ქვემო ქართლი: განსხვავება გადახედვებს შორის

არ არის რედაქტირების რეზიუმე
'''ქვემო ქართლი''' [[საქართველო|საქართველოს]] ისტორიულ-გეოგრაფიული მხარეა, [[ქართლი|ქართლის]] ერთი ნაწილი. იგი შემოსაზღვრული იყო თრიალეთის, ჯავახეთისა და ბამბაკ-ერევნის ქედებით. სხვადასხვა პერიოდში მისი კუთხეები სხვადასხვა სახელებით იხსენიებიან ([[თრიალეთი]], [[გაჩიანი]], [[გარდაბანი]], [[ტაშირი]], [[აბოცი]], [[ბამბაკი]]), რომელთა შინაარსი ხშირად იცვლებოდა.
 
 
ამავე ტერიტორიაზე იქმნებოდა სხვადასხვა სახელმწიფოებრივი წარმონაქმნები, რომლებიც საცილობელი ხდებოდა მეზობელ ქვეყნებს შორის. მათ შორის აღსანიშნავია: [[სამშვილდის საერისთავო|სამშვილდის]] და [[ხუნანის საერისთავო|ხუნანის]] საერისთავოები, [[თბილისის საამირო]], [[ტაშირ-ძორაგეთის სამეფო]], [[კლდეკარის საერისთავო|კლდეკარის]], [[ლორის საერისთავო|ლორის]], [[გაგის საერისთავო|გაგის საერისთავოები]], [[საბარათიანო]].
 
 
ქვემო ქართლის ტერიტორია უძველესი დროიდანვე ქართველური ტომებითი იყო დასახლებული, რომელთა ხანგრძლივი ურთიერთკავშირისა და ურთიერთშერწყმის შედეგად წარმოიშვა ქართველი ხალხი. აქ მოსახლე ტომებიდან წყაროები იცნობენ [[გუგარები|გუგარებს]], იგივე გოგარებს. მათგან მოდის ისტორიული პროვინციის - გოგარენეს სახელწლდება. სავარაუდოა, რომ მათ გვერდით ცხოვრობდნენ ასევე სომხური ტომებიც. მტრების გამუდმებული თავდასხმების გამო [[XIII]] საუკუნიდან მოყოლებული ქვემო ქართლი თანდათანობით დაიცალა მკვიდრი მოსახლეობისაგან. მათი დიდი ნაწილი მტერს შეეწირა, ნაწილი კი საქართველოს სხვა კუთხეებში გაიხიზნა. მათ ადგილს უცხოტომელები იკავებდნენ, რაც განაპირობებს ამ მხარის ეთნიკურ სიჭრელეს.
 
 
თანამედროვე ადმინისტრაციულ-ტერიტორიული დაყოფით ქვემო ქართლი შედის [[ქვემო ქართლის მხარე|ქვემო ქართლის მხარეში]] და მოიცავს [[ბოლნისის რაიონი|ბოლნისის]], [[გარდაბნის რაიონი|გარდაბნის]], [[დმანისის რაიონი|დმანისის]], [[თეთრი წყაროს რაიონი|თეთრი წყაროს]], [[მარნეულის რაიონი|მარნეულისა]] და [[წალკის რაიონი|წალკის]] რაიონების ტერიტორიებს.