სომხური სამოციქულო ეკლესია: განსხვავება გადახედვებს შორის

[შემოწმებული ვერსია][შემოწმებული ვერსია]
შიგთავსი ამოიშალა შიგთავსი დაემატა
ხაზი 54:
886 წელს აღდგა სომხეთის სახელმწიფო [[აშოტ I]]-ით სათავეში. დაარსდა [[ანისის სამეფო]], რომელმაც იარსება 1045 წლამდე. ამ პერიოდში სომეხ სასულიერო იერარქებს აქტიური კავშირი ჰქონდათ კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან, რომელიც ცდილობდა სომხური ეკლესიის დიოფიზიტობაზე მოქცევას. სომხურმა ეკლესიამ დიოფიზიტობა არ მიიღო, მაგრამ დაახლოება [[მართლმადიდებლობა]]სთან მაინც მოხდა. 893 წელს [[დვინის მიწისძვრა (893)|დვინის მიწისძვრამ]] დაანგრია ქალაქი დვინი და კათოლიკოსის რეზიდენციამ გადაინაცვლა [[აღთამარი]]ს მონასტერში. X საუკუნის მეორე ნახევარში კათოლიკოსის რეზიდენცია გადავიდა ქალაქ [[ანისი]]ს მახლობლად, [[არგინა]]ში. აღთამარის ეპისკოპოსებს ამის შემდეგაც დიდხანს ჰქონდათ პრეტენზიები სომხურ ეკლესიაში განსაკუთრებულ იერარქიულ მდგომარეობაზე და 1114 წელს აღთამარის ეპისკოპოსმა თავი სომხეთის კათოლიკოსად და პატრიარქად გამოაცხადა. ეს მდგომარეობა დიდხანს არ გაგრძელებულა, მაგრამ აღთამარის ეპისკოპოსებმა კათოლიკოსის ტიტული მაინც დიდხანს შეინარჩუნეს. 992 წლიდან რეზიდენცია დამკვიდრდა ანისში. 1045 წელს ანისი ბიზანტიის იმპერიამ დაიკავა და რეზიდენცია გადაიტანა [[სებასტია]]ში. XI საუკუნის 60-იანი წლებიდან სომხეთში დამკვიდრდნენ [[თურქ-სელჩუკები]]. დაიწყო სომეხთა მასობრივი გადასახლება [[კილიკია]]ში, სადაც 1198 წელს შეიქმნა [[კილიკიის სომეხთა სამეფო]]. 1149 წელს კათოლიკოსის რეზიდენციამაც კილიკიაში, ჰრომკლაში გადაინაცვლა, ხოლო 1293 წლიდან დედაქალაქ [[სისი]]ში დამკვიდრდა. XII საუკუნის მეორე ნახევრიდან ცენტრალური და ჩრდილოეთ სომხეთი [[საქართველოს სამეფო]]მ გაათავისუფლა თურქ-სელჩუკებისგან და შეიერთა. საქართველოს სამეფოში მოხვედრილი სომხური მოსახლეობის სასულიერო ლიდერობა იკისრა თბილისის სომეხმა არქიეპისკოპოსმა. სომხეთის ამ ტერიტორიაზე დაიწყო ეკონომიკური და კულტურული აღმავლობა, რამაც შესაძლებელი გახადა XV საუკუნეში საეპისკოპოსო კათედრის დაბრუნება ეჩმიაძინში. ბიზანტიის იმპერიის დაცემამდე კილიკიის საკათალიკოსოს აქტიური ურთიერთობა ჰქონდა კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ეკლესიების დაახლოების მიზნით. ამ მიზნით 1178 წელს ჰრომკლაში გაიმართა საეკლესიო კრება, მაგრამ 1204 წელს ჯვაროსნების მიერ ბიზანტიის აღებამ ეს პროცესი შეაჩერა. ამავე პერიოდში დაიწყო აქტიური კონტაქტების დამყარება [[ჯვაროსნები|ჯვაროსნებთან]], რასაც მოჰყვა უნიატების მოძრაობის გაძლიერება. უნიატები ცდილობდნენ სომხების მოქცევას [[კათოლიციზმი|კათოლიკობაზე]]. XIV საუკუნეში კილიკიაში გამართულ რამდენიმე კრებაზე სომეხ იერარქთა ნაწილი ეზიარა კათოლიკეებთან ერთობას და მნიშვნელოვანი ცვლილებები იქნა შეტანილი დოგმატიკასა და ლიტურგიაში. 1361 წელს სისში გამართულ VII საეკლესიო კრებაზე ეს სიახლეები და კათოლიკეებთან ურთიერთობა აიკრძალა, ხოლო მალე, 1375 წელს, კილიკიის სამეფოც გაუქმდა.
[[File:Monasterio de Tatev, Armenia, 2016-10-01, DD 86-88 HDR.jpg|thumb|400პქ|მარცხნივ|[[ტათევი]]ს მონასტერი]]
1311 წელს შეიქმნა [[იერუსალიმის სომხეთის საპატრიარქო]], რომელმაც ჩაიბარა [[პალესტინა|პალესტინის]] სომხური სამწყსო და მისი კუთვნილი წმინდა ადგილები. 1441 წელს გადაწყდა სომხური საკათოლიკოსო ტახტის დაბრუნება ეჩმიაძინში. ამის საპასუხოდ კილიკიის სომხური ეკლესიის უმაღლესმა იერარქმა შეინარჩუნა კათოლიკოსის ტიტული. 1453 წელს კონსტანტინოპოლის დაცემის შედეგ სომხეთი კვლავ ორად გაყოფილი აღმოჩნდა [[ოსმალეთის იმპერია]]სა და [[სეფიანთა იმპერია]]ს შორის. ეჩმიაძინი აღმოჩნდა სეფიანთა დაქვემდებარებულ ტერიტორიაზე. 1461 წელს კონსტანტინოპოლში შეიქმნა სომხური საპატრიარქო, რომელსაც გარდა სომხებისა, დაემორჩილა ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე არსებული ყველა [[არაქალკედონური მართლმადიდებელი ეკლესიები|არაქალკედონური ეკლესია]], [[მარონიტები]], ბოგომილები და სხვები, მათ შორის კილიკიისა და აღთამარის საკათალიკოსოები, იერუსალიმის სომხური საპატრიარქო. ეჩმიაძინის კათოლიკოსები ცდილობდნენ აღედგინათ კავშირი ოსმალეთის იმპერიაში მოქცეულ სომხურ ეკლესიებთან. ეს მცდელობა წარმატებული აღმოჩნდა თავდაპირველად მხოლოდ კილიკიის საკათალიკოსოს მიმართ, რომელმაც 1651 წელს აღიარა ეჩმიაძინის საყდრის უზენაესობა. კონსტანტინოპოლის საპატრიარქოსთან ურთიერთობა გამწვავდა მას შემდეგ, რაც [[ბრწყინვალე პორტა]]მ კონსტანტინოპოლის სომეხთა პატრიარქი სომეხთა უმაღლეს იერარქად გამოაცხადა. 1680 წელს კონსტანტინოპოლის სომეხთა პატრიარქმაც აღიარა ეჩმიაძინის საყდრის უზენაესობა. XVII საუკუნიდან დაიწყო კათოლიკე მისიოონერების გააქტიურება ოსმალეთის იმპერიის ტერიტორიაზე. ეჩმიაძინის წინააღმდეგობის მიუხედავად, ზოგიერთი სომხური თემი მთლიანად, ზოგი კი ნაწილობრივ გადავიდა კათოლიკობაზე. კონსტანტინოპოლის სომხურ საპატრიარქოს რამდენიმე ეპარქია გამოეყო. 1740 წელს ოფიციალურად გამოცხადდა [[სომხური კათოლიკური ეკლესია]] და ის [[წმინდა საყდარი|წმინდა საყდარს]] დაექვემდებარა. სომხური კათოლიკური ცენტრები შეიქმნა ევროპაში, სადაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო [[მხითარისტები]]ს მონასტერი [[ვენეცია]]ში, წმინდა ლაზარეს კუნძულზე.
 
1828 წლიდან [[თურქმენჩაის ზავი]]თ აღმოსავლეთ სომხეთი მოექცა [[რუსეთის იმპერია]]ში. 1836 წლიდან ის [[ნიკოლოზ I (რუსეთი)|ნიკოლოზ I-ის]] მიერ დამტკიცებული კანონებთ იმართებოდა. ამ კანონების თანახმად სომხური ეკლესიის შემადგენლობაში შევიდა კავკასიის ალბანეთის ეკლესია. სომხურმა ეკლესიამ შეინარჩუნა [[ავტოკეფალია]], თუმცა კათოლიკოსის ხელდასმა ხდებოდა მხოლოდ [[რუსეთის იმპერატორების სია|რუსეთს იმპერატორის]] თანხმობით. 1828-1829 წლების [[რუსეთ-ოსმალეთის ომი (1828-1829)|რუსეთ-ოსმალეთის ომის]] შემდეგ ოსმალეთის იმპერიამ გაზარდა კონსტანტინოპოლის სომხური საპატრიარქოს სტატუსი და მხოლოდ მას აღიარებდა სომეხთა ინტერესების წარმომადგენლად, თუმცა ის მაინც სახელმწიფოს მკაცრი კონტროლის ქვეშ რჩებოდა და პატრიარქის არჩევას სულთნის მიერ დამტკიცება სჭირდებოდა. ამან ეჩმიაძინის კათოლიკოსის სტატუსი სომეხთა თვალში ვერ შეარყია და კონსტანტინოპოლის სომეხი პატრიარქები აღიარებდნენ ეჩმიაძინის საყდრის უზენაესობას. 1915 წელს [[სომხების გენოციდი]]ს შემდეგ კონსტანტინოპოლის სომეხთა საპატრიარქომ დიდი დანაკლისი განიცადა, დაიღუპა მრევლის დიდი ნაწილი, გაუქმდა ეპარქიები და აღთამარის საკათალიკოსო, მოიშალა კილიკიის საკათალიკოსო სისში და ის მოგვიანებით აღდგა [[ბეირუთი]]ს ახლოს ანტილისიაში.