა დალაგებული, ამიტომაც უკეთესი სანახავია.
 
გუმბათი და გუმბათის ყელი, აგურითაა ნაგები. მასალისა და წყობის ასეთი მკვეთრი განსხვავება ეკლესიის ქვედა და ზედა ნაწილებს შორის იშვიათ შემთხვევას წარმოადგენს. ამ მხრივ, განსაკუთრებით აღსანიშნავია ნაქალაქარ ალის გუმბათოვანი ეკლესია თუმცა თარიღი არც იმ ეკლესიას აქვს, მაგრამ ყველა ნიშნებით ისიც გეიანფეოდალურ ხანას ეკუთვნის და ანანურის ეკლესიის თანამედრთვე ჩანს.
ხაზი 283:
ანანურის მსგავსად, ეკლესიის ქვედა ტანი აქაც ქვაყორითაა ნაგები და მორთულობა არ გააჩნია, ხოლო გუმბათის ყელი ორივეგან ზედმიწევნით ერთნაირადაა დამუშავებელი. ყველა ის ელემენტი და ფორმა, რომელიც ანანურის ეკლესიის აღწერისას ვნახეთ, ალში მეორდება, მხოლოდ ალში მთლიანად გუმბათის ყელი ვიწრო და მაღალია.
 
გვიანფეოდალური ხანის ეკლესიებიდან, აგურით ნაგები გუმბათები ჰქთნია კახეთის ორ ძეგლს. ერთია გრემის ეკლესია, რომელიც აგებულია 1565 წლის ახლოს, ლევან კახთა მეფის მიერ, და მეორე — ალავერდის კათედრალი XVI საუკუნის I ნახევარში განახლებული გუმბათის ყელით. ერთსაც და მეორესაც რთული, ანანაურისაგან განსსვავებული მორთულობა აქვს.
 
ანანურის ეკლესია დიდ მსგავსებას იჩენს კოჯორთან მდებარე „ორმოცთა ეკლესიასთან“. ორმოცთა ეკლესიის გუმბათხე ზუსტად განმეორებულია ანანურის
ხაზი 292:
აგურის გუმბათოვან ეკლესიათაგან შესადარებლად დაგვრჩა 1688 წ. სოფ. მჭადისჯვარში აგებული ძეგლია მისი გუმბათის ყელი პრიზმულია და წახნაგები უწყეეტი თაღებითაა შემოფარგლული. მაგრამ ამ პრიზმის გადაწყვეტა რადიკალურად განსხვავდება ანანურის შემთხვევისაგან: აქ თაღები წვრილი, უსუსური ლილვებისაგან შედგება და კარნიზს ებჯინება, ანანურში კი პრიზმის ზედაპირი სიმაღლეზე ორადაა გაყოფილი და ქვემოთ მკვეთრი რელიეფის მქონე თაღებია, ზემოთ კი ცარიელი ადგილი - მჭადისჯვარში სარკმლები ისე პატარაა, რომ იკარგება დიდი წახნაგების არეებზე, ანანურში კი ზომები ლოგიკურადაა შერჩეული; მჭადისჯვარში ყოველი წახნაგი, თაღის ქუსლებს ქეემოთ, მაღალი სწორკუთხედითაა შემოფარგლული, იგი დაბალი რელიეფითაა შესრულებული და თაღებთან ერთად მეტად უფერულ დეკორს წარმოადგენს.
 
როგორც ეტყობა, მჭადისჯვრის ოსტატს უკვე აღარ ესმის ანანურის, ალის და „ორმოცთა ეკლესიების“ გუმბათის ყელზე მოცემული არქიტექტურული მორთულთბის სკულპტურულობა. და მართლაც, ასეთი ღრმა რელიეფით დამუშაეებულ გუმბათის ყელს, მომდევნო პერიოდის ძეგლებში ჩვენ ვერ ვხვდებით. ამ სამი ძეგლის მორთულობაში ჩანს, აგრეთვე, საერთო სისადავე და ცალკეულ ფორმათა გამარტიეება, რაც შემდეგი საფეხური უნდა იყოს ალავერდისა და გრემის ტაძრებთან შედარებითა
 
გვიანფეოდალური ხანის ძეგლების საბოლოოდ შეუსწავლელობის გამო, დღეს ანანურის „ღეთაების“ დათარიღება მოსახერხებელი ხდება მხოლოდ ასი წლის ფარგლებში. მისი აგების ზედა ზღვრად ისტორიული წყაროებით ჩვენ 1660 წელი მივიღეთ, ქვედა ზღვრად უნდა მივიღთთ XVI საუკუნის შუა წლები, რომლითაც თარიღდება ალავერდი, გრემი, ნინოწმინდის სამრეკლო და სხვები.
ხაზი 321:
 
==== წყალსაცავი ====
ზედა ციხის გალავნის სამხ. კედელზე შიგნიდან მიშენებულია წყალსაცავი, რომელიც შედგება ორი ავზისა და სასმელი წყლის მისაღები სათავსისაგან — „წყაროსაგან” (საერთო ფართობი 12,9 X 9,6 მ). წყალსაცავი ნაგებია დამუშავებული ქვით. ავზები სწორკუთხა ისრული კამარით გადახურული სათავსებია. წყალი გამოყვანილი იყო ციხის ჩრდილო-დასავლეთით არსებული ხეივნიდან მიწაში ღრმად ჩაწყობილი თიხის მილებით. ზედა ციხის გალავნის დასავლეთ კედლის ქვეშ („შეუპოვართან” ახლოს) შემოსული წყალსადენი უერთდებოდა წყალსაცავს. ავზები წყალგაუმტარი ხსნარითაა შელესილი. წყალი შედიოდა წყალსაცავის დასავლეთი კედლის ქვედა ნაწილში სპეციალური შესასვლელით და ავზების გამყოფ კედელში არსებული პატარა კარით გადადიოდა მეორე სათავსში, ამ სათავსის გავსების შემდეგ მილებით ჩადიოდა მესამე სათავსში — „წყაროში”, რომელიც მეორე ავზზე ჩრდილოეთიდანაა მიშენებული. „წყარო” გეგმით ჯვაროვანია, ჯვრის მკლავებს აგურით ამოყვანილი ისრული კამარები აქვს. აგურისაა აგრეთვე შუა ავზის კამარა, პანდატივები, კარის თაღი და დეკორატიული წყობა მის გარშემო. წყალსაცავის უმეტესი ნაწილი მიწაშია. არქიტექტურულად დამუშავებულია მხოლოდ აღმოსავლეთის ფასადი, რომელიც აგურითაა ამოყვანილი. ფასადზე ისრული თაღი დიდ სწორკუთხედშია ჩასმული და ზევიდან აგურის კბილანა წყობის ჰორიზონტალური ხაზი გასდევს.
 
ზედა ციხის სამხრეთ-აღმოსავლეთ კუთხეში კიდევ ერთი პატარა წყალსაცავია — ნატეხი ქვით ნაგები ჭა, რომლის სიღრმე 6 მ-ია, ზედა დიამეტრი 1,2 მ, ქვედა 3 მ. შიგნიდან შელესილია ჰიდრავლიკური ხსნარით.
ხაზი 368:
{{დუშეთის მუნიციპალიტეტის ციხესიმაგრეები}}
{{მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლები საქართველოში}}
 
[[კატეგორია:დუშეთის მუნიციპალიტეტის ტაძრები]]
[[კატეგორია:დუშეთის მუნიციპალიტეტის ციხესიმაგრეები]]
მოძიებულია „https://ka.wikipedia.org/wiki/ანანურის_ციხე“-დან